ავტორი:

ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ

ზაზა ოქუაშვილი - 4 მლნ პირადად ივანიშვილმა მოითხოვა, შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ

ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 4 მილიონი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა და ამ შეხვედრას გიორგი გახარია და ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაკეტვის ფაქტსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ის „ზემდეტი სიარულისთვის დაისაჯა“. „იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ, რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა.

პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი. ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო, ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და რადგან იყვნენ იძულებული, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას თვითონ მოეთხოვა. გახდა ივანიშვილი იძულებული, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად. მერე მაგის შემდეგ 4 მილიონი გაიარა მათ თვალწინ. 4 მილიონი მე არ მიმიტანია არსად, ეს იყო მახე, როგორც სათაგურში. შეხვედრაზე ვიყავით მე, ყიფიანი, ივანიშვილი და გახარია“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

როგორც ოქუაშვილი აცხადებს, მას 4 მილიონი მოსთხოვეს იმისთვის, რომ მისთვის ოცნების ცისარტყელა გახსნილიყო, რაზეც ოქუაშილი აცხადებს, რომ თანხმობა არ მიუცია. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, მას უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეხვდა.

„დეპარტამენტი იქმნება ინფორმაციებისთვის, როგორც მე ალღო ავიღე, მეტი ინტერესი თუ აქვს, თვითონ არის ჩარეული ივანიშვილი, ჩემთან მეტი ინტერესი გამოიჩინა, დავიმსახურეთ, რომ ნაკლები შეცდომა ყოფილიყო, თუმცა შეცდომა ბევრი აქვთ. სამართლიანობის აღდგენა მოვითხოვე. შემდეგ მხვდება ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი. მხვდება საკუთარ სახლში საბურთალოს ბაზართან, შეხვედრა მოითხოვა. ჩხარტიშვილმა მთხოვა შევხვედროდი ვიღაცა კარგ ბიჭის, ვინც მუშაობდა. პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე, ყიფიანიც იქ იყო, ერთად მივედით. მან თქვა, რომ იხსნებოდა ჩემთვის ოცნების ცისარტყელა და ამითი შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. ამ ცისარტყელის გახსნისთვის საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი. მაშინაც მქონდა წინააღმდეობა, რომ ზარალი გაცილებით მეტია. 4 მილიონი წინასწარ, მერე არვიცი.

მე ვუთხარი მე არ მესმის ეს. ვერ ვიტვი, რომ იქ მკვეთრი უარები მეთქვას. მე ვუთხარი, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობ და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. ვუთხარი, რომ დაეჭირა მხარი, როგორც სამართლიანობაში, ასევე თავისუფალ ბიზნესში. მან მითხრა, რომ ამისთვის საჭიროა 4 მილიონი. ვუთხარი მე ბიძინას ვხდები მეთქი და აბა მე ვისგან მოვდივარო ზაზა, მე შენთან მოვიდოდიო თვითონო? ეს არის ბიძინა, ეს არის უჩა, მე მათგან მოვდივარო და ის გზა და ცისარტყელაა, რომელიც შენ გელოდება, ამისთვის 4 მილიონია საჭიროო. მე არ დავპირებივარ, ვუთხარი, რომ ეს უნდა გარკვეულიყო, მისგან დამალული არ უნდა ყოფილიყო.

ამის მერე ყიფიანმა დაიწყო ჩემი დირექტორების დაშინება, ტელევიზიის დაშინება, რომ მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშვიდობაა თქვენთან, წამოვიდნენ, მოვიდნენ. ამ დაშინების მიზანი იყო, რომ მე ეს 4 მილიონი სასწრაფოდ მიმეტანა და გამეგო, რომ ეს იყო კრიმინალური ძალა, რომელიც არაფერზე არ დაიხევდა. ვუთხარი ყიფიანს ეს სისულელე მოეწესრიგებინა, მე ვუთხარი, რომ წასულიყო ივანიშვილთან, რატომღაც, ის წავიდა კვირიკაშვილთან, ეტყობა ახლობლობის გამო. კვირიკაშილის შემდეგ დაბრუნდა ოთართან. კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. გაარჩიეს კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ლევანს, კვირიკაშვილი მოვიდა და ტიროდაო, ჩემი უფროსი გეგონაო იქ რომ მიდიოდიო? ეს უთხრა ლევანს“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები