პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...
დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 384-მდე ადა­მი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლია 600-მდე ადა­მი­ა­ნი. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე ჯერ უც­ნო­ბია, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა მი­წისძვრამ გა­მო­იწ­ვია თუ ცუ­ნამ­მა.

28 სექ­ტემ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ ქა­ლაქ პა­ლუს სა­ნა­პი­რო­ებ­თან ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია. სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღებ­მა მთლი­ა­ნად წა­ლე­კა სუ­ლა­ვე­სის ცნო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი - პალუ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტუ­რის­ტე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რა სიძ­ლი­ე­რის ტალ­ღა ას­კდე­ბა სა­ნა­პი­როს და ანად­გუ­რებს შე­ნო­ბებს იხი­ლეთ კად­რე­ბი

პა­ლუ­სა და დონ­გა­ლა­ში უსახ­ლკა­როდ 600 000 ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა. და­ი­კე­ტა პა­ლუს ორი აე­რო­პორ­ტი, ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ჰოს­პი­ტა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არ და­უბ­რუნ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი.

ინ­დო­ნე­ზი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯოკო ვი­დო­დას თქმით, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყნარ ოკე­ა­ნე­ში ძლი­ე­რი ტა­ი­ფუ­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­საც მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რია აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ია­პო­ნი­ი­სა და ტა­ი­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...

დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში - 400-მდე დაღუპული, მიწასთან გასწორებული კუნძულები...

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულია ასობით ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 384-მდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, დაშავებულია 600-მდე ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ამდენი ადამიანის დაღუპვა მიწისძვრამ გამოიწვია თუ ცუნამმა.

28 სექტემბერს, ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. სამი მეტრის სიმაღლის ტალღებმა მთლიანად წალეკა სულავესის ცნობილი დასასვენებელი ქალაქი - პალუ. ქალაქის მოსახლეობა და ტურისტები სანაპიროზე ფესტივალის გასამართად ემზადებოდნენ. სამოყვარულო კადრებში კარგად ჩანს, რა სიძლიერის ტალღა ასკდება სანაპიროს და ანადგურებს შენობებს იხილეთ კადრები

პალუსა და დონგალაში უსახლკაროდ 600 000 ადამიანი დარჩა. დაიკეტა პალუს ორი აეროპორტი, ცუნამის შედეგად დაზიანდა ქალაქის მთავარი ჰოსპიტალი. ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ არ დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს, რადგან მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.

ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდას თქმით, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"