პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქუაშვილის თქმით, "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მლნ და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს
ოქუაშვილის თქმით, "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მლნ და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს

„4 მი­ლი­ო­ნი უნდა და­ე­ნა­ხათ რო­გორც თაგ­ვს ყვე­ლი, რომ ცოტა დამ­შვი­დე­ბუ­ლიყ­ვნენ“, - ამის შე­სა­ხებ „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა "კვი­რის აქ­ცენ­ტებ­ში" გა­ნა­ცხა­და. მან ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რო­გორ სთხოვ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 4 მი­ლი­ონს და რა გზე­ბით შეძ­ლო მან „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის­თვის ამ თან­ხის გა­მორ­თმე­ვა.

ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლით ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან 4 მი­ლი­ო­ნი გა­და­რი­ცხა ფირ­მის ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ერთი დღის გახ­ნი­ლი იყო.

„ავი­ღე და 4 მი­ლი­ო­ნი გა­დავ­რი­ცხე ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ერთი დღის გახ­სნი­ლი ფირ­მა იყო. ფირ­მა იყო გახ­სნი­ლი ოფ­შორ­ში და დაჯ­და 4 მი­ლი­ო­ნი, ინიშ­ნე­ბა დი­რექ­ტო­რე­ბი და 24 სა­ათ­ში ფირ­მი­დან გა­დის 4 მი­ლი­ო­ნი ქეში, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის დარ­ღვე­ვა ყვე­ლა სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რის“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, თან­ხა გას­ცა "თი­ბი­სი ბან­კმა," რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ზე­წო­ლის ქვეშ. „ეს მოხ­და "თი­ბი­სი ბან­კში". და­ი­ბა­რეს დი­რექ­ტო­რე­ბი და რა ზე­წო­ლის ქვეშ იყო ბან­კის დი­რექ­ტო­რი ბუ­ცხრი­კი­ძე და ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ხა­ზა­რა­ძე, და­ი­ბა­რა გა­ხა­რი­ამ. რე­კავ­და ფარ­ცხა­ლა­ძე, რე­კავ­და ლე­ვა­ნი. ვერ დაბ­ლო­კეს. "თი­ბი­სი ბანკს" უნდა და­ებ­ლო­კა, ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრო­ცე­დუ­რის დარ­ღვე­ვა. ის რომ ფირ­მა 24 სა­ა­თის გახ­სნი­ლი იყო. ის რომ ფირ­მა­ში 4 მი­ლი­ო­ნი ასე ერ­თბა­შად არ უნდა გა­ცე­მუ­ლი­ყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­და ბუ­ცხრი­კი­ძე და უთხრა თვი­თონ. თა­ნა­ვუგ­რძნობ მე მას. ყვე­ლა ვერ გა­უძ­ლებს იმ ზე­წო­ლას, რაც ჰქონ­და ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და გა­ხა­რი­ას­გან“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის იმე­დოვ­ნებ­და, რომ ბან­კი და­ი­ხუ­რე­ბო­და 18:00 სა­ათ­ზე და ამ თან­ხის გა­ტა­ნას ვერ შეძ­ლებ­დნენ, თუმ­ცა ზე­წო­ლის შე­დე­გად მოხ­და ისე, რომ ბან­კმა თან­ხა გას­ცა არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, 20:00 სა­ათ­ზე.

ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ფირ­მის დი­რექ­ტო­რებ­მა თან­ხა გა­ი­ტა­ნეს, მათ გა­რეთ დახ­ვდათ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და მი­უ­თი­თეს თუ რო­მელ მან­ქა­ნა­ში უნდა ჩა­ე­დოთ ფული. „და­კე­ტი­ლი კა­რე­ბი რომ გა­ა­ღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პე­რი­მეტ­რი კონ­ტროლ­დე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხით. ეს იყო და­ყა­ჩა­ღე­ბა ბან­კის. უთხრეს, რომ ჩან­თას, რო­მე­ლიც ეჭი­რათ, ჩა­დებ­დნენ მან­ქა­ნა­ში. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კაცი ელო­დე­ბო­და, რო­მელ­მაც უთხრა რომ ეთ­ქვა, რომ სა­ხე­ში არ შე­ე­ხე­და, თუმ­ცა სუ­რა­თი მა­ინც არის გა­და­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა.

„ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ასე­ვე აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მას „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ და­ფი­ნან­სე­ბას სთხოვ­და.

„მო­თხოვ­ნი­ლი იყო მათ­გან აგ­რეთ­ვე, რომ პრო­ცენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან ერ­თად "ოც­ნე­ბა­ში", და­მა­ტე­ბით უნდა და­მე­ფი­ნან­სე­ბი­ნა კი­დევ ალი­ან­სი, რო­მე­ლიც, იმ 7%-იც არ შე­დი­ო­და. რო­მე­ლი 25 %-იც მრჩე­ბო­და 7% აკ­ლდე­ბო­და კი­დევ. ეს იყო პი­რა­მი­და. ივა­ნიშ­ვი­ლი. მე ვიცი, რომ იქ მოვ­ხვდი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი მიზ­ნე­ბით. ჩვე­ნი ასე­თი მი­ღე­ბის­თვის რა იდგა და სად თან­ხმდე­ბო­და, მე­ო­რე სა­კი­თხია. მე რომ მი­ვი­ღე მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, თხოვ­ნა თუ მო­თხოვ­ნა, ეს ნამ­დვი­ლად ასეა. მე არა­ფერს ვა­ფი­ნან­სებ­დი, რაც არ მინ­დო­და. მე არა­ფერს ვიძ­ლე­ო­დი, მა­გათ კო­რუფ­ცი­ა­ში არ ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ფული, რაც წა­ი­ღეს ეს იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფული და მე არ ვიქ­ცე­ვი არას­დროს ჩემი იდე­ე­ბის, ბუ­ნე­ბის თა­ვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გა­ნა­ცხა­და ოქუ­აშ­ვილ­მა (სტი­ლი და­ცუ­ლია).

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ოქუაშვილის თქმით, "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მლნ და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს

ოქუაშვილის თქმით, "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მლნ და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს

„4 მილიონი უნდა დაენახათ როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ“, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელისთვის ამ თანხის გამორთმევა.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით ოფშორული კომპანიიდან 4 მილიონი გადარიცხა ფირმის ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახნილი იყო.

„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, თანხა გასცა "თიბისი ბანკმა," რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ. „ეს მოხდა "თიბისი ბანკში". დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. "თიბისი ბანკს" უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო. ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუცხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ბანკი დაიხურებოდა 18:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ბანკმა თანხა გასცა არასამუშაო საათებში, 20:00 საათზე.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული. „დაკეტილი კარები რომ გააღეს, აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს, რომ ჩანთას, რომელიც ეჭირათ, ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა, თუმცა სურათი მაინც არის გადაღებული“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას სთხოვდა.

„მოთხოვნილი იყო მათგან აგრეთვე, რომ პროცენტების განაწილებასთან ერთად "ოცნებაში", დამატებით უნდა დამეფინანსებინა კიდევ ალიანსი, რომელიც, იმ 7%-იც არ შედიოდა. რომელი 25 %-იც მრჩებოდა 7% აკლდებოდა კიდევ. ეს იყო პირამიდა. ივანიშვილი. მე ვიცი, რომ იქ მოვხვდი აბსოლუტურად გულწრფელი მიზნებით. ჩვენი ასეთი მიღებისთვის რა იდგა და სად თანხმდებოდა, მეორე საკითხია. მე რომ მივიღე მათ დაფინანსებაზე შემოთავაზება, თხოვნა თუ მოთხოვნა, ეს ნამდვილად ასეა. მე არაფერს ვაფინანსებდი, რაც არ მინდოდა. მე არაფერს ვიძლეოდი, მაგათ კორუფციაში არ ვიღებდი მონაწილეობას. ფული, რაც წაიღეს ეს იყო გატაცებული ფული და მე არ ვიქცევი არასდროს ჩემი იდეების, ბუნების თავის, ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ოქუაშვილმა (სტილი დაცულია).

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები