საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი: ჩააგდეს სარდაფში, სცადეს შეურაცხყოფა და კაცი თავის მოკვლას აპირებდა - ზაზა ოქუაშვილი
ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი: ჩააგდეს სარდაფში, სცადეს შეურაცხყოფა და კაცი თავის მოკვლას აპირებდა - ზაზა ოქუაშვილი

ივა­ნიშ­ვი­ლი იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო, რო­გორც ლე­ვან­მა (ყი­ფი­ა­ნი) თქვა, გა­დას­ცა ეს ფარ­ცხა­ლა­ძეს და ფარ­ცხა­ლა­ძემ და­სა­ჯა ლე­ვა­ნი ზედ­მე­ტი სი­ა­რუ­ლის­თვის და არას­წო­რი მი­სა­მარ­თის­თვის (იგუ­ლის­ხმე­ბა ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მის­ვლა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან). ჩა­აგ­დეს სარ­დაფ­ში, კაცი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და, - ასე იხ­სე­ნებს „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მი­მართ სარ­დაფ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს.

ოქუ­აშ­ვი­ლის თქმით, ყი­ფი­ა­ნის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბაც სცა­დეს. მი­სი­ვე თქმით, ყი­ფი­ან­მა ეს არა­მარ­ტო მას, არა­მედ ყვე­ლას მო­უყ­ვა.

“იმ შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო, რო­გორც ლე­ვან­მა თქვა, გა­დას­ცა ეს ფარ­ცხა­ლა­ძეს და ფარ­ცხა­ლა­ძემ და­სა­ჯა ლე­ვა­ნი ზედ­მე­ტი სი­ა­რუ­ლის­თვის და არას­წო­რი მი­სა­მარ­თის­თვის. ჩა­აგ­დეს სარ­დაფ­ში და და­ნარ­ჩე­ნი ლე­ვანს ჰკი­თხოთ ჯო­ბია. ჩვენ რო­გორც ვი­ცით, ჩა­აგ­დეს სარ­დაფ­ში და სცა­დეს შე­უ­არ­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, კაცი თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და. ჩემი ხალ­ხი თვალ­ყურს ადევ­ნებ­და, იმი­ტომ რომ ლე­ვა­ნი რომ წა­ვი­და, იცოდ­ნენ და როცა და­ი­კარ­გა ლე­ვა­ნი იმ ღა­მეს, ჩვენ, სუყ­ვე­ლა გან­ვიც­დი­დით. მერე იყო უფრო მეტი და­ში­ნე­ბა და იგი­ვე ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რე­ბის, რომ ეს სარ­და­ფის ილე­თე­ბი არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ემუქ­რე­ბოდ­ნენ ჩემს ხალ­ხს. ყი­ფი­ა­ნი ამას ყვე­ლას უყ­ვე­ბო­და. მათ ვერ შეძ­ლეს და­ში­ნე­ბა. ჩვენ­ზე ამან გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა (სტი­ლი და­ცუ­ლია).

ამას­თან, ოქუ­აშ­ვი­ლი „რუს­თა­ვი 2“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გა­ხა­რი­ა­სა და ჩხარ­ტიშ­ვილ­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ისი­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­ხმა­რე­ე­ბი იყ­ვნენ. „პირ­ვე­ლი ხაზი ივა­ნიშ­ვილ­თან არის უჩა, ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, გა­ხა­რია - იქ იცი­ან მეტი. ლე­ვა­ნი იყო მე­ო­რე ხაზ­ზე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი მე­სა­მე­ზე იყო, ალ­ბათ. და­მა­ტე­ბით, მათ ვერ შეძ­ლეს ჩემი და ჩემი ხალ­ხის და­ში­ნე­ბა, რომ ის ოთხი მი­ლი­ო­ნი მი­მე­ტა­ნა და რად­გან ვერ შეძ­ლეს და რად­გან იყ­ვნენ იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­ე­რი­ათ და მას თვი­თონ მო­ე­თხო­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ თვი­თონ ეთ­ქვა. ჯერ ვერ მივ­ხვდი, მაჩ­ვე­ნებ­და ასე ოთხ თითს, მერე იკად­რა და გა­მოთ­ქვა, რომ ოთხი მი­ლი­ო­ნი უნდა მი­სუ­ლი­ყო ბი­ჭებ­თან, რომ­ლე­ბიც შრო­მო­ბენ, წვა­ლო­ბენ. ბი­ჭე­ბი თვი­თონ იყო რე­ა­ლუ­რად. მა­გის შემ­დეგ 4 მი­ლი­ო­ნი გა­ი­ა­რა მათ თვალ­წინ. 4 მი­ლი­ო­ნი მე არ მი­მი­ტა­ნია არ­სად, ეს იყო მახე, რო­გორც სა­თა­გურ­ში. შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით მე, ყი­ფი­ა­ნი, ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ხა­რია“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა (სტი­ლი და­ცუ­ლია).

00:00 / 00:00
ავტორი:

ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი: ჩააგდეს სარდაფში, სცადეს შეურაცხყოფა და კაცი თავის მოკვლას აპირებდა - ზაზა ოქუაშვილი

ფარცხალაძემ დასაჯა ყიფიანი: ჩააგდეს სარდაფში, სცადეს შეურაცხყოფა და კაცი თავის მოკვლას აპირებდა - ზაზა ოქუაშვილი

ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა (ყიფიანი) თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის (იგულისხმება ლევან ყიფიანის მისვლა გიორგი კვირიკაშვილთან). ჩააგდეს სარდაფში, კაცი თავის მოკვლას აპირებდა, - ასე იხსენებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სარდაფში მომხდარ ინციდენტს.

ოქუაშვილის თქმით, ყიფიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებაც სცადეს. მისივე თქმით, ყიფიანმა ეს არამარტო მას, არამედ ყველას მოუყვა.

“იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს, ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა“, - განაცხადა ოქუაშვილმა (სტილი დაცულია).

ამასთან, ოქუაშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, გახარიასა და ჩხარტიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის დამხმარეები იყვნენ. „პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი. ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო, ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და რადგან იყვნენ იძულებული, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას თვითონ მოეთხოვა, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად. მაგის შემდეგ 4 მილიონი გაიარა მათ თვალწინ. 4 მილიონი მე არ მიმიტანია არსად, ეს იყო მახე, როგორც სათაგურში. შეხვედრაზე ვიყავით მე, ყიფიანი, ივანიშვილი და გახარია“, - განაცხადა ოქუაშვილმა (სტილი დაცულია).

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები