მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილი - 2 წელი მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება
ალეკო ელისაშვილი - 2 წელი მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება

თბი­ლი­სის მე­რია კა­ბა­ლურ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს ტაქ­სის მძღო­ლებს, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა­ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე 1000 ან 1200 ლარი, რაც მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვა დაჯ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მე­რი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია ტაქსს თეთ­რად იმა­ვე მან­ქა­ნა­ზე 2 წლით აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­ღე­ბავს, ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნებს აჩენს.

„არა­ფე­რი უსას­ყიდ­ლოდ არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბოდ­ვა, რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ კა­ლა­ძეც და მის გუნ­დად წო­დე­ბულ ხალ­ხთა ნაკ­რე­ბიც სა­ერ­თოდ ტყე­მალ­ზე სხე­დან, თვი­თონ იგო­ნე­ბენ ხალ­ხის საწ­ვა­ლებ­ლად რა­ღაც პრობ­ლე­მებს და რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა რა არის, არ იცი­ან. თუ მყავს მან­ქა­ნა, რომ­ლის თეთ­რად გა­და­ღებ­ვაც მინ­და, ნა­ა­ვა­რი­ე­ბია ან სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, წა­ვალ, 100 ლა­რად ავი­ღებ ლი­ცენ­ზი­ას, მი­ვი­ტან კომ­პა­ნი­ა­ში, ავი­ღებ ვა­უ­ჩერს, გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ, ქი­მი­ურ წმენ­დას გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ და არც ვი­ტაქ­სა­ვებ და არც რეკ­ლა­მას გან­ვა­თავ­სებ. ეს რომ მოხ­დე­ბა 2X2=4-ია. სა­ი­დან იგო­ნე­ბენ სქე­მებს, რო­მე­ლიც აპ­რი­ო­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი გახ­დე­ბა? რა­ტომ იქ­ნე­ბა ერთი კომ­პა­ნია, ვინ გა­მო­ავ­ლენს და ა.შ. ჯერ ერთი, კა­ბა­ლურ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ მძღო­ლებს, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა­ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე 1000 ან 1200 ლარი, რაც მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვა დაჯ­დე­ბა.

როცა ქა­ლაქ­ში სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, შხა­მი­ა­ნი ჰა­ე­რია, სკვე­რე­ბი ისევ არ არის, მა­ხინ­ჯი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ჯარ­თია, ცალ­კე „ბოგ­და­ნე­ბის“ და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­კი­თხია გა­და­სა­წყვე­ტი, მეტ­რო­ში შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ დროს იგო­ნე­ბენ სრულ ბოდ­ვას და სი­სუ­ლე­ლეს. მეტი საქ­მე არ აქვთ? მი­თუ­მე­ტეს, ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ რა ხალ­ხის წვა­ლე­ბა აუ­ტყდათ?! რა სა­ჭი­როა დღეს ამის გა­კე­თე­ბა, როცა ტე­ვა­დი ტრან­სპორ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბაა, „ბოგ­და­ნე­ბია“ მო­სა­შო­რე­ბე­ლი? ტაქ­სის რე­ფორ­მა არის სულ ბოლო ეტა­პი. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი არ აქვთ მე­რი­ა­ში. ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­გის­ტრა­ცია, აკ­რძა­ლუ­ლი­ყო მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და ორ­კა­რი­ა­ნი ტაქ­სე­ბი. ეს იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. უნდა მოგ­ვეთ­მი­ნა ცოტა, ვი­ცით, რომ არ არის ტაქ­სე­ბის ნა­წი­ლი სუფ­თა, მაგ­რამ უა­რე­სი არ ხდე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში, სა­დაც თავი ვი­ღა­ცის იღ­ლი­ა­ში გაქვს შე­ყო­ფი­ლი და აქეთ კი­დევ უკა­ნა­ლი გა­დევს? ეს უნდა მოგ­ვარ­დეს. ბევ­რი ტაქ­სი პრობ­ლე­მის შე­დე­გია და არა მი­ზე­ზი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი თუ გა­მარ­თუ­ლი და საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის იქ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბი ტაქ­სი ივ­ლის ქა­ლაქ­ში, რად­გან არ ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ტაქ­სის მძღოლს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ლი­ცენ­ზი­ას 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით აი­ღებს, ასე­ვე, გავ­ლი­ლი აქვს ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, ჰყავს მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 4 კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ავ­ტო­მან­ქა­ნის თეთ­რად შე­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რი უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მა. სა­ნაც­ვლოდ ტაქ­სის მძღო­ლებს მათ მან­ქა­ნებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მის 2 წლით გან­თავ­სე­ბა მო­უ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ალეკო ელისაშვილი - 2 წელი მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება

ალეკო ელისაშვილი - 2 წელი მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება

თბილისის მერია კაბალურ პირობებს სთავაზობს ტაქსის მძღოლებს, 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მერიის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, კონკრეტული კომპანია ტაქსს თეთრად იმავე მანქანაზე 2 წლით აღნიშნული კომპანიის რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაღებავს, ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს კორუფციის ნიშნებს აჩენს.

„არაფერი უსასყიდლოდ არ არსებობს დედამიწაზე, ეს არის აბსოლუტური ბოდვა, რაც იმას ადასტურებს, რომ კალაძეც და მის გუნდად წოდებულ ხალხთა ნაკრებიც საერთოდ ტყემალზე სხედან, თვითონ იგონებენ ხალხის საწვალებლად რაღაც პრობლემებს და რეალური პრობლემა რა არის, არ იციან. თუ მყავს მანქანა, რომლის თეთრად გადაღებვაც მინდა, ნაავარიებია ან სხვა პრობლემები აქვს, წავალ, 100 ლარად ავიღებ ლიცენზიას, მივიტან კომპანიაში, ავიღებ ვაუჩერს, გადავაღებინებ, ქიმიურ წმენდას გავაკეთებინებ და არც ვიტაქსავებ და არც რეკლამას განვათავსებ. ეს რომ მოხდება 2X2=4-ია. საიდან იგონებენ სქემებს, რომელიც აპრიორი კორუფციული გახდება? რატომ იქნება ერთი კომპანია, ვინ გამოავლენს და ა.შ. ჯერ ერთი, კაბალურ პირობებს სთავაზობენ მძღოლებს, 2 წლის განმავლობაში მანქანაზე რეკლამის განთავსება გაცილებით ძვირია, ვიდრე 1000 ან 1200 ლარი, რაც მანქანის გადაღებვა დაჯდება.

როცა ქალაქში სხვა უამრავი პრობლემაა, შხამიანი ჰაერია, სკვერები ისევ არ არის, მახინჯი კორპუსები შენდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯართია, ცალკე „ბოგდანების“ და მიკროავტობუსების საკითხია გადასაწყვეტი, მეტროში შესვლა შეუძლებელია, ამ დროს იგონებენ სრულ ბოდვას და სისულელეს. მეტი საქმე არ აქვთ? მითუმეტეს, ამ წინასაარჩევნოდ რა ხალხის წვალება აუტყდათ?! რა საჭიროა დღეს ამის გაკეთება, როცა ტევადი ტრანსპორტის ნაკლებობაა, „ბოგდანებია“ მოსაშორებელი? ტაქსის რეფორმა არის სულ ბოლო ეტაპი. პრიორიტეტები არ აქვთ მერიაში. ტაქსებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო რეგისტრაცია, აკრძალულიყო მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსები. ეს იყო გასაკეთებელი. უნდა მოგვეთმინა ცოტა, ვიცით, რომ არ არის ტაქსების ნაწილი სუფთა, მაგრამ უარესი არ ხდება მიკროავტობუსებში, სადაც თავი ვიღაცის იღლიაში გაქვს შეყოფილი და აქეთ კიდევ უკანალი გადევს? ეს უნდა მოგვარდეს. ბევრი ტაქსი პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ გამართული და საკმარისი რაოდენობის იქნება, ნაკლები ტაქსი ივლის ქალაქში, რადგან არ ექნება მოსახლეობას მათი გამოყენების საჭიროება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები