საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."
კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იზი­ა­რებს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­ზეც დგას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც პარ­ტი­ის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის 28 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამ არ­ჩევ­ნე­ბით უნდა და­ვამ­კვიდ­როთ ახა­ლი, ჯან­სა­ღი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ტრა­დი­ცია. ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ზე­პარ­ტი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

სწო­რედ ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი: დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი; გა­მორ­ჩე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა­ში; პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და­უ­პი­რის­პირ­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რე­ჟიმს და წლე­ბის მან­ძილ­ზე იბ­რძო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­ცა­ვად.

ეს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი წყალ­გამ­ყო­ფი სი­მარ­თლე­სა და სი­ყალ­ბეს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­სა და უპ­რინ­ცი­პო­ბას, პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა­სა და ან­ტი­და­სავ­ლუ­რო­ბას - „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას შო­რის.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იზი­ა­რებს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­ზეც დგას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, იზი­ა­რებს ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­თოსს და სწო­რედ ამი­ტომ დგას ის დღეს ჩვენ­თან ერ­თად.

მო­გი­წო­დებთ, კი­დევ ერთხელ უთხრათ უარი სი­ყალ­ბეს, უპ­რინ­ცი­პო­ბას და ან­ტი­და­სავ­ლურ ძა­ლას და არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი და­უ­ჭი­როთ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს“ - გა­ნა­ცხა­და პარ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."

კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."

"სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას "ქართული ოცნება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის საგანგებო განცხადების ტექსტი გააცნო საზოგადოებას.

"ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი: დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი; გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში; პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.

ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას - „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად.

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“ - განაცხადა პარტის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები