პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ ამ­ხი­ლა თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტე­ბი ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა - "ომეგა" და "თბილისის თამბაქო" დღესაც ამ სქემით მოქმედებენ
რო­გორ ამ­ხი­ლა თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტე­ბი ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა - "ომეგა" და "თბილისის თამბაქო" დღესაც ამ სქემით მოქმედებენ

ამო­ნა­რი­დი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტი­ი­დან: ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის სი­გა­რე­ტის სა­ი­დუმ­ლო სქე­მა

2017 წლის პირ­ველ იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში მწე­ვე­ლე­ბის­თვის სი­გა­რე­ტის ფასი ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ხუ­თედ გა­ი­ზარ­და. ამ­ჯე­რად აქ­ცი­ზის­ გა­და­სა­ხა­დი­ ერთ შეკ­ვრა ფილტრი­ან სი­გა­რეტ­ზე 60 თეთ­რით, უფილტრო სი­გა­რე­ტის ერთ კო­ლოფ­ზე კი 30 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. ჯამ­ში დღეს უფილტრო სი­გა­რე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში, აქ­ცი­ზის ფასი - 60 თეთ­რი, ხოლო ფილტრი­ა­ნის - 1,70 ლა­რია. სხვა­ო­ბა თვალ­ში­სა­ცე­მია - კო­ლოფ­ზე 1,10 ლარი! სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ზრდას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და, მათ შო­რის ფა­სის ზრდით სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ იმოქ­მე­და აქ­ცი­ზის ზრდამ თამ­ბა­ქოს ბა­ზარ­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ შემ­ცირ­და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ფილტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა გა­ი­ზარ­და ად­გი­ლობ­რი­ვი უფილტრო სი­გა­რე­ტის წარ­მო­ე­ბა და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

ერთი შე­ხედ­ვით, გა­მო­დის, რომ მწე­ვე­ლებ­მა სი­გა­რეტ­ზე აქ­ცი­ზის და შე­სა­ბა­მი­სად ფა­სის ზრდას ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ფილტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტის უფრო იაფი, უფილტრო, ად­გი­ლობ­რი­ვი სი­გა­რე­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბით უპა­სუ­ხეს, თუმ­ცა ჩვენს გარ­შე­მო ერთი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ ვნა­ხეთ, ვინც უფილტრო სი­გა­რეტს ეწე­ვა...

თამ­ბა­ქოს რამ­დე­ნი­მე ჯი­ხურს მი­ვა­შუ­რეთ, ად­გი­ლობ­რი­ვი სი­გა­რე­ტის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი მო­ვი­თხო­ვეთ და აქ ამოვხსე­ნით თამ­ბა­ქოს ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის "წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, როცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ე.წ. უფილტრო სი­გა­რე­ტის კო­ლოფს ყი­დუ­ლობს, "სა­ჩუქ­რად" ზუს­ტად 20 ცალი ფილტრი მოჰ­ყვე­ბა. ასე­თი "ინო­ვა­ცი­უ­რი" მიგ­ნე­ბი­სა თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბელ სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ებ­საც კი შე­შურ­დე­ბათ! ერთი შე­ხედ­ვით, უფილტრო სი­გა­რე­ტი ფილტრი­ა­ნის­გან თით­ქმის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ღერი გად­მო­ატ­რი­ა­ლოთ და და­ი­ნა­ხავთ სი­ცა­რი­ე­ლეს, სა­დაც "ნა­ჩუ­ქა­რი" ფილტრი უნდა მო­ა­თავ­სოთ.

მოკ­ლედ, ხე­ლის მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბით უფილტრო სი­გა­რე­ტი შე­გიძ­ლი­ათ ფილტრი­ა­ნად გა­და­აქ­ცი­ოთ. არის თუ არა ეს ერ­თგვა­რი ხრი­კი, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მცდე­ლო­ბა, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქცე­ვა ბა­ზარ­ზე თუ კი­დევ სხვა რამ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ, თუ რა თქმა უნდა, ამას მო­ინ­დო­მე­ბენ. ფაქ­ტი ერ­თია - ამ გზით თამ­ბა­ქოს ბიზ­ნე­სი ფილტრი­ან სი­გა­რეტს უფილტროდ ასა­ღებს და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს წე­ლი­წად­ში ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­და­სა­ხადს უმა­ლავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო "თბი­ლი­სის თამ­ბა­ქოს­თვის" 26 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ჯა­რი­მის მი­ზე­ზი და ყო­ფილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა სწო­რედ უფილტრო და ფილტრი­ანს შო­რის აქ­ცი­ზის სხვა­ო­ბა და­უთ­ვა­ლა კომ­პა­ნი­ას.

უნდა ით­ქვას, რომ სწო­რედ ასე იყი­დე­ბა ბა­ზარ­ზე ოქუ­აშ­ვი­ლის "ოჯთ"-ს სი­გა­რე­ტიც და იგი­ვე ფილტრე­ბი მოჰ­ყვე­ბა სა­ჩუქ­რად, რაც "თბი­ლი­სის თამ­ბა­ქოს" სი­გა­რეტ "პირ­ველს". რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი თამ­ბა­ქოს სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფასი იმ­პორ­ტი­რე­ბულ­თან შე­და­რე­ბით 1-1,5 ლა­რით ნაკ­ლე­ბია და მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ბევ­რი ჰყავს. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ეს არის თამ­ბა­ქოს ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის "კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო", რო­მელ­მაც მათ "უფილტრო" სი­გა­რეტ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ზარ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ხუ­ჭავს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თვალს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა­ტომ ამ­ბობს უარს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან შე­მო­სავ­ლებ­ზე, მას ატყუ­ე­ბენ, თუ თავს იტყუ­ებს? წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

რო­გორ ამ­ხი­ლა თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტე­ბი ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა - "ომეგა" და "თბილისის თამბაქო" დღესაც ამ სქემით მოქმედებენ

რო­გორ ამ­ხი­ლა თამ­ბა­ქოს მაგ­ნა­ტე­ბი ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა - "ომეგა" და "თბილისის თამბაქო" დღესაც ამ სქემით მოქმედებენ

ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან: ვანო ჩხარტიშვილის სიგარეტის საიდუმლო სქემა

2017 წლის პირველ იანვარს საქართველოში მწეველებისთვის სიგარეტის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეხუთედ გაიზარდა. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით, უფილტრო სიგარეტის ერთ კოლოფზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ჯამში დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში, აქციზის ფასი - 60 თეთრი, ხოლო ფილტრიანის - 1,70 ლარია. სხვაობა თვალშისაცემია - კოლოფზე 1,10 ლარი! სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ფასის ზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირება.

საინტერესოა, როგორ იმოქმედა აქციზის ზრდამ თამბაქოს ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება, თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის წარმოება და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი სარეალიზაციო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ერთი შეხედვით, გამოდის, რომ მწეველებმა სიგარეტზე აქციზის და შესაბამისად ფასის ზრდას ძვირად ღირებული ფილტრიანი სიგარეტის უფრო იაფი, უფილტრო, ადგილობრივი სიგარეტის ჩანაცვლებით უპასუხეს, თუმცა ჩვენს გარშემო ერთი ადამიანიც კი ვერ ვნახეთ, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწევა...

თამბაქოს რამდენიმე ჯიხურს მივაშურეთ, ადგილობრივი სიგარეტის სრული ასორტიმენტი მოვითხოვეთ და აქ ამოვხსენით თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "წარმატების ფორმულა".

როგორც აღმოჩნდა, როცა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ე.წ. უფილტრო სიგარეტის კოლოფს ყიდულობს, "საჩუქრად" ზუსტად 20 ცალი ფილტრი მოჰყვება. ასეთი "ინოვაციური" მიგნებისა თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კორპორაციებსაც კი შეშურდებათ! ერთი შეხედვით, უფილტრო სიგარეტი ფილტრიანისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, მაგრამ საკმარისია ღერი გადმოატრიალოთ და დაინახავთ სიცარიელეს, სადაც "ნაჩუქარი" ფილტრი უნდა მოათავსოთ.

მოკლედ, ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტი შეგიძლიათ ფილტრიანად გადააქციოთ. არის თუ არა ეს ერთგვარი ხრიკი, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა, არაკეთილსინდისიერი ქცევა ბაზარზე თუ კიდევ სხვა რამ, საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოინდომებენ. ფაქტი ერთია - ამ გზით თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "თბილისის თამბაქოსთვის" 26 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმის მიზეზი და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სწორედ უფილტრო და ფილტრიანს შორის აქციზის სხვაობა დაუთვალა კომპანიას.

უნდა ითქვას, რომ სწორედ ასე იყიდება ბაზარზე ოქუაშვილის "ოჯთ"-ს სიგარეტიც და იგივე ფილტრები მოჰყვება საჩუქრად, რაც "თბილისის თამბაქოს" სიგარეტ "პირველს". რეალიზატორები ამბობენ, რომ ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით 1-1,5 ლარით ნაკლებია და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "კომერციული საიდუმლო", რომელმაც მათ "უფილტრო" სიგარეტზე მოთხოვნა გაზარდა. საინტერესოა, რატომ ხუჭავს ამ ყველაფერზე თვალს ხელისუფლება და რატომ ამბობს უარს მრავალმილიონიან შემოსავლებზე, მას ატყუებენ, თუ თავს იტყუებს? წაიკითხეთ ვრცლად

"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ

LIVE: დავით უსუფაშვილი "ნიუსრუმში"

გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს