მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება
7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს წარ­მოგ­ვიდ­გენს:

ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა

1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის ტაქ­სის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის 9 659 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ტაქ­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცია არ ექ­ნე­ბათ გავ­ლი­ლი, 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე-3 ფაზა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მე­სა­მე ფაზა ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ოქ­ტომ­ბრი­დან ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 3,000 კუ­ბუ­რი სმ ან მე­ტია. პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია ცხე­ლი ხაზი (1484), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:00- დან 18:00 სა­თამ­დე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 1-ლი ივ­ლი­სი­დან კი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ამოქ­მედ­და. მთლი­ა­ნად ავ­ტო­პარ­კის­თვის კი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის აკ­რძალ­ვა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია დას­ჯა­დი ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­რძალ­ვა 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, უკვე 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან კი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით. გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რით გა­მო­იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით.

კრე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა

ოქ­ტომ­ბრი­დან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის კრე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სეს­ხის გა­ცე­მი­სას, შე­მო­სავ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს შო­რის რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლის სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, რაც გა­ა­მარ­ტი­ვებს სეს­ხის აღე­ბის პრო­ცესს იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თაც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება, ეს ცვლილებები კი თითქმის ყველა მოქალაქეს შეეხება. „ბიზნესპრესნიუსი“ 1-ლი ოქტომბრიდან დაგეგმილ რეგულაციებს წარმოგვიდგენს:

ტაქსების ლიცენზირება

1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. როგორც თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 9 659 ნებართვაა გაცემული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1-ლი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ტექდათვალიერების მე-3 ფაზა

1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. კერძოდ, ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00- დან 18:00 სათამდე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.

პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

1-ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი ხდება. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.

აღსანიშნავია, რომ რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარით გამოიწვევს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

კრედიტის აღების პროცესის გამარტივება

ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება. შეგახსენებთ, რომ სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო ხდება. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება, რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ წაიკითხეთ მეტი

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება - აღდგება ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო