თბილისში, გუშინ, გვიან ღამით 25 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ვიტალი საფაროვია. იგი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.