ავტორი:

ლევან ყიფიანს ოთარ ფარცხალაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა? - ახალი სკანდალური ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

ლევან ყიფიანს ოთარ ფარცხალაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა? - ახალი სკანდალური ჩანაწერი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, სპორტის ყოფილ მინისტს, ლევან ყიფიანს, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა. მაუწყებლის ინფორმაციით, საქმე ეხება ე.წ. „ომეგას საქმეს“, სადაც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ოთარ ფარცხალაძე ასრულებს.

მათივე ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სარდაფში ლევან ყიფიანი ჩაიყვანეს, სცემეს, გახადეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

ეთერში საუბრისას, არხის წამყვანი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ზაზა ოქუაშვილს, დახმარებას ბიზნესის პრობლემებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილთან კონტაქტზე გადის ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძე მას ეუბნება, რომ მისი ბიზნესპრობლემების მოსაგვარებლად ოქუაშვილმა უნდა გადაიხადოს ე.წ. კონტრიბუცია - 4 მილიონი.

მათვე ინფორმაციით, ოქუაშვილი იხსენებს, რომ ეს საუბარი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ფარცხალაძე გარშემორტყმული იყო შეიარაღებული ადამიანებით და მათი უმრავლესობა - თავად ყოფილი მთავარი პროკურორიც დიდი ალბათობით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ზაზა ოქუაშვილი ფარცხალაძეს ეუბნება, რომ მას ურჩევნია უშუალოდ ივანიშვილთან გააგრძელოს მოლაპარაკება, რაზეც ფარცხალაძე პასუხობს, რომ ის წარმოადგენს სწორედ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის ივანიშვილის შუამავალი.

ამის შემდეგ კი, ოქუაშვილი დახმარების თხოვნით ლევან ყიფიანს მიმართავს, რომელმაც ამბის გასარკვევად უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. კვირიკაშვილი კი პირადად ბიძინა ივანიშვილთან გავიდა კონტაქტზე, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. ამის შემდეგ კი, ლევან ყიფიანს ოთარ ფარცხალაძე ხვდება და სარდაფში მიჰყავს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ აუდიოჩანაწერებსაც აქვეყნებს, რომელიც მათი განცხადებით, ზემოხსენებულ ინციდენტს ადასტურებს. საუბარი სავარაუდოდ ლევან ყიფიანს, ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. აღნიშნულ ჩანაწერში თითქოსდა ზაზა ოქუაშვილი რამდენჯერმე უხსენებს სავარაუდოდ ყიფიანს სარდაფის ინციდენტს, რომელსაც თავად ყიფიანი არ უარყოფს. ყოფილი სპორტის მინისტრი ჩანაწერის ზოგიერთ მონაკვეთში აღნიშნულ ინციდენტს „ავარიად“ მოიხსენიებს.

„ლევან ყიფიანი: - ეს იყო ეს კონტრიბუცია და ეგრე ხდება რა, და არის რაღაცა კონტრიბუციას გადიხარ, რომ ახალი ჩამოსული იყავი, რაღაცაა ის, ის გითხრეს შესაბამისად მიიღე და მე...

ზაზა ოქუაშვილი: - ახლა ივანიშვილთან შენ შემახვედრე ლევან, ხო და ივანიშვილი რომ გეტყვის, რომ მოიტანეო 4 მილიონი და 5 მილიონი რა ვიცი, იმის შემდეგ პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ შენ მანამდე დაპატიმრებული იყავი სარდაფში.

ლევან ყიფიანი: - მე ამაში რამეში ვარ შუაში?

ზაზა ოქუაშვილი: - არა ხარ შუაში?! შენ არ იჯექი იქ?!

ლევან ყიფიანი: - მერე, მერე რა რომ...

ლევან ყიფიანი: - მე რომ მივედი იმ კაცთან, ვისთანაც ავარია მოხდა, რატომ მოხდა ავარია? შეგახსენებ რა.

ზაზა ოქუაშვილი: - ავარია არ არის ეგ, სარდაფში ჩასვლა და ცემა-ტყეპა. მე ვიყავი ნაცემი, კოკი, თუ ლევანი? მითხარი რა.

ლევან ყიფიანი: - რა შუაშია, რა შუაშია მეთქი, თქვენ რომ არ წამოხვედით იქ შეიძლება, სწორედაც ჩემს თავზე ავიღე რაღაცეები და იქ მოხდა ის, რომ რა შუაში ხარ ვაბშე ამ თემაში მეთქი, მაგან გამოიწვია ეს თემა.

ზაზა ოქუაშვილი: - ოთართან.

ლევან ყიფიანი: - მაგან ის, როგორ კაციო, შეთანხმებულიაო, კაცმა მე შემითანხმაო და შენო იმის იმას რას ითვლიო და მაგიტომ მოხდა ეს ისა და მერე მტყუანის ასე და ისე მეთქი და...

ზაზა ოქუაშვილი: - ლევან მესმის, მაგან მომთხოვა მაგ კაცმა, მერე შენ წახვედი კვირიკაშვილთან და უთხარი, ეს ხომ არ გაგიჟდაო. მერე შენ მიხვედი გიორგი კვირიკაშვილთან და უთხარი, ეს ხომ არ გაგიჟდაო.

ლევან ყიფიანი: - არა, კვირიკაშვილთან რაზე მივედი იცი, მეთქი ვინ არის ეს კაცი, ის არი პაგონებიანი? რა შუაში არი მეთქი? - ეს უნდა გვეკითხა და გავიგეთ, რა. დაგვასწრო ამან რა. მე პრობლემები შემექმნა, კაცი მივიდა და მეუბნებოდა მე ვარო იმ კაცისგანო და მე ვერ დავიჯერე, მეც მიმყავს მეთქი, მეც იმ კაცისგან ვარ მეთქი.

ზაზა ოქუაშვილი: - ივანიშვილისგანო.

ლევან ყიფიანი: - მისულები ვართ მეთქი, მე და ბატონი ზაზა იქ ვიყავით მეთქი და იქიდან ყველანაირი გვერდზე დგომა აღგვითქვა მეთქი ამ კაცმა. კარგიო, იმან ეს არ დაიჯერა, მერე მოხდა ჩვენ როცა მივედით იქ, დაგვხვდა ესეთი ისა, რომ ეს კაცი მეუბნება, რომ შენ ძმაო იქ მისულხარო და როცა ჩემთან დადიოდიო. ჰო ეგრე იყო?

ზაზა ოქუაშვილი: - კი ბატონო კვირიკაშვილთან მიხვედი და მაგან იცოდა წინასწარ. დათო, დაგინახო დათო. რატომ ვამბობ იცი, დათო?

დათო: - აგერ ვარ ზაზა.

ზაზა ოქუაშვილი: - გაგვირკვიე ეს საქმე, რა ვიცი მე იმიტომ რომ კაცო, კვირიკაშვილთან მიდის, მერე კონფლიქტი ხდება, ავარიას რომ ეძახის, სარდაფი და ამბავი, მერე კონფლიქტი ხდება, იმის მაგივრად რომ კვირიკაშვილს დაეწყნარებინა. მერე მივდივართ ივანიშვილთან და ივანიშვილმა თქვა, რომ გადასახდელიაო“, - აღნიშნულია სატელეფონო და „სკაიპის“ ჩანაწერებში, რომელსაც „რუსთავი2“ სამ ეპიზოდად ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები