პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი
"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი

კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნაჯა ორაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქ მი­სულ ადა­მი­ა­ნებ­ზე კვლავ გრძელ­დე­ბა. მისი თქმით, 28 სექ­ტემ­ბრის ღა­მით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს კლუბ­თან ახ­ლოს.

"ბოლო პე­რი­ო­დია ბა­სი­ან­თან კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია სის­ტე­მა­ტი­უ­რად აკა­ვებს კლუბ­ში მო­სულ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით იქ­ცე­ვი­ან. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ჩხრი­კეს და და­ა­კა­ვეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან. მათ შო­რის კლუ­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ტუ­რის­ტე­ბიც.

ტე­რო­რი გრძელ­დე­ბა. პრინ­ციპ­ში მა­ი­სის შემ­დეგ არც შე­წყვე­ტი­ლა. უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით ვფიქ­რობ, რომ სა­მუ­და­მოდ დავ­ტო­ვო ქვე­ყა­ნა და ჩემი ხე­ლით დავ­ხუ­რო ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მო­ნა­პო­ვა­რი. სათ­ქმე­ლიც აღა­რა­ფე­რი დაგ­ვრჩა. ღა­მის ეკო­ნო­მი­კა არა ისა. არაფ­რის ღირ­სია ეს ქვე­ყა­ნა" - წერს ორაშ­ვი­ლი.

და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რედ და­კა­ვე­ბულ პი­რებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 22-25 წლის ასა­კის პი­რე­ბი არი­ან.

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, 3 პირი: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ზ., თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ს.ს. და თ.გ. აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - „ექ­სტა­ზი“ და „ამ­ფე­ტა­მი­ნი“ ამო­ი­ღო. ა.ზ. კი და­კა­ვე­ბუ­ლია ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი

"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ საპოლიციო კონტროლი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მისულ ადამიანებზე კვლავ გრძელდება. მისი თქმით, 28 სექტემბრის ღამით რამდენიმე ადამიანი დააკავეს კლუბთან ახლოს.

"ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც.

ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა" - წერს ორაშვილი.

დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, წერეთლის გამზირის მიმდებარედ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ. დაკავებულები 22-25 წლის ასაკის პირები არიან.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ექსტაზი“ და „ამფეტამინი“ ამოიღო. ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორია შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი