პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, სავარაუდოდ, ჰაკერების ხელშია
"ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, სავარაუდოდ, ჰაკერების ხელშია

კომ­პა­ნია "ფე­ის­ბუ­ქი" უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს შე­ე­ხო.

"25 სექ­ტემ­ბერს ინ­ჟინ­რე­ბის ჩვენ­მა გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც 50 მი­ლი­ო­ნამ­დე პრო­ფილს შე­ე­ხო“, - გა­ნა­ცხა­და პრო­დუქ­ტის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გაი რო­უ­ზენ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა ისარ­გებ­ლეს „ფე­ის­ბუ­ქის“ კო­დის და­უც­ვე­ლო­ბით, რა­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია ფუნ­ქცი­ა­ზე „ჩემი პრო­ფი­ლის ნახ­ვა“. „ამან მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­ე­პა­რათ წვდო­მის მარ­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნეს ადა­მი­ან­თა „ექა­უნ­თე­ბის“ გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წვდო­მის მარ­კე­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დარ­ჩნენ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლე­ბი „ფე­ის­ბუქ­ში“ ისე, რომ არ იყოს სა­ჭი­რო ყო­ველ ჯერ­ზე პა­რო­ლის შეყ­ვა­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მოხ­მა­რე­ბი­სას.

ასევე დაგაინტერესებთ
11:43 / 03-10-2018

რატომ არ მუშაობს "ინსტაგრამი"?

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მა ამ დრო­ის­თვის მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს აც­ნო­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ვი­დან მო­მარ­თა მარ­კე­რე­ბი 50 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რო­მელ­თა ექა­უნ­თებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ე­ხო.

ასე­ვე, კომ­პა­ნი­ამ, უსაფრ­თო­ხო­ე­ბის ზო­მე­ბის სა­ხით, გა­და­წყვი­ტა წვდო­მის მარ­კე­რე­ბი გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა კი­დევ 40 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. „შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით 90 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­დან გა­ი­ა­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია „ფე­ის­ბუქ­ზე“ ან სხვა პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა „ფე­ის­ბუ­ქის „ლო­გი­ნი“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფუნ­ქცია „ჩემი პრო­ფი­ლის ნახ­ვა“ დრო­ე­ბით გა­თი­შუ­ლია მისი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად. რო­უ­ზე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აქვთ წვდო­მა ბო­როტ­მოქ­მე­დებს და გა­მო­ი­ყე­ნეს თუ არა ის არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ. ასე­ვე უც­ნო­ბია, ვინ დგას ამ თავ­დას­ხმის უკან.

ავტორი:

"ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, სავარაუდოდ, ჰაკერების ხელშია

"ფეისბუქის" 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, სავარაუდოდ, ჰაკერების ხელშია

კომპანია "ფეისბუქი" უსაფრთხოების სისტემაში პრობლემის აღმოჩენის შესახებ იუწყება, რომელიც სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებელს შეეხო.

"25 სექტემბერს ინჟინრების ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც 50 მილიონამდე პროფილს შეეხო“, - განაცხადა პროდუქტის მართვის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა გაი როუზენმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუქის“ კოდის დაუცველობით, რამაც გავლენა იქონია ფუნქციაზე „ჩემი პროფილის ნახვა“. „ამან მათ საშუალება მისცა მოეპარათ წვდომის მარკერები, რომლებიც მათ შემდეგ გამოიყენეს ადამიანთა „ექაუნთების“ გასაკონტროლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, წვდომის მარკერები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ ავტორიზებულები „ფეისბუქში“ ისე, რომ არ იყოს საჭირო ყოველ ჯერზე პაროლის შეყვანა სოციალური ქსელის მოხმარებისას.

კომპანიის განცხადებით, პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია და ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ თავიდან მომართა მარკერები 50 მილიონი მომხმარებლისთვის, რომელთა ექაუნთებსაც აღნიშნული პრობლემა შეეხო.

ასევე, კომპანიამ, უსაფრთოხოების ზომების სახით, გადაწყვიტა წვდომის მარკერები გადაეყენებინა კიდევ 40 მილიონი მომხმარებლისთვის. „შედეგად, დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი იძულებული იქნება თავიდან გაიაროს ავტორიზაცია „ფეისბუქზე“ ან სხვა პროგრამებზე, რომლებშიც გამოიყენება „ფეისბუქის „ლოგინი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფუნქცია „ჩემი პროფილის ნახვა“ დროებით გათიშულია მისი უსაფრთხოების შესამოწმებლად. როუზენის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ინფორმაციაში აქვთ წვდომა ბოროტმოქმედებს და გამოიყენეს თუ არა ის არადანიშნულებისამებრ. ასევე უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე