კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - ვინ მიიღებს ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ?
ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - ვინ მიიღებს ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ?

ტაქ­სის მძღოლს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ლი­ცენ­ზი­ას 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით აი­ღებს, ასე­ვე, გავ­ლი­ლი აქვს ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, ჰყავს მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 4 კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მა ავ­ტო­მან­ქა­ნის თეთ­რად შე­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ტაქ­სის მფლო­ბე­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას და ამას­თან, ხელს შე­უ­წყობს რე­ფორ­მის სწრაფ და ეფექ­ტი­ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. კახა კა­ლა­ძემ ხაზი გა­უს­ვა, რომ ტაქ­სე­ბის შე­ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რი ტაქ­სე­ბის მფლო­ბე­ლებს გა­და­ე­ცე­მათ სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ და მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯის გა­წე­ვა აღარ მო­უ­წევთ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მა­ზე სა­უბ­რი­სას ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამ რე­ფორ­მას მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

„პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ვე­ხო ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. ტაქ­სის სერ­ვი­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამა­ში სა­და­ვო არა­ფე­რია. ამას­ვე ადას­ტუ­რებს ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რა. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უკვე გა­ცე­მუ­ლი აქვს 12 000-მდე ნე­ბარ­თვა და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა მსურ­ვე­ლებ­ზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან თბი­ლის­ში უკვე მოძ­რა­ო­ბენ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბი და კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებ ტაქ­სის სერ­ვი­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს, რომ არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტაქ­სი ჯა­რიმ­დე­ბა 200 ლა­რით.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთი წლის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტის ამოქ­მე­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტი მო­ი­ცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩვენ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლია თეთ­რი ფერი. ჩვენ კარ­გად გვეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს ჩვენ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბით და მათ ასე­ვე სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ სა­ხუ­რავ­ზე გან­სა­თავ­სე­ბე­ლი მა­ნა­თო­ბე­ლი,” - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - ვინ მიიღებს ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ?

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - ვინ მიიღებს ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს უფასოდ?

ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტაქსის მფლობელებს მდგომარეობას და ამასთან, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ.

დედაქალაქის მერი სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას ტაქსების რეგისტრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ამ რეფორმას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

„პირველ რიგში, უნდა შევეხო ტაქსების რეგისტრაციის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ტაქსის სერვისის დარეგულირება რომ აუცილებელია, ამაში სადავო არაფერია. ამასვე ადასტურებს ყველანაირი კვლევა და ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენ მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგისტრირებული ტაქსების მძღოლებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებით და მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ სახურავზე განსათავსებელი მანათობელი,” - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ