Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან
სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან

სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე თბი­ლის­შია. სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­ვი­და.

"მუ­ზე­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სეს ბი­ძა­ჩემ­მა და მა­მი­და­ჩემ­მა - გი­ორ­გი ჯოხ­თა­ბე­რი­ძემ და მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძემ. მშე­ნებ­ლო­ბა ხან­გრძლი­ვი იყო, კო­ლექ­ცია კი ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და. ახალ მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის 3500 ნა­მუ­შე­ვა­რი (50-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე).

ეს მოვ­ლე­ნა ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რო­გორც მხატ­ვრე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის", - წერს სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მუ­ზე­უ­მის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლის­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, მათ შო­რის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" კონ­ცერ­ტი. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­თა სა­სახ­ლე­ში სტუმ­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე პერ­ფორ­მან­სი მო­ე­წყო. შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგნენ ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტე­ბი და ნანი ბრეგ­ვა­ძე. მე­სა­მე სა­ზე­ი­მო სა­ღა­მო თბი­ლი­სის ოპე­რა­ში შედ­გა. წარ­მოდ­გე­ნა­ში ქარ­თუ­ლი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათ შო­რის ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან

სოფიკო შევარდნაძე საქართველოშია - ფოტოები სამი საზეიმო საღამოდან

სოფიკო შევარდნაძე თბილისშია. საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

"მუზეუმის მშენებლობა სრულად დააფინანსეს ბიძაჩემმა და მამიდაჩემმა - გიორგი ჯოხთაბერიძემ და მანანა შევარდნაძემ. მშენებლობა ხანგრძლივი იყო, კოლექცია კი ბოლო 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ახალ მუზეუმში გამოფენილია თანამედროვე ქართველი ხელოვანების 3500 ნამუშევარი (50-იანი წლებიდან დღემდე).

ეს მოვლენა ისტორიული მნიშვნელობისაა, როგორც მხატვრებისთვის და საქართველოსთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის", - წერს სოფიკო შევარდნაძე ინსტაგრამზე და ფოტოებს აქვეყნებს.

მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით თბილისში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მათ შორის "სუხიშვილების" კონცერტი. გარდა ამისა, მოსწავლეთა სასახლეში სტუმრებისთვის რამდენიმე პერფორმანსი მოეწყო. შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქართველი პიანისტები და ნანი ბრეგვაძე. მესამე საზეიმო საღამო თბილისის ოპერაში შედგა. წარმოდგენაში ქართული ოპერისა და ბალეტის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის ნინო ანანიაშვილი.

"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

"ეს მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში... იქედანაც გვამხნევებდა" - რას წერს ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის შესახებ

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა