ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველო ავრცელებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 420-ს შეადგენდა.
28 სექტემბერს, ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. სამი მეტრის სიმაღლის ტალღებმა მთლიანად წალეკა სულავესის ცნობილი დასასვენებელი ქალაქი - პალუ. ქალაქის მოსახლეობა და ტურისტები სანაპიროზე ფესტივალის გასამართად ემზადებოდნენ. სამოყვარულო კადრებში კარგად ჩანს, რა სიძლიერის ტალღა ასკდება სანაპიროს და ანადგურებს შენობებს
იხილეთ ვიდეო: რა ხდება ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ