პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 4 წელში საქართველოდან უცხოეთში 19 ბავშვი გააშვილეს - "მშვილებლები მომზადებულები ჩამოვიდნენ: ქართული ზღაპრებიც იცოდნენ"
ბოლო 4 წელში საქართველოდან უცხოეთში 19 ბავშვი გააშვილეს - "მშვილებლები მომზადებულები ჩამოვიდნენ: ქართული ზღაპრებიც იცოდნენ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის სტა­ტუ­სი ამ დრო­ის­თვის 224 არას­რულ­წლო­ვანს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლებს წლო­ბით უწევთ რიგ­ში დგო­მა, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

ამ ეტაპ­ზე, შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლებს შო­რის 11 უცხო­ე­ლი წყვი­ლი­ცაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

რო­გორც AMBEBI.GE-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, 2014 წლი­დან დღემ­დე უცხო­ეთ­ში სულ 19 ბავ­შვი გაშ­ვილ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი - 7 ბავ­შვი 2015 წელს გა­აშ­ვი­ლეს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნებს, ყვე­ლა­ზე მეტი - 12 ბავ­შვი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი, 1 - ინ­გლის­ში, 4-4 აზერ­ბა­ი­ჯან­სა და შოტ­ლან­დი­ა­ში.

რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი და რო­გორ ხდე­ბა მშვი­ლებ­ლე­ბი­სა და ბავ­შვის შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბის და მზრუნ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელს გი­ორ­გი კუპ­რე­იშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.

- რა პრო­ცე­დუ­რე­ბით ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბა?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო შვი­ლად აყ­ვა­ნის წესი, რაც გვაქვს, ჰა­ა­გის კონ­ვენ­ცი­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: მშვი­ლე­ბელს, ვი­საც შვი­ლის აყ­ვა­ნა უცხო ქვეყ­ნი­დან სურს, თა­ვი­სი­ვე ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლად აყ­ვა­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნოს უნდა მი­მარ­თოს, რო­მე­ლიც შემ­დეგ იმ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ორ­გა­ნოს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც წყვი­ლი ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ამ ორი ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­მარ­თვის შემ­დეგ ეს ორ­გა­ნო თა­ვი­სი­ვე ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლობს ოჯა­ხი შვი­ლის ასაყ­ვა­ნად მზად არის თუ არა. ამ მზა­ო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, იკ­ვლევს რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

ჩვენ­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის მთა­ვა­რია და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მშვი­ლებ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ეს და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია იყოს, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით სწავ­ლე­ბა გა­ა­ტა­რონ და ა.შ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი ქვეყ­ნის სტან­დარ­ტი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ო­დეს, ამი­ტო­მაც გვე­კი­თხე­ბი­ან, რა არის სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ქორ­წი­ნე­ბის ან გან­ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბებს ვი­თხოვთ.

ამის შემ­დეგ, შვი­ლად აყ­ვა­ნის კო­მი­სია მშვი­ლე­ბელ­სა და ბავ­შვს შო­რის თავ­სე­ბა­დო­ბას ად­გენს და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც აძ­ლევს. თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, მშვი­ლე­ბელ­თან შე­თა­ვა­ზე­ბა იგ­ზავ­ნე­ბა და ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უნდა თუ არა რომ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს. მათი თან­ხმო­ბის შემ­დეგ, მიმ­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ვი­ღებთ გა­რან­ტი­ებს, რომ შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვი ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღებს მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას და იმ გა­რან­ტი­ებ­სა და სი­კე­თე­ებს, რი­თიც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა ბავ­შვი სარ­გებ­ლობს. ამ გა­რან­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა დას­კვნა და მშვი­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან.

- ბავ­შვი­სა და მშვი­ლე­ბე­ლის კო­მუ­ნი­კა­ცია რო­გორ ხდე­ბა და რა ბა­რი­ე­რებს აწყდე­ბით?

- ბა­რი­ე­რე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი, თუნ­დაც კვე­ბის კუ­თხით, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ოჯა­ხე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი, იმ­დე­ნად დე­ტა­ლებ­ში ვი­ცით მათ შე­სა­ხებ და ბავ­შვის თა­ო­ბა­ზე ისე კარ­გად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან. ერთ ფაქტს მო­გიყ­ვე­ბით: ბავ­შვი 3-4 წლის იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად უსი­ნათ­ლო. მშვი­ლებ­ლე­ბი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ, ერთ-ერთი უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ და სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვის თვი­სე­ბე­ბი და მას­თან მო­პყრო­ბა.

თუმ­ცა, პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან უსი­ნათ­ლოს­თან ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და. ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, მშვი­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ძი­რი­თა­დი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი ნას­წავ­ლი ჰქონ­დათ, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი და ან­და­ზე­ბი იცოდ­ნენ. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი სი­ტყვის წე­რაც კი ის­წავ­ლეს. მათი თავ­სე­ბა­დო­ბა შედ­გა. პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უ­ცხო­ე­ბის მო­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ბავ­შვე­ბი იმ­დე­ნად ელო­დე­ბი­ან მშო­ბელს, რომ როცა იგე­ბენ დედა უნდა მი­ვი­დეს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

თავ­სე­ბა­დო­ბის პრო­ცე­სი არც ისე­თი ხან­გრძლი­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი აფა­სებს და სა­სა­მარ­თლოს უგ­ზავ­ნის, შემ­დეგ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო იღებს. უა­რის თქმის მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, ყო­ველ­თვის თან­ხმო­ბა გვქონ­და.

- გაშ­ვი­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დენ ხან­ში ერთხელ ხდე­ბა ბავ­შვის შე­მოწ­მე­ბა და პრობ­ლე­მის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში მის ინ­ტე­რე­სებს ვინ იცავს?

- კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს და 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ 6 თვე­ში ერთხელ მიმ­ღე­ბი ქვე­ყა­ნა ან­გა­რი­შებს გვიგ­ზავ­ნის. ხოლო 18 წლამ­დე გა­ვაგ­რძე­ლებთ თუ არა შე­მოწ­მე­ბას, ეს უკვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ კო­მი­სია და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, 18 წლამ­დე უფ­ლე­ბა აქვს შე­ა­მოწ­მოს. ჩვენ თუ ვე­ტყვით, რომ უნდა გა­კონ­ტროლ­დეს, გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ და ან­გა­რიშს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან, მაგ­რამ აქამ­დე უარ­ყო­ფი­თი შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია.

2017 წლამ­დე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, რომ ყო­ველ წე­ლი­წადს შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: გე­რის შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა იყო, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ქალი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­თხოვ­და, მის­მა ქმარ­მა ცო­ლის შვი­ლი აიყ­ვა­ნა. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით წე­ლი­წად­ში ერთხელ შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, ისი­ნი ამ­ბობ­დნენ რომ ისე­დაც ჩემი შვი­ლია და რაღა ან­გა­რი­შებს ითხოვ­თო, ჩვენც შევ­წუხ­დით და ბავ­შვი­ცო. ყო­ველ წელს მო­დის სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კი და ერთი და იგი­ვეს გვი­მოწ­მებ­სო. თუმ­ცა, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას მო­ი­თხოვ­და და თა­ვა­დაც იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ. დღეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გან­ვლი­ლი ის­ტო­რი­ის შე­ფა­სე­ბით, ეს შე­მოწ­მე­ბა შევ­წყვი­ტოთ.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შვილ­დე­ბა ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა ქვე­ყა­ნა­ში?

- ბავ­შვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­დე­საც სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­დან 8 თვეა გა­სუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა ამო­ი­წუ­როს. ბავ­შვის უფ­ლე­ბაა, რომ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვილ­დეს, თუმ­ცა როცა ვერ შვილ­დე­ბა, იწყე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­გიც საკ­მა­ოდ დი­დია და თან უმე­ტე­სად ჯან­მრთელ და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ზეა მო­თხოვ­ნა. რამ­დე­ნა­დაც სამ­წუ­ხა­რო არ უნდა იყოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა­ზე მო­თხოვ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე 8 თვის გას­ვლის შემ­დეგ, სა­ერ­თა­სო­რი­სო პრო­ცე­დუ­რა იწყე­ბა. თუ არ­სე­ბობს ისე­თი ტი­პის გა­რე­მო­ე­ბა, რაც ვთქვათ ამ ბავ­შვის სწრა­ფად გაშ­ვი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია ეს ვადა შე­ამ­ცი­როს.

თათა
1

გაშვილებულ ბავშვებს რომ დონორებად იყენებენ, არ ეცოდებათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბოლო 4 წელში საქართველოდან უცხოეთში 19 ბავშვი გააშვილეს - "მშვილებლები მომზადებულები ჩამოვიდნენ: ქართული ზღაპრებიც იცოდნენ"

ბოლო 4 წელში საქართველოდან უცხოეთში 19 ბავშვი გააშვილეს - "მშვილებლები მომზადებულები ჩამოვიდნენ: ქართული ზღაპრებიც იცოდნენ"

საქართველოში გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ამ დროისთვის 224 არასრულწლოვანს აქვს მინიჭებული. შვილად აყვანის მსურველებს წლობით უწევთ რიგში დგომა, რასაც ხშირ შემთხვევაში სასურველი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა განაპირობებს.

ამ ეტაპზე, შვილად აყვანის მსურველებს შორის 11 უცხოელი წყვილიცაა დარეგისტრირებული. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და საქართველოში გაშვილება შეუძლებელი ხდება.

როგორც AMBEBI.GE-ის სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, 2014 წლიდან დღემდე უცხოეთში სულ 19 ბავშვი გაშვილდა. მათ შორის ყველაზე მეტი - 7 ბავშვი 2015 წელს გააშვილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი - 12 ბავშვი, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაშვილებული, 1 - ინგლისში, 4-4 აზერბაიჯანსა და შოტლანდიაში.

როგორია საერთაშორისო გაშვილების პროცედურები და როგორ ხდება მშვილებლებისა და ბავშვის შეგუების პროცესი - ამ საკითხებზე AMBEBI.GE სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის და მზრუნველობის სამმართველოს წარმომადგენელს გიორგი კუპრეიშვილს გაესაუბრა.

- რა პროცედურებით ხდება საქართველოდან უცხოეთში ბავშვების გაშვილება?

- საერთაშორისო შვილად აყვანის წესი, რაც გვაქვს, ჰააგის კონვენციით ხორციელდება. პროცედურა ასეთია: მშვილებელს, ვისაც შვილის აყვანა უცხო ქვეყნიდან სურს, თავისივე ქვეყანაში შვილად აყვანის კომპეტენტურ ორგანოს უნდა მიმართოს, რომელიც შემდეგ იმ ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს უკავშირდება, სადაც წყვილი ბავშვის შვილად აყვანას მოითხოვს.

შემდეგი პროცედურები, ამ ორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს შორის მიმდინარეობს. მიმართვის შემდეგ ეს ორგანო თავისივე ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლობს ოჯახი შვილის ასაყვანად მზად არის თუ არა. ამ მზაობის შესწავლის შემდეგ, იკვლევს რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

ჩვენგან მიღებული ინფორმაცია მათთვის მთავარია და ამ ინფორმაციის შესაბამისად მშვილებლებს ამზადებენ. შეიძლება ეს დამატებითი დოკუმენტაცია იყოს, შეიძლება დამატებით სწავლება გაატარონ და ა.შ. შესაძლებელია ორი ქვეყნის სტანდარტი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, ამიტომაც გვეკითხებიან, რა არის საჭირო. მაგალითად, ჩვენ ქორწინების ან განქორწინების მოწმობებს ვითხოვთ.

ამის შემდეგ, შვილად აყვანის კომისია მშვილებელსა და ბავშვს შორის თავსებადობას ადგენს და შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს. თავსებადობის დადგენის შემდეგ, მშვილებელთან შეთავაზება იგზავნება და ის იღებს გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა რომ პროცესი გაგრძელდეს. მათი თანხმობის შემდეგ, მიმღები სახელმწიფოსგან ვიღებთ გარანტიებს, რომ შვილად აყვანის შემთხვევაში ბავშვი ამ სახელმწიფოსგან მიიღებს მუდმივად ცხოვრების უფლებას და იმ გარანტიებსა და სიკეთეებს, რითიც ამ ქვეყნის მოქალაქე ყველა ბავშვი სარგებლობს. ამ გარანტების მიღების შემდეგ გაიცემა დასკვნა და მშვილებლები საქართველოში ჩამოდიან.

- ბავშვისა და მშვილებელის კომუნიკაცია როგორ ხდება და რა ბარიერებს აწყდებით?

- ბარიერები კულტურული, თუნდაც კვების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, ოჯახები იმდენად კარგად არის შესწავლილი, იმდენად დეტალებში ვიცით მათ შესახებ და ბავშვის თაობაზე ისე კარგად არიან ინფორმირებულები, რომ ძალიან მომზადებულები ჩამოდიან. ერთ ფაქტს მოგიყვებით: ბავშვი 3-4 წლის იყო, ფაქტობრივად უსინათლო. მშვილებლები პედაგოგები იყვნენ, ერთ-ერთი უსინათლო ბავშვთა სპეციალისტი გახლდათ და სპეციალურ სკოლაში ასწავლიდა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად იცოდნენ ასეთი შესაძლებლობის ბავშვის თვისებები და მასთან მოპყრობა.

თუმცა, პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, რადგან უსინათლოსთან ჟესტიკულაციით ურთიერთობა ვერ მოხდებოდა. ჩვენდა გასაოცრად, მშვილებლები ძალიან მომზადებულები ჩამოვიდნენ. ძირითადი ქართული სიტყვები ნასწავლი ჰქონდათ, ქართული ზღაპრები და ანდაზები იცოდნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვის წერაც კი ისწავლეს. მათი თავსებადობა შედგა. პრაქტიკულად გაუცხოების მომენტები არ არსებობს. ბავშვები იმდენად ელოდებიან მშობელს, რომ როცა იგებენ დედა უნდა მივიდეს, ძალიან ბედნიერები არიან.

თავსებადობის პროცესი არც ისეთი ხანგრძლივია. სოციალური აგენტი აფასებს და სასამართლოს უგზავნის, შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. უარის თქმის მომენტი არ გვქონია, ყოველთვის თანხმობა გვქონდა.

- გაშვილების შემდეგ რამდენ ხანში ერთხელ ხდება ბავშვის შემოწმება და პრობლემის ქონის შემთხვევაში მის ინტერესებს ვინ იცავს?

- კანონი გვავალდებულებს და 3 წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმღები ქვეყანა ანგარიშებს გვიგზავნის. ხოლო 18 წლამდე გავაგრძელებთ თუ არა შემოწმებას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ კომისია დაინტერესდება, 18 წლამდე უფლება აქვს შეამოწმოს. ჩვენ თუ ვეტყვით, რომ უნდა გაკონტროლდეს, გააკონტროლებენ და ანგარიშს გამოგვიგზავნიან, მაგრამ აქამდე უარყოფითი შემთხვევა არ გვქონია.

2017 წლამდე ვალდებულება გვქონდა, რომ ყოველ წელიწადს შეგვემოწმებინა. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: გერის შვილად აყვანის შემთხვევა იყო, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ქალი ახალ ზელანდიაში გათხოვდა, მისმა ქმარმა ცოლის შვილი აიყვანა. ჩვენ ვალდებულები ვიყავით წელიწადში ერთხელ შეგვემოწმებინა, ისინი ამბობდნენ რომ ისედაც ჩემი შვილია და რაღა ანგარიშებს ითხოვთო, ჩვენც შევწუხდით და ბავშვიცო. ყოველ წელს მოდის სოციალურ მუშაკი და ერთი და იგივეს გვიმოწმებსო. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობა ამას მოითხოვდა და თავადაც იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ. დღეს კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს განვლილი ისტორიის შეფასებით, ეს შემოწმება შევწყვიტოთ.

- რა შემთხვევაში შვილდება ბავშვი საქართველოდან სხვა ქვეყანაში?

- ბავშვი საერთაშორისო გაშვილებას ექვემდებარება, როდესაც სტატუსის მინიჭებიდან 8 თვეა გასული. პირველ რიგში, მისი საქართველოში გაშვილების უპირატესობა უნდა ამოიწუროს. ბავშვის უფლებაა, რომ ჯერ საქართველოში გაშვილდეს, თუმცა როცა ვერ შვილდება, იწყება საერთაშორისო გაშვილების პროცედურა. საქართველოში რიგიც საკმაოდ დიდია და თან უმეტესად ჯანმრთელ და მცირეწლოვან ბავშვებზეა მოთხოვნა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, საქართველოში სპეციალური შესაძლებლობის მქონე ბავშვის შვილად აყვანაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის! აქედან გამომდინარე 8 თვის გასვლის შემდეგ, საერთასორისო პროცედურა იწყება. თუ არსებობს ისეთი ტიპის გარემოება, რაც ვთქვათ ამ ბავშვის სწრაფად გაშვილების აუცილებლობას საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ეს ვადა შეამციროს.