ავტორი:

"ნახვის სურვილი მაქვს და უფლებას არ მაძლევენ" - რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მეუღლე ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ნახვის სურვილი მაქვს და უფლებას არ მაძლევენ" - რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მეუღლე ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ პრესკონფერენციაზე ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მერაბიშვილს დიაგნოზი დასმული არ აქვს და მკურნალობა, რომელიც მას უტარდება, უშედეგოა.

თაკო სალაყაიას თქმით, მას სურს მეუღლის ნახვა, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. როგორც მან განმარტა, მეუღლის ნახვის თაობაზე შესაბამისი განცხადებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართა, თუმცა განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის.

„კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფებული არ არის. ადვოკატმა შეიტანა ეს განცხადება, რომ უნდა მოვინახულოთ და არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ჯერჯერობით“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

ამასთან, როგორც სალაყაია აცხადებს, ვანო მერაბიშვილის არც დიაგნოზი და არც კვლევის შედეგები მისთვის არ გადაუციათ.

„არ გადმოუციათ. ოჯახთან არასდროს ყოფილა შეთანხმებული მისი ციხიდან რომელიმე ჰოსპიტალში გადაყვანა. ამაზე ტელევიზიის ან ადვოკატების მეშვეობით ვიგებდით. მკურნალობენ, თუმცა დიაგნოზი დასმული არ არის. ხუთი გამოკვლევის შემდეგ არის მხოლოდ სიმპტომატური, უშედეგო მკურნალობა ჩატარებული“, - აღნიშნა თაკო სალაყაიამ.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები