საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი
რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გია თვა­ლა­ვა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად თბი­ლის­ში, კიკ­ვი­ძის პარკში აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გია თვა­ლა­ვა­ძის შვილ­მა, თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­მი­სი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს. თამ­თა თვა­ლა­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბა, რაც საკ­მა­რი­სი არ არის.

"მთე­ლი ლან­ჩხუ­თი, მთე­ლი გუ­რია, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზეა, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ამ წა­მებ­ში ცი­ხე­შია. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მა­მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და გა­ა­უქ­მე­ბენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­და სი­კე­თი­სა, მა­მას არა­ფე­რი უკე­თე­ბია. თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­კე­თე და­ნა­შა­უ­ლია, წინ ვე­რას­დროს წა­ვალთ. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მი­ნის­ტრის ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ გია პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია. მან იცის, რომ გია არას­დროს უღა­ლა­ტებ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ხალ­ხს. რო­მელ ნარ­კო­ტი­კულ და­ნა­შა­ულ­თან არის საქ­მე, როცა ამ­ბო­ბენ, რომ მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა, მაგ­რამ სარ­გე­ბე­ლი არ მი­უ­ღია?! ეს არის სირ­ცხვი­ლი! მჯე­რა, რომ გია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­რეთ გა­მო­ვა, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. მეს­მის ჭო­რე­ბი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყოს და გია ამას ემსხვერ­პლა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ერ­თა­დერ­თი, რაც გიას უკე­თე­ბია, სი­კე­თეა. ძა­ლი­ან ცუდი სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ გია თვა­ლა­ვა­ძეს არ იც­ნობს.

რაც შე­ე­ხე­ბა აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს, ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ არ გვი­ნა­ხავს. მეს­მო­და ჰა­ერ­ზე ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, თით­ქოს გია და­ა­კა­ვეს თა­ვი­სი წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ჩვე­ნე­ბის გამო. მის­ცა ჩვე­ნე­ბა ქალ­მა, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო გა­სუ­ლი­ყო და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა, მისი პა­სუ­ხოსმგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგე­ბა. თუ რამე აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობ­და, რა­ტომ არ აჩ­ვე­ნეს?! ახლა რომ რამე აჩ­ვე­ნონ, მგო­ნია, რომ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ.

ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გია თვა­ლა­ვა­ძეს და ამა­ვე საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ კი­დევ 5 პირს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გია თვა­ლა­ვა­ძე ცი­ხი­დან ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრში 26 სექ­ტემ­ბერს გუ­ლის შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი

რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდასაჭერად თბილისში, კიკვიძის პარკში აქცია გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის შვილმა, თამთა თვალავაძემ განუცხადა, მამამისი უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. თამთა თვალავაძის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, რაც საკმარისი არ არის.

"მთელი ლანჩხუთი, მთელი გურია, მთელი საქართველო ფეხზეა, რადგან უდანაშაულო ადამიანი ამ წამებში ციხეშია. მინდა მჯეროდეს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და მამას გაათავისუფლებენ და გააუქმებენ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გარდა სიკეთისა, მამას არაფერი უკეთებია. თუ ამ ქვეყანაში სიკეთე დანაშაულია, წინ ვერასდროს წავალთ. მინდა გამოვეხმაურო მინისტრის ძალიან ღირსეულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გია პატიოსანი ადამიანია. მან იცის, რომ გია არასდროს უღალატებდა ჯანდაცვის სამინისტროს და ხალხს. რომელ ნარკოტიკულ დანაშაულთან არის საქმე, როცა ამბობენ, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა, მაგრამ სარგებელი არ მიუღია?! ეს არის სირცხვილი! მჯერა, რომ გია რამდენიმე საათში გარეთ გამოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. მესმის ჭორები, რომ ეს შეიძლება კლანებს შორის დაპირისპირება იყოს და გია ამას ემსხვერპლა, მაგრამ ვიმეორებ, ერთადერთი, რაც გიას უკეთებია, სიკეთეა. ძალიან ცუდი სპექტაკლი დაიდგა. ყველა დაკავებული პირი ამბობს, რომ გია თვალავაძეს არ იცნობს.

რაც შეეხება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვინახავს. მესმოდა ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თითქოს გია დააკავეს თავისი წამლის სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსის ჩვენების გამო. მისცა ჩვენება ქალმა, რომლის ვალდებულებაც იყო გასულიყო და შეემოწმებინა, თუმცა, მისი პასუხოსმგებლობის საკითხი არ დგება. თუ რამე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობდა, რატომ არ აჩვენეს?! ახლა რომ რამე აჩვენონ, მგონია, რომ დამონტაჟებული იქნება",- განაცხადა თამთა თვალავაძემ.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ