სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" საგანგებო განცხადება - პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან
"ქართული ოცნების" საგანგებო განცხადება - პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი კახა კა­ლა­ძემ წა­ი­კი­თხა.

პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ასე­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე.

“ზუს­ტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თა ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და უარი უთხრა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟიმს.

რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, ამ რე­ჟი­მის ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი იყო: ძა­ლა­დო­ბა; კო­რუფ­ცია; მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტო­ტა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა; რუ­სე­თის­თვის ჩვე­ნი ორი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნის ჩა­ბა­რე­ბა.

2012 წლამ­დე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ყა­ლიბ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლუ­რი ტი­პის დეს­პო­ტი­ად, რო­მელ­საც არა­ფე­რი ქონ­და სა­ერ­თო და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არ იშ­ლე­ბა. ამ და­ნა­შა­ულ­თა გამო, ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის­გან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძა­ლის­ხმე­ვით, მი­ი­ღო სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი რო­გორც 2012 წელს, ისე ყვე­ლა შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ში.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 6-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ადა­მი­ან­ზე და მისი ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა:

- აღიკ­ვე­თა ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრაქ­ტი­კა: აღიკ­ვე­თა პა­ტიმ­რე­ბის სის­ტე­მუ­რი წა­მე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, 12-ჯერ შემ­ცირ­და ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ შემ­ცირ­და პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ხელ­მწი­ფო აღარ უპი­რის­პი­რებს სი­სას­ტი­კეს შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას;

- აღიკ­ვე­თა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია და ბიზ­ნე­სის ტო­ტა­ლუ­რი რე­კე­ტის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი საყ­რდე­ნი იყო;

- დას­რულ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტო­ტა­ლუ­რი მო­ნო­პო­ლია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით;

- თვი­სებ­რი­ვად გა­უმ­ჯო­ბეს­და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხა­რის­ხი, გაღ­რმავ­და სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, ნა­ტოს­თან და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან. არას­დროს სა­ქარ­თვე­ლო ისე ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა და­სავ­ლეთ­თან, რო­გორც დღეს.

დღეს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხი­დან 6 წლის თავ­ზე, ჩვენ ვხე­დავთ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უსუ­სურ მცდე­ლო­ბას, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და­აბ­რა­ლონ იმგვა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ხელ­წე­რას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და მარ­თვის ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი - სიც­რუე და ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც ადრე იყო, დღე­საც რჩე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ფირ­მო ნიშ­ნად.

სწო­რედ ამი­ტომ არ იც­ვლის ხელ­წე­რას ერთ დროს ერ­თი­ა­ნი და ახლა რე­ა­ლურ თუ ყალბ მამ­რავ­ლე­ბად დაშ­ლი­ლი ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ფაქ­ტე­ბის უხე­ში ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გზით ძა­ლა­დობს ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, რათა ტო­ტა­ლუ­რი უი­მე­დო­ბა და­ნერ­გოს ხალ­ხში და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბის იმი­ტი­რე­ბით მო­ამ­ზა­დოს ფონი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­შის­თვის. ტო­ტა­ლუ­რი, ურ­ცხვი პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნი­დან მომ­დი­ნა­რე ე.წ ახა­ლი ამ­ბე­ბი და ე.წ პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რომ­ლი­თაც იბომ­ბე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ტრანსლი­რე­ბულ, ერთ დიდ და და­უს­რუ­ლე­ბელ „მო­დე­ლი­რე­ბულ ქრო­ნი­კად“ გა­და­იქ­ცა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის­თვის ღა­ლა­ტის დაბ­რა­ლე­ბით, გა­უ­გე­ბა­რი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბით (რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უღირ­სი საქ­მეა), ისი­ნი ამა­ოდ ცდი­ლო­ბენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­ა­წე­ბონ ის იარ­ლი­ყი, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნი­შა­ნია. ამ პი­რო­ბებ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გრძნობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად გან­სა­ჯოს, სად არის სი­მარ­თლე და სად არის ტყუ­ი­ლი:

1) „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ღა­ლატს აბ­რა­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვით გაყ­ვა­ნილ რუ­სის ჯარს უკან შე­მო­უ­ძღვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ თა­ვი­სი ავან­ტუ­რის­ტუ­ლი თუ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით მის­ცა რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აეს­რუ­ლე­ბი­ნა დიდი ხნის წა­დი­ლი და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სრუ­ლი ოკუ­პა­ცია.

ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ა­ტო­ვეს მტერს (რომ არა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი­სა და ეკ­ლე­სი­ის თავ­და­დე­ბა, ალ­ბათ, ჩვენს გმი­რებს მი­წა­საც კი ვერ მი­ვა­ბა­რებ­დით); მათ ომში მარ­ცხი ჯერ გა­მარ­ჯვე­ბად მო­ნათ­ლეს და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აზე­ი­მეს ხალ­ხს, შემ­დეგ კი მსხვერ­პლის როლი მო­ირ­გეს, მაგ­რამ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის იმ რე­ზო­ლუ­ცი­ას მი­ცეს ხმა, სა­დაც რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცია კონ­ტრშე­ტე­ვად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ამ ორ­მა­გი ღა­ლა­ტის ჩამ­დენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ დღეს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რუ­სეთ­თან ორ­გა­ნუ­ლად შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ხოლო ბოლ­შე­ვი­კუ­რი ოკუ­პა­ცი­ის გამო ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბულ, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შთა­მო­მა­ვალს და რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­ყვანს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს - მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა დას­წა­მა;

2) ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ და მის­მა სა­ტე­ლი­ტებ­მა ბოლო პე­რი­ო­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ა­თა­მა­შეს. ხო­რა­ვას ქუ­ჩის ტრა­გე­დია მათ მიერ დე­ტა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი და ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ტალ­ღად გა­და­იქ­ცა, რო­მელ­მაც მა­შინ­ვე და­კარ­გა გულ­წრფე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რო­გორც კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა ნაც­მოძ­რა­ო­ბის კარ­გად ნაც­ნო­ბი ხელ­წე­რა. მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ რო­დე­საც რიგი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ბრალ­დე­ბის ყვე­ლა პუნ­ქტში პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლის დარ­წმუ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი სტან­დარ­ტი დამ­კვიდ­რდა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დად­გა კი­დევ ერთი უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ბი­ჯი და პარ­ლა­მენ­ტში შე­იქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცია ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას აქვს უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე შე­ა­და­როს გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს, სა­დაც ად­გი­ლი ქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­ძი­მეს შეთ­ქმუ­ლე­ბას ერთი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და ირი­ნა ენუ­ქი­ძის მკვლე­ლე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უმ­წე­ოდ აბ­რა­ლე­ბენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას იმ საქ­მე­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ ჩა­რე­ვა­ზე სა­უ­ბა­რი ოპო­ზი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­მუ­შა­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­მაც კი ვერ გა­ბე­და;

3) გა­დაბ­რა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის კი­დევ ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ის“ გა­მო­გო­ნი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც, რე­ა­ლუ­რად, სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი „ომე­გა ჯგუ­ფის“ მეს­ვე­ურ­თა მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და ნაც­მოძ­რა­ო­ბის მიერ ატა­ცე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­აა. ამ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი, ერთი მხრივ, ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 50 მი­ლი­ო­ნის, ანუ ხალ­ხის კუთ­ვნი­ლი ფუ­ლის არ­გა­დახ­და და, მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯის შე­ლახ­ვაა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ „ომე­გას“ ბიზ­ნე­სი გა­ა­ნად­გუ­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა, მან ქვეყ­ნი­დან გან­დევ­ნა მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პირ­ველს სწო­რედ მას წა­არ­თვა ტე­ლე­ვი­ზია. ეს ბიზ­ნე­სი და ტე­ლე­ვი­ზია ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით და­უბ­რუნ­და მფლო­ბელს. და დღეს ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 50-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­აგ­რო­ვა ბი­უ­ჯე­ტის წი­ნა­შე, თა­ვის ყო­ფილ ჯა­ლათს - სა­ა­კაშ­ვილს შე­ეკ­რა და გა­უ­გე­ბა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბით ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს ხალ­ხის კუთ­ვნი­ლი ფუ­ლის გა­დახ­დას, ფა­რად კი ამ საქ­მე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას იყე­ნებს;

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას აბ­რა­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­მაც ძა­ლა­დო­ბით მი­ი­სა­კუთ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“, რო­მე­ლიც გა­დაც­ვლი­ლის ქო­ნე­ბას კლა­სი­კუ­რი მო­რო­დი­ო­რი­ვით და­ე­პატ­რო­ნა და მი­ით­ვი­სა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­მაც 2004-12 წლებ­ში ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. დღეს ყვე­ლა ხე­დავს, თუ რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია მე­დი­ა­გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში;

4) უსუ­სუ­რი ე.წ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლას აბ­რა­ლებს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლის­თვი­საც ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შან­ტა­ჟი და და­ში­ნე­ბა, ქო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლე­ნა იყო. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ არ არ­სე­ბობს ბიზ­ნეს­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ წარ­მო­ად­გენს ამ­გვა­რი ფაქ­ტის ვერ­ცერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დის­კრე­დი­ტა­ცია, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის არის გან­წი­რუ­ლი.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ვე­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ვე­ღა­რას­დროს შე­უქ­მნის საფრ­თხეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას, ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თულ მე­დი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ იმ ფუნ­და­მენ­ტუ­რი წინსვლის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ცა­და, რჩე­ბა უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე და გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე:

- ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გან­ვა­ვი­თა­როთ ეკო­ნო­მი­კა და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სრუ­ლად აღ­მოვ­ფხვრათ სი­ღა­რი­ბე სა­ქარ­თვე­ლო­ში;

- ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ვიზ­რუ­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე;

- ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ პარტნი­ო­რო­ბა მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან, გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი;

- ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გა­დავ­დგათ თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა, სა­ბო­ლო­ოდ, და­ვიბ­რუ­ნოთ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის მხა­რე, ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბი და დები.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის 28 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამ არ­ჩევ­ნე­ბით უნდა და­ვამ­კვიდ­როთ ახა­ლი, ჯან­სა­ღი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ტრა­დი­ცია. ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ზე­პარ­ტი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

სწო­რედ ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

- დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი;

- გა­მორ­ჩე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა­ში;

- პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და­უ­პი­რის­პირ­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რე­ჟიმს და წლე­ბის მან­ძილ­ზე იბ­რძო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­ცა­ვად.

ეს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი წყალ­გამ­ყო­ფი სი­მარ­თლე­სა და სი­ყალ­ბეს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­სა და უპ­რინ­ცი­პო­ბას, პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა­სა და ან­ტი­და­სავ­ლუ­რო­ბას - „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას შო­რის.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იზი­ა­რებს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­ზეც დგას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, იზი­ა­რებს ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­თოსს და სწო­რედ ამი­ტომ დგას ის დღეს ჩვენ­თან ერ­თად.

მო­გი­წო­დებთ, კი­დევ ერთხელ უთხრათ უარი სი­ყალ­ბეს, უპ­რინ­ცი­პო­ბას და ან­ტი­და­სავ­ლურ ძა­ლას და არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი და­უ­ჭი­როთ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს“, - ნათ­ქვა­მია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­აც­ნო.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ქართული ოცნების" საგანგებო განცხადება - პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან

"ქართული ოცნების" საგანგებო განცხადება - პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი იმყოფებიან

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა. განცხადების ტექსტი კახა კალაძემ წაიკითხა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

“ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო: ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება.

2012 წლამდე, ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დესპოტიად, რომელსაც არაფერი ქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან. ქართველი ხალხის წინაშე ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. ამ დანაშაულთა გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში.

„ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა:

- აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას;

- აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო;

- დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით;

- თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს.

დღეს, დემოკრატიული გარდატეხიდან 6 წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსურ მცდელობას, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება. როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი - სიცრუე და ძალადობა, როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად.

სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. ნაციონალური მოძრაობა ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის. ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მომდინარე ე.წ ახალი ამბები და ე.წ პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება, უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ, ერთ დიდ და დაუსრულებელ „მოდელირებულ ქრონიკად“ გადაიქცა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობაზე სპეკულირებით (რაც განსაკუთრებულად უღირსი საქმეა), ისინი ამაოდ ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ ის იარლიყი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნიშანია. ამ პირობებში, „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი:

1) „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია.

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს (რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით); მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მიცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული.

ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს - მოღალატეობა დასწამა;

2) ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა.

ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა;

3) გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაცმოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.

საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს. და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს;

„ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გადაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2004-12 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე. დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში;

4) უსუსური ე.წ ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე:

- ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში;

- ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე;

- ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;

- ჩვენი ამოცანაა გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, საბოლოოდ, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი:

- დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი;

- გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში;

- პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.

ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას - „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად.

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას პარტის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააცნო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები