საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში
ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ხელ­ფა­სე­ბის, და­ნა­მა­ტე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხი მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ (IDFI) მიერ შექ­მნილ­მა ღია მო­ნა­ცე­მე­ბის პლატ­ფორ­მა - DataLab-მა.

კერ­ძოდ, ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 2017 წლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გთა­ვა­ზობთ 6 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც 200 ათას ლარს აღე­მა­ტე­ბა.

DataLab-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ­ხან ზუმ­ბუ­რი­ძეა. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა გა­სულ წელს „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის" მმარ­თველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე 341 700 ლარი შე­ად­გი­ნა. ცნო­ბის­თვის, ზუმ­ბუ­რი­ძე აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა“ (სსე) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რია. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფლობს და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევს 3 350 კმ. სიგ­რძის ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­სა და 90 ქვე­სად­გურს. სსე, ასე­ვე, მარ­თავს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ ყვე­ლა ელექტრო­გა­დამ­ცემ ხაზს. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სსე-ს აქ­ცი­ე­ბის სრულ პა­კეტს სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი - "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ ფლობს.

შე­მო­სავ­ლე­ბის კუ­თხით, მე-2 ად­გილს იკა­ვებს სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე, რომ­ლის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც ამ პოსტზე 336 000 ლარი იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­ნე­ლი­ძე „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი" არის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი, რო­მე­ლიც 2011 წელს და­არ­სდა. ფონ­დის მარ­თვა­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ჯა­მურ­მა ბრუნ­ვამ 2017 წელს 750 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფონ­დი ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის, სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რის - 100%-იან წი­ლებ­სა და სს „თე­ლა­სის“ - 24.5%-იან წილს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

თანამდებობის პირთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა.

კერძოდ, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა 2017 წლის დეკლარირებული შემოსავლები. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს საქართველოში, რომელთა წლიური შემოსავალიც 200 ათას ლარს აღემატება.

DataLab-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში სულხან ზუმბურიძეა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 341 700 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ზუმბურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.

სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.

შემოსავლების კუთხით, მე-2 ადგილს იკავებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომლის წლიური შემოსავალიც ამ პოსტზე 336 000 ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ცნობისთვის, სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის - 100%-იან წილებსა და სს „თელასის“ - 24.5%-იან წილს. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო