საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს - "დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს..."
გიორგი ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს - "დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს..."

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"სამ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღე გა­დაწვყე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი.

უთან­ხმო­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, ვფიქ­რობ, ჩემი მხრი­დან არა­ე­თი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ამას არ გა­ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, რომ ტოპ მე­ნე­ჯმენ­ტთან პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ­ცერთ პრინ­ცი­პულ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­ვაღ­წიე და უბ­რა­ლოდ სხვა გზა აღარ მქონ­და, გარ­და იმი­სა, რომ გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სამ­სა­ხუ­რი­დან. სხვა­ნა­ი­რად, ჩემ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას გა­და­ვა­ბი­ჯებ­დი, რაც არც მი­ღირს და არც შე­მიძ­ლია.

პრი­ველ არხში მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ცია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. 25 კაცს აღარ დაგ­თა­გავთ, თი­თო­ელს მინ­და უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ - ნდო­ბის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, გაძ­ლე­ბის­თვის! ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვა­შუ­ქეთ არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ბევ­რი ბავ­შო­ბის ოც­ნე­ბაც ამიხ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ფი­ნა­ლებს სტა­დი­ო­ნი­დან წა­ვიყ­ვან­დი, გა­ვა­შუ­ქებ­დი ჩემ საყ­ვა­რელ ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს კა­ლათ­ბურთში, და­ვეს­წრე­ბო­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლებს და ასე შემ­დეგ. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია ის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი და ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი სამ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის დროს გა­კეთ­და. კარ­გია, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მქონ­და. კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ აღარ გა­მო­ვი­და.

სხვა რა გი­თხრათ, იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სტრე­სი და ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. უამ­რავ კარგ და და­დე­ბით ემო­ცი­ას­თან ერ­თად იყო ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბაც. და­ვი­ნა­ხე და შე­ვეს­წა­რი ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო და რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, აწი დიდ ტვირ­თა­დაც გამ­ყვე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძ­ლი­ე­რებს! მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის. მხო­ლოდ 25 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი და უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე ჩა­ვი­ბა­რე. მეს­მის, რომ ჩემ სფე­რო­ში ბევ­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურ­ზე ვამ­ბობ უარს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემი სუ­ლის­თვის და ყო­ფის­თვის ცვლი­ლე­ბე­ბის დროა. თუ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არის ისე­თი, ვინც ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­გან სულ მცი­რე­დი ინ­სპი­რა­ცია მა­ინც მი­ი­ღო, მე უკვე ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ!".

ავტორი:

გიორგი ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს - "დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს..."

გიორგი ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს - "დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს..."

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ზურაბიშვილი ტელეკომპანიას ტოვებს. ამის შესახებ გიორგი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწვყეტილება დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.

პრიველ არხში მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული რედაქცია, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. 25 კაცს აღარ დაგთაგავთ, თითოელს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ - ნდობისთვის, სიყვარულისთვის, გაძლებისთვის! ამ სამი წლის განმავლობაში გავაშუქეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება. ბევრი ბავშობის ოცნებაც ამიხდა. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებს სტადიონიდან წავიყვანდი, გავაშუქებდი ჩემ საყვარელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, დავესწრებოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დოკუმენტური ფილმები და ჩანახატები, რომლებიც ჩემი სამწლიანი მუშაობის დროს გაკეთდა. კარგია, რომ ამის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა.

სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემ სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!".

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას..." - რას წერს შოთა არველაძე ძმის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე

"ცხარე ცრემლით მეტირება... ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც, გახსენებისას უფრო განვიცადე, ვიდრე ეს იქ გამოვხატე" - რა ისტორიას იხსენებს თეა ადეიშვილი

"როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - რას წერს ჯაღმაიძე თეოლოგის პოსტის საპასუხოდ