პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმისთვის, რომ სახლი სიმყუდროვის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო - ქართველი ფენშუისტის რჩევები
იმისთვის, რომ სახლი სიმყუდროვის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო - ქართველი ფენშუისტის რჩევები

ფენ შუი ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ხში­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გო­რაა მო­წყო­ბი­ლი მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ქარ­თვე­ლი ფენ­შუ­ის­ტი ეკა კვა­რა­ცხე­ლია ფენ შუის ხე­ლოვ­ნე­ბას 10 წლის წინ ეზი­ა­რა. ის ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის, ასე­ვე ექ­სტე­რი­ე­რის სწო­რად მო­წყო­ბა­ში, რათა ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­დეს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ე­ბის და­ბა­ლან­სე­ბულ გა­რე­მო­ში.

- ფენ შუი არის ჩი­ნუ­რი ტრა­დი­ცია. ეს არის ცოდ­ნა, სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის წარ­მა­ტე­ბის­კენ. ფენ შუი სწავ­ლობს ჩვე­ნი სახ­ლის, ოფი­სის, ნა­გე­ბო­ბის, ენერ­გო პო­ზი­ტი­ურ და ენერ­გო ნე­გა­ტი­ურ ზო­ნებს. ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა ოდით­გან­ვე იცო­და, რომ არ­სე­ბობ­და სიბ­რძნე­ე­ბი, რაც დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გად მი­იღ­წე­ო­და. ფენ შუი არის ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სიბ­რძნე, რო­მე­ლიც ჩი­ნე­ლებ­მა აი­ღეს, ერთ წიგ­ნად შეკ­რეს და უწო­დეს ფენ შუი, რაც ჩი­ნუ­რად ქარს და წყალს ნიშ­ნავს. ისი­ნი ამ პრინ­ცი­პებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ დღე­საც და ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბას, სახ­ლს, ოფისს, სკვერს, სკო­ლებს და ა.შ. ფენ შუის პრინ­ცი­პე­ბით აგე­ბენ. მო­გეხ­სე­ნათ, დღეს ჩი­ნე­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ფენ შუის სპე­ცი­ა­ლის­ტი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის, ასე­ვე ექ­სტე­რი­ე­რის სწორ მო­წყო­ბა­ში, რათა ადა­მი­ა­ნი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მო­ი­ზი­დოს იღ­ბა­ლი, შეძ­ლოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­სი­კე­თოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სწო­რად გა­ი­ა­როს სუ­ლი­ე­რი ევო­ლუ­ცი­ის გრა­და­ცი­ის გზე­ბი. ფენ შუი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს სიმ­შვი­დის, ნე­ტა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ამის­თვის ის იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სიმ­ბო­ლო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ქმნის თქვენს გარ­შე­მო სი­ლა­მა­ზეს, რო­მე­ლიც უსას­რუ­ლო და მუდ­მი­ვად მზარ­დია.

- თქვენ რო­გორ შე­ი­ტყვეთ ფენ შუის შე­სა­ხებ?

- სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სია მაქვს. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ას­ტრო­ლო­გია. და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ ჩემს სახ­ლში სტუმ­რად მო­ვი­და ფენ შუის ტი­ბე­ტე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მან გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი შე­ი­ტა­ნა ჩემი სახ­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში. მქონ­და გა­დაც­დე­ნე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და შე­საძ­ლო იყო ამას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ეხ­დი­ნა გავ­ლე­ნა. მა­გა­ლი­თად, გა­ზ­ქუ­რა და წყა­ლი იყო გვერ­დიგ­ვერდ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მან ამიხ­სნა, რომ ეს არ არის სწო­რი და მირ­ჩია და­მე­შო­რე­ბი­ნა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან. ამიხ­სნა, სად რა უნდა და­მედ­გა. თა­ვი­დან სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ­ში მივ­ხვდი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ინ­ტე­რი­ერ­ში სწო­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. ამ ადა­მი­ან­მა ჩი­ნე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ ენა­ზე იყო. ვთარ­გმნი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ვა­მუ­შა­ვებ­დი და იმ­დე­ნად გა­მი­ტა­ცა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. ფენ შუი არ არის ად­ვი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა, თუმ­ცა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს.

თუ ეს ში­ნა­გა­ნად შენი არ არის, ამის სწავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. როცა გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, მო­ვა­წყვე ჩემი სახ­ლი, ამის შემ­დეგ და­ვეხ­მა­რე ჩემს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს და ვხე­დავ­დი, რო­გორ იც­ვლე­ბო­და მათი ცხოვ­რე­ბა სა­სი­კე­თოდ. დღეს უკვე ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ფენ შუი, ბა­ლან­სი, წო­ნას­წო­რო­ბა, ანუ ჰარ­მო­ნია სა­ჭი­როა იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ. თუ თქვენ აღ­მოჩ­ნდე­ბით ზო­ნა­ში, რო­მელ­საც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ზონა ჰქვია, რო­გო­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნიც არ უნდა იყოთ, ეს ზონა ვერ მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას. სახ­ლი, სა­დაც თქვენ ცხოვ­რობთ, ოფი­სი სა­დაც თქვენ მუ­შა­ობთ, ეს არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი, ან პი­რი­ქით, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ზი­ხართ მა­გი­დას­თან და მუ­შა­ობთ, თუ ეს არ არის თქვენ­თვის წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი ზონა, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობთ დის­კომ­ფორ­ტს მუ­შა­ო­ბის დროს. ამან შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­გი­ტა­ნოთ ისე­თი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ად­ვი­ლად დაღ­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სხვა. საკ­მა­რი­სია გა­დავ­დგათ თქვე­ნი მა­გი­და თქვენ­თვის ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ ზო­ნა­ში, და­მერ­წმუ­ნეთ უმალ მო­ი­მა­ტებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. და თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
ავტორი:

იმისთვის, რომ სახლი სიმყუდროვის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო - ქართველი ფენშუისტის რჩევები

იმისთვის, რომ სახლი სიმყუდროვის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო - ქართველი ფენშუისტის რჩევები

ფენ შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა, რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. ქართველი ფენშუისტი ეკა კვარაცხელია ფენ შუის ხელოვნებას 10 წლის წინ ეზიარა. ის ეხმარება ადამიანებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორად მოწყობაში, რათა ადამიანი იმყოფებოდეს დადებითი და უარყოფითი ენერგიების დაბალანსებულ გარემოში.

- ფენ შუი არის ჩინური ტრადიცია. ეს არის ცოდნა, სწავლება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის წარმატებისკენ. ფენ შუი სწავლობს ჩვენი სახლის, ოფისის, ნაგებობის, ენერგო პოზიტიურ და ენერგო ნეგატიურ ზონებს. ქართველმა ადამიანმა ოდითგანვე იცოდა, რომ არსებობდა სიბრძნეები, რაც დაკვირვებების შედეგად მიიღწეოდა. ფენ შუი არის ზოგადსაკაცობრიო სიბრძნე, რომელიც ჩინელებმა აიღეს, ერთ წიგნად შეკრეს და უწოდეს ფენ შუი, რაც ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ისინი ამ პრინციპებს ითვალისწინებენ დღესაც და ყველა ნაგებობას, სახლს, ოფისს, სკვერს, სკოლებს და ა.შ. ფენ შუის პრინციპებით აგებენ. მოგეხსენათ, დღეს ჩინელები მსოფლიოში როგორი წარმატებით სარგებლობენ. ფენ შუის სპეციალისტი ეხმარება ადამიანებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორ მოწყობაში, რათა ადამიანი იყოს წარმატებული და მოიზიდოს იღბალი, შეძლოს თავისი შესაძლებლობების სასიკეთოდ რეაბილიტაცია და სწორად გაიაროს სულიერი ევოლუციის გრადაციის გზები. ფენ შუი ეხმარება ადამიანს სიმშვიდის, ნეტარების მოპოვებაში და მის შენარჩუნებაში. ამისთვის ის იძლევა რეკომენდაციებს და სიმბოლოების დახმარებით ქმნის თქვენს გარშემო სილამაზეს, რომელიც უსასრულო და მუდმივად მზარდია.

- თქვენ როგორ შეიტყვეთ ფენ შუის შესახებ?

- სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს. ყოველთვის მაინტერესებდა ასტროლოგია. დაახლოებით ათი წლის წინ ჩემს სახლში სტუმრად მოვიდა ფენ შუის ტიბეტელი სპეციალისტი. მან გარკვეული შენიშვნები შეიტანა ჩემი სახლის ინტერიერში. მქონდა გადაცდენები სამზარეულოში და შესაძლო იყო ამას პირად ცხოვრებაზე მოეხდინა გავლენა. მაგალითად, გაზქურა და წყალი იყო გვერდიგვერდ დამონტაჟებული. მან ამიხსნა, რომ ეს არ არის სწორი და მირჩია დამეშორებინა ისინი ერთმანეთისგან. ამიხსნა, სად რა უნდა დამედგა. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, გამეცინა, მაგრამ შემდეგში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ცხოვრებაში, ინტერიერში სწორად განთავსებული ნივთები. ამ ადამიანმა ჩინეთიდან გამომიგზავნა ლიტერატურა, რომელიც ინგლისურ ენაზე იყო. ვთარგმნიდი ინფორმაციებს, ვამუშავებდი და იმდენად გამიტაცა, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფენ შუი არ არის ადვილი მეცნიერება, თუმცა დიდ სიამოვნებას განიჭებს.

თუ ეს შინაგანად შენი არ არის, ამის სწავლა შეუძლებელია. როცა გარკვეული ცოდნა შევიძინე, მოვაწყვე ჩემი სახლი, ამის შემდეგ დავეხმარე ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა მათი ცხოვრება სასიკეთოდ. დღეს უკვე ადამიანები ხვდებიან, რომ ფენ შუი, ბალანსი, წონასწორობა, ანუ ჰარმონია საჭიროა იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. თუ თქვენ აღმოჩნდებით ზონაში, რომელსაც წარუმატებლობის ზონა ჰქვია, როგორი პოტენციალის მქონე ადამიანიც არ უნდა იყოთ, ეს ზონა ვერ მოგიტანთ წარმატებას. სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ოფისი სადაც თქვენ მუშაობთ, ეს არის თქვენი წარმატების მომტანი, ან პირიქით, წარუმატებლობის მომტანი. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ მაგიდასთან და მუშაობთ, თუ ეს არ არის თქვენთვის წარმატების მომტანი ზონა, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დისკომფორტს მუშაობის დროს. ამან შესაძლოა გარკვეულწილად მოგიტანოთ ისეთი სახის პრობლემები, როგორიცაა ადვილად დაღლა, თავის ტკივილი და სხვა. საკმარისია გადავდგათ თქვენი მაგიდა თქვენთვის ერთ-ერთ წარმატებულ ზონაში, დამერწმუნეთ უმალ მოიმატებს შრომისუნარიანობის კოეფიციენტი. და თქვენი საქმიანობა იქნება წარმატებული...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ