სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მსახიობი მიწას შეეჭიდა - "მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ"
ცნობილი მსახიობი მიწას შეეჭიდა - "მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ"

მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე შინ რომ უამ­რავ ლა­მაზ მცე­ნა­რეს ახა­რებ­და, ვი­ცო­დით - მის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ად­რეც ვწერ­დით, მაგ­რამ სოფ­ლად მი­წა­საც რომ არის შე­ჭი­დე­ბუ­ლი, ჩვენ­თვის სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ ამ­ჯე­რად მას არა ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, თე­ატრსა და რო­ლებ­ზე, არა­მედ სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. შრო­მა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ახა­რებს, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოჰ­ყავს ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი და დიდი გეგ­მე­ბიც აქვს.

ეკა ნი­ჟა­რა­ძე: - და­ვი­წყებ იმით, რომ ესეც ხე­ლოვ­ნე­ბაა და არა­ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ის, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ამა­საც დიდი შრო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის­გან კი ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფი ჩნდე­ბა. ვი­საც ეს გა­მო­უც­დია, და­მე­თან­ხმე­ბა. ამ საქ­მე­ში ჯერ არ ვარ ისე ჩარ­თუ­ლი, რო­გორც მინ­და, რად­გან ეზო-კარი, რო­მე­ლიც სამი წლის წინ ვი­ყი­დე, ცოტა მო­შო­რე­ბი­თაა­, თბი­ლი­სი­დან საათ-ნა­ხევ­რის სა­ვალ­ზე. სახ­ლიც ძვე­ლია და დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბი. და­სან­გრე­ვი და თა­ვი­დან ასა­შე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ ბან­კმა კრე­დი­ტი არ მომ­ცა, ამი­ტომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ახ­ლის აშე­ნე­ბა მინ­დო­და, იქა­უ­რო­ბის­თვის რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია.

- სად არის ეს სო­ფე­ლი?

- თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, სო­ფე­ლი არ­თა­ნა, კავ­კა­სი­ო­ნის ძირ­შია, ალაზ­ნის მე­ო­რე მხა­რეს. სო­ფელ­ში მდი­ნა­რე ჩა­მო­დის, რო­მე­ლიც ლო­პო­ტის ტბა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა. სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზეა და თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს... ეზო­ში უკვე ჩავ­ყა­რეთ ზღაპ­რუ­ლი ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც მო­სა­ვალს გა­ი­სად მოგ­ვცემს. დავ­წუ­რავთ ღვი­ნოს, გა­მოვხდით ჭა­ჭას... ძვე­ლი რქა­წი­თე­ლიც დამ­ხვდა, რო­მელ­ზეც მი­თხრეს, ჯო­ბია, გა­ჩე­ხოო, რად­გან იქა­უ­რო­ბა 14 წლის მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბი და­მეხ­მარ­ნენ, ვე­ნა­ხი მო­ვა­წეს­რი­გეთ და უკვე მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, ზღაპ­რუ­ლი რქა­წი­თე­ლი მო­დის. მი­წის ფარ­თო­ბი სულ 2 ათა­სი კვმ-ია, ახა­ლი ვე­ნა­ხი ათას­ზეა... 13 პლა­ნია, 70-მდე ძირი... სახ­ლს კი მა­ინც ავა­შე­ნებ, რა­დაც უნდა და­მიჯ­დეს.

- ხე­ხი­ლის ბა­ღი­სა და ვე­ნა­ხის გარ­და, ბოს­ტა­ნიც გქო­ნია...

- რა თქმა უნდა. დარ­გუ­ლი მქონ­და ცუ­კი­ნი, ყა­ბა­ყი (ჩას­ვლა და­მაგ­ვი­ან­და და გი­გან­ტუ­რი ზო­მის დამ­ხვდა), ლო­ბიო, პა­მი­დო­რი (ჩერი), მწვა­ნი­ლი... გა­ი­სად უკე­თე­სი ბოს­ტა­ნი მექ­ნე­ბა, დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. ჩე­რის პა­მიდვ­რებს დიდი მო­წო­ნე­ბა ხვდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც, ასე ჩემი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს არ იწო­ნე­ბენ... თან უგემ­რი­ე­ლე­სი იყო. მო­სავ­ლის ნა­წი­ლი უკვე ავი­ღე. მწიფ­დე­ბა უგემ­რი­ე­ლე­სი ტყე­მა­ლი და მა­საც ვხარ­შავ. იქა­ურს ყვე­ლა­ფერს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გემო აქვს. რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტია, შე­უ­წამ­ლა­ვი... ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მგო­ნი, არა­ფე­რია.

- მი­წას­თან შრო­მა რო­დის შე­გიყ­ვარ­და?

- საქ­მე ის არის, რომ მე, ჩემს მშობ­ლებს, ბე­ბია-ბა­ბუ­ებს არ­სად არა­ფე­რი - არც სო­ფე­ლი, არც აგა­რა­კი არ გვქო­ნია. ზა­ფხუ­ლო­ბით სახ­ლებს ვქი­რა­ობ­დით და ისე ვის­ვე­ნებ­დით, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მინ­დო­და, მქო­ნო­და სო­ფე­ლი, მაგ­რამ არა წყნეთ­ში, კო­ჯორ­ში, არა­მედ - კა­ხეთ­ში. ბავ­შვო­ბა­ში კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­რი­ყუ­ლა­ში ვის­ვე­ნებ­დი, ზღაპ­რულ ად­გი­ლას. კა­მე­ჩის მაწ­ვნით ვიზ­რდე­ბო­დით და ახალ­მოწ­ვე­ლი­ლი რძით. მოკ­ლედ, წლე­ბის შემ­დეგ მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი გვქო­ნო­და და რო­გორც კი მო­მენ­ტი ჩაგ­ვი­ვარ­და, ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. სახ­ლი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ 10 წე­ლი­წადს ვერ ავა­შე­ნო, მი­წას კი ვერ მო­ვაც­დენ. ჩემი დარ­გუ­ლი ხე­ხი­ლი (ბალი, ალუ­ჩა, ბრო­წე­უ­ლი, მსხა­ლი, ვაშ­ლი) ნელ-ნელა იზ­რდე­ბა.­ ყვა­ვი­ლე­ბიც მო­ვა­შე­ნე. მა­რა­ნიც გვაქვს... ისიც ძვე­ლია, მაგ­რამ მის გა­მარ­თვა­საც ვა­პი­რებ.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით რას ურ­ჩევ ჩვენს მკი­თხვე­ლებს?

- 25 წლის რომ ვიყო, კა­ხეთ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი კარ­გი მწვა­დის საჭ­მე­ლად, თა­თა­რა­სა და ყუ­რძენს მი­ვირ­თმევ­დი და კმა­ყო­ფი­ლი წა­მო­ვი­დო­დი. ახლა კი მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თო. ვა­პი­რებ, ყვე­ლის ამოყ­ვა­ნაც ვის­წავ­ლო. მინ­და, ჩემს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი ჰქონ­დეთ - ისე­დაც ბევ­რი სი­ბინ­ძუ­რეა გარ­შე­მო. ვეც­დე­ბი, ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს - ვის რა უნდა ვურ­ჩიო, არც ვიცი, მაგ­რამ თუ რჩე­ვა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ვი­ტყვი - ვი­საც უკვე აქვს სო­ფე­ლი, აქვს მიწა, არ უნდა მი­ა­ტო­ვოს, უნდა მი­ხე­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ცნობილი მსახიობი მიწას შეეჭიდა - "მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ"

ცნობილი მსახიობი მიწას შეეჭიდა - "მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ"

მსახიობი ეკა ნიჟარაძე შინ რომ უამრავ ლამაზ მცენარეს ახარებდა, ვიცოდით - მის გამოცდილებაზე ადრეც ვწერდით, მაგრამ სოფლად მიწასაც რომ არის შეჭიდებული, ჩვენთვის სიახლე აღმოჩნდა, ამიტომ ამჯერად მას არა ხელოვნებაზე, თეატრსა და როლებზე, არამედ სამეურნეო საქმიანობაზე ვესაუბრეთ. შრომა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ საკუთარი ხელით მოჰყავს ჯანსაღი პროდუქტი და დიდი გეგმებიც აქვს.

ეკა ნიჟარაძე: - დავიწყებ იმით, რომ ესეც ხელოვნებაა და არანაკლები, ვიდრე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. ამასაც დიდი შრომა და სიყვარული სჭირდება, ამ ყველაფრისგან კი ესთეტიკურ სიამოვნებას იღებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი ნაყოფი ჩნდება. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება. ამ საქმეში ჯერ არ ვარ ისე ჩართული, როგორც მინდა, რადგან ეზო-კარი, რომელიც სამი წლის წინ ვიყიდე, ცოტა მოშორებითაა, თბილისიდან საათ-ნახევრის სავალზე. სახლიც ძველია და დიდხანს ვერ დარჩები. დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია, მაგრამ ბანკმა კრედიტი არ მომცა, ამიტომ გაბრაზებული ვარ. ახლის აშენება მინდოდა, იქაურობისთვის რომ მეტი ყურადღება მიმექცია.

- სად არის ეს სოფელი?

- თელავის რაიონში, სოფელი ართანა, კავკასიონის ძირშია, ალაზნის მეორე მხარეს. სოფელში მდინარე ჩამოდის, რომელიც ლოპოტის ტბაში ჩაედინება. საოცარი სილამაზეა და თითქმის ყველაფერი ხარობს... ეზოში უკვე ჩავყარეთ ზღაპრული ვენახი, რომელიც მოსავალს გაისად მოგვცემს. დავწურავთ ღვინოს, გამოვხდით ჭაჭას... ძველი რქაწითელიც დამხვდა, რომელზეც მითხრეს, ჯობია, გაჩეხოო, რადგან იქაურობა 14 წლის მიტოვებული იყო, თუმცა მეზობლები დამეხმარნენ, ვენახი მოვაწესრიგეთ და უკვე მეორე წელიწადია, ზღაპრული რქაწითელი მოდის. მიწის ფართობი სულ 2 ათასი კვმ-ია, ახალი ვენახი ათასზეა... 13 პლანია, 70-მდე ძირი... სახლს კი მაინც ავაშენებ, რადაც უნდა დამიჯდეს.

- ხეხილის ბაღისა და ვენახის გარდა, ბოსტანიც გქონია...

- რა თქმა უნდა. დარგული მქონდა ცუკინი, ყაბაყი (ჩასვლა დამაგვიანდა და გიგანტური ზომის დამხვდა), ლობიო, პამიდორი (ჩერი), მწვანილი... გაისად უკეთესი ბოსტანი მექნება, დიდი გეგმები მაქვს. ჩერის პამიდვრებს დიდი მოწონება ხვდა სოციალურ ქსელშიც, ასე ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ფოტოებს არ იწონებენ... თან უგემრიელესი იყო. მოსავლის ნაწილი უკვე ავიღე. მწიფდება უგემრიელესი ტყემალი და მასაც ვხარშავ. იქაურს ყველაფერს განსხვავებული გემო აქვს. რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტია, შეუწამლავი... ამაზე დიდი ბედნიერება, მგონი, არაფერია.

- მიწასთან შრომა როდის შეგიყვარდა?

- საქმე ის არის, რომ მე, ჩემს მშობლებს, ბებია-ბაბუებს არსად არაფერი - არც სოფელი, არც აგარაკი არ გვქონია. ზაფხულობით სახლებს ვქირაობდით და ისე ვისვენებდით, ამიტომ ყოველთვის ძალიან მინდოდა, მქონოდა სოფელი, მაგრამ არა წყნეთში, კოჯორში, არამედ - კახეთში. ბავშვობაში კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში ვისვენებდი, ზღაპრულ ადგილას. კამეჩის მაწვნით ვიზრდებოდით და ახალმოწველილი რძით. მოკლედ, წლების შემდეგ მინდოდა, საკუთარი გვქონოდა და როგორც კი მომენტი ჩაგვივარდა, ოცნება ავიხდინე. სახლი შეიძლება კიდევ 10 წელიწადს ვერ ავაშენო, მიწას კი ვერ მოვაცდენ. ჩემი დარგული ხეხილი (ბალი, ალუჩა, ბროწეული, მსხალი, ვაშლი) ნელ-ნელა იზრდება. ყვავილებიც მოვაშენე. მარანიც გვაქვს... ისიც ძველია, მაგრამ მის გამართვასაც ვაპირებ.

- საკუთარი გამოცდილებით რას ურჩევ ჩვენს მკითხველებს?

- 25 წლის რომ ვიყო, კახეთში სიამოვნებით წავიდოდი კარგი მწვადის საჭმელად, თათარასა და ყურძენს მივირთმევდი და კმაყოფილი წამოვიდოდი. ახლა კი მინდა, ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთო. ვაპირებ, ყველის ამოყვანაც ვისწავლო. მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ - ისედაც ბევრი სიბინძურეა გარშემო. ვეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. რაც შეეხება რჩევებს - ვის რა უნდა ვურჩიო, არც ვიცი, მაგრამ თუ რჩევაზე მიდგება საქმე, ვიტყვი - ვისაც უკვე აქვს სოფელი, აქვს მიწა, არ უნდა მიატოვოს, უნდა მიხედოს.

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი