მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ წნევა - თერაპევტის რჩევები
როგორ ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ წნევა - თერაპევტის რჩევები

რო­გორ ვმარ­თოთ და ვა­კონ­ტრო­ლოთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, ამის შე­სა­ხებ თე­რა­პევ­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლია მინ­დი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ნორ­მულ მაჩ­ვე­ნებ­ლად და რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს მას­ზე გავ­ლე­ნას?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ ჩვე­ნი სა­მუ­შაო ანუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წნე­ვა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ წნე­ვა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 140/90 მმ ვწყ. სვ-ს. ზო­გის­თვის ნორ­მუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100-ზე და­ბა­ლია, მა­გა­ლი­თად, 90/60 მმ ვწყ. სვ. სის­ხლის წნე­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მის დროს შე­საძ­ლოა მერ­ყე­ობ­დეს ასა­კის, სქე­სის, პა­ცი­ენ­ტის რა­სობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ცვლი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სიმ­პა­თი­კუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის აქ­ტი­ვო­ბა­ზე, პა­ცი­ენ­ტის პო­ზა­ზე, ჩონ­ჩხის კუნ­თე­ბის ტო­ნუს­ზე და სხვა. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მერ­ყე­ო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ავად­მყო­ფებ­ში, არა­მედ ჯან­მრთე­ლებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ჯან­მრთე­ლი პი­რე­ბის სის­ხლის წნე­ვის მერ­ყე­ო­ბის ამ­პლი­ტუ­დამ დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა 30 მმ ვწყ. სვ-ს მი­აღ­წი­ოს, ამი­ტომ ძნე­ლია სის­ხლის წნე­ვის ლი­მი­ტის დად­გე­ნა ნორ­მის დროს და სა­ზღვრის გავ­ლე­ბა ნორ­მულ და მო­მა­ტე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის. ამის გამო მი­ღე­ბუ­ლია პი­რო­ბი­თი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იძ­ლე­ვა იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მელ­თაც გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ამა თუ იმ გარ­თუ­ლე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის რის­კი აქვთ. ეს ნორ­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლის წნე­ვის რო­გორც სის­ტო­ლურ, ისე დი­ას­ტო­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. რო­გორც ით­ქვა, არ­ტე­რი­ულ წნე­ვა­ზე მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას და მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არა და­ა­ვა­დე­ბას­თან, არა­მედ გა­რე­მოს ფაქ­ტო­რებ­თან გვაქვს საქ­მე. მა­გა­ლი­თად, სი­ცხე­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა შე­იძ­ლე­ბა დაქ­ვე­ით­დეს, რაც სით­ბოს მო­მა­ტე­ბუ­ლი გა­ცე­მის მიზ­ნით სის­ხლძარ­ღვე­ბის რეფ­ლექ­ტო­რუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბით, აგ­რეთ­ვე ოფ­ლის გა­მო­ყო­ფის გამო ორ­გა­ნიზ­მის მიერ სი­თხის კარ­გვით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მძი­მე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბა გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა­სა და გუ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც არ­ტე­რი­ულ წნე­ვა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, ორ­თოს­ტა­ტი­კუ­რი ეფექ­ტია. ის აღი­ნიშ­ნე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი­დან ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სწრა­ფად გა­დას­ვლი­სას. ამ შემ­თხვე­ვა­ში გული და სის­ხლძარ­ღვე­ბის ტო­ნუ­სი ვერ ას­წრებს ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბას და წნე­ვა ქვე­ით­დე­ბა. ასეთ დროს შე­საძ­ლოა ადა­მი­ანს თვალთ და­უბ­ნელ­დეს. გუ­ლის­მან­კი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში ეს ეფექ­ტი უფრო ძლი­ე­რად ვლინ­დე­ბა.

- რო­გორ ვა­რე­გუ­ლი­როთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა?

- არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მი­თა და ჰორ­მო­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. უკვე გი­თხა­რით, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წნე­ვა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლოს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ძი­ლის დროს ის უფრო და­ბა­ლია, ხოლო ღვი­ძი­ლი­სას, ასე­ვე - სტრე­სის შემ­თხვე­ვა­ში მაღ­ლა იწევს. ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. ემო­ცია იწ­ვევს სის­ხლში თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნის - ად­რე­ნა­ლი­ნის გა­დას­რო­ლას. შე­დე­გად გუ­ლის­ცე­მა ძლი­ერ­დე­ბა და ხშირ­დე­ბა, ხოლო სის­ხლძარ­ღვებ­ში წნე­ვა იმა­ტებს. წნე­ვის ციფ­რებ­ზე მოქ­მე­დებს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის მე­ო­რე ჰორ­მო­ნი - კორ­ტი­ზო­ლიც. ოღონდ ეს ჰორ­მო­ნი, ად­რე­ნა­ლი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ან­ტის­ტრე­სუ­ლია.

- არ­ტე­რი­ულ წნე­ვას ორი რი­ცხვით გა­მო­სა­ხა­ვენ. რას აღ­ნიშ­ნავს ეს რი­ცხვე­ბი და მათი ცვლი­ლე­ბა?

- დიახ, არ­ტე­რი­ულ წნე­ვას გა­მო­სა­ხა­ვენ სის­ტო­ლუ­რი და დი­ას­ტო­ლუ­რი წნე­ვის აღმნიშ­ვნე­ლი ორი რი­ცხვით. პირ­ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს ძა­ლას, რომ­ლი­თაც გული სის­ხლს მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭი­დან სის­ხლძარ­ღვებ­ში გა­და­ის­ვრის, ხოლო მე­ო­რე გა­მო­ხა­ტავს სის­ხლძარ­ღვთა ტო­ნუსს, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მათ­თვის გუ­ლის დი­ას­ტო­ლის დროს.

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ სის­ტო­ლუ­რი წნე­ვის მა­ტე­ბის მი­ზე­ზი?

- სის­ტო­ლუ­რი წნე­ვა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, გუ­ლის მუ­შა­ო­ბას ასა­ხავს. მისი ზედა ზღვა­რი 140 მმ ვწყ. სვ-ია. სის­ტო­ლუ­რი წნე­ვის იზო­ლი­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბი­სას დი­ას­ტო­ლუ­რი წნე­ვა 90 მმ ვწყ. სვ-ზე და­ბა­ლია. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამას­თან, აღი­ნიშ­ნე­ბა ე.წ. პულ­სუ­რი წნე­ვის მო­მა­ტე­ბა. პულ­სუ­რი წნე­ვა არის სხვა­ო­ბა სის­ტო­ლურ და დი­ას­ტო­ლურ წნე­ვა­თა შო­რის. ნორ­მა­ში იგი 40-დან 50 მმ ვწყ. სვ-მდე მერ­ყე­ობს. პულ­სუ­რი წნე­ვის მა­ტე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ზო­გი­ერ­თი დარ­ღვე­ვის წინმსწრებ მდგო­მა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორ ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ წნევა - თერაპევტის რჩევები

როგორ ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ წნევა - თერაპევტის რჩევები

როგორ ვმართოთ და ვაკონტროლოთ არტერიული წნევა, ამის შესახებ თერაპევტი, მედიცინის დოქტორი ლია მინდიაშვილი გვესაუბრება.

- რა შეიძლება ჩაითვალოს არტერიული წნევის ნორმულ მაჩვენებლად და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას?

- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი სამუშაო ანუ ჩვეულებრივი წნევა. მიიჩნევა, რომ წნევა არ უნდა აღემატებოდეს 140/90 მმ ვწყ. სვ-ს. ზოგისთვის ნორმული მაჩვენებელი 100-ზე დაბალია, მაგალითად, 90/60 მმ ვწყ. სვ. სისხლის წნევის მაჩვენებლები ნორმის დროს შესაძლოა მერყეობდეს ასაკის, სქესის, პაციენტის რასობრივი კუთვნილების მიხედვით. ცვლილება დამოკიდებულია სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობაზე, პაციენტის პოზაზე, ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და სხვა. არტერიული წნევის მერყეობა აღინიშნება არა მხოლოდ ავადმყოფებში, არამედ ჯანმრთელებშიც, მაგალითად, ჯანმრთელი პირების სისხლის წნევის მერყეობის ამპლიტუდამ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლოა 30 მმ ვწყ. სვ-ს მიაღწიოს, ამიტომ ძნელია სისხლის წნევის ლიმიტის დადგენა ნორმის დროს და საზღვრის გავლება ნორმულ და მომატებულ მაჩვენებლებს შორის. ამის გამო მიღებულია პირობითი ნორმები, რომლებიც იძლევა იმ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ გართულების აღმოცენების რისკი აქვთ. ეს ნორმები ითვალისწინებს სისხლის წნევის როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ მაჩვენებლებს. როგორც ითქვა, არტერიულ წნევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არა დაავადებასთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, სიცხეში არტერიული წნევა შეიძლება დაქვეითდეს, რაც სითბოს მომატებული გაცემის მიზნით სისხლძარღვების რეფლექტორული გაფართოებით, აგრეთვე ოფლის გამოყოფის გამო ორგანიზმის მიერ სითხის კარგვით არის განპირობებული. მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს არტერიული წნევის მატება გულისცემის გახშირებასა და გულის გაძლიერებულ მუშაობას უკავშირდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არტერიულ წნევაზე ახდენს გავლენას, ორთოსტატიკური ეფექტია. ის აღინიშნება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სწრაფად გადასვლისას. ამ შემთხვევაში გული და სისხლძარღვების ტონუსი ვერ ასწრებს ახალ პირობებთან შეგუებას და წნევა ქვეითდება. ასეთ დროს შესაძლოა ადამიანს თვალთ დაუბნელდეს. გულისმანკიან პაციენტებში ეს ეფექტი უფრო ძლიერად ვლინდება.

- როგორ ვარეგულიროთ არტერიული წნევა?

- არტერიული წნევა ნერვული სისტემითა და ჰორმონული მექანიზმებით რეგულირდება. უკვე გითხარით, რომ დღის განმავლობაში წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ჩვეულებრივ, ძილის დროს ის უფრო დაბალია, ხოლო ღვიძილისას, ასევე - სტრესის შემთხვევაში მაღლა იწევს. ძლიერ გავლენას ახდენს ემოციური მდგომარეობაც. ემოცია იწვევს სისხლში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - ადრენალინის გადასროლას. შედეგად გულისცემა ძლიერდება და ხშირდება, ხოლო სისხლძარღვებში წნევა იმატებს. წნევის ციფრებზე მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის მეორე ჰორმონი - კორტიზოლიც. ოღონდ ეს ჰორმონი, ადრენალინისგან განსხვავებით, ანტისტრესულია.

- არტერიულ წნევას ორი რიცხვით გამოსახავენ. რას აღნიშნავს ეს რიცხვები და მათი ცვლილება?

- დიახ, არტერიულ წნევას გამოსახავენ სისტოლური და დიასტოლური წნევის აღმნიშვნელი ორი რიცხვით. პირველი აღნიშნავს ძალას, რომლითაც გული სისხლს მარცხენა პარკუჭიდან სისხლძარღვებში გადაისვრის, ხოლო მეორე გამოხატავს სისხლძარღვთა ტონუსს, რომელიც დამახასიათებელია მათთვის გულის დიასტოლის დროს.

- რა შეიძლება იყოს მხოლოდ სისტოლური წნევის მატების მიზეზი?

- სისტოლური წნევა, როგორც მოგახსენეთ, გულის მუშაობას ასახავს. მისი ზედა ზღვარი 140 მმ ვწყ. სვ-ია. სისტოლური წნევის იზოლირებული მატებისას დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე დაბალია. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ხანდაზმული ადამიანებისთვის. ამასთან, აღინიშნება ე.წ. პულსური წნევის მომატება. პულსური წნევა არის სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევათა შორის. ნორმაში იგი 40-დან 50 მმ ვწყ. სვ-მდე მერყეობს. პულსური წნევის მატება ორგანიზმში ზოგიერთი დარღვევის წინმსწრებ მდგომარეობად მიიჩნევა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი