მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება
თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდა ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას არ უკავ­შირ­დე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის იდენ­ტუ­რია წინა დღე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი რი­ცხვი­სა და მო­თხოვ­ნა არ­სე­ბი­თად არ გაზ­რდი­ლა.

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც თით­ქოს გა­მო­იწ­ვია იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბა.

გან­ვმარ­ტავთ, რომ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის იდენ­ტუ­რია წინა დღე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი რი­ცხვი­სა და მო­თხოვ­ნა არ­სე­ბი­თად არ გაზ­რდი­ლა.

რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გახ­და ცნო­ბი­ლი, დღეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე­ობს მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პირ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზის გამო, ჭარ­ბი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის, არა­მედ, სხვა ქა­ლა­ქე­ბის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­შიც.

რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას, იგი 1-ელი აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყო. ნე­ბარ­თვის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით, ისე თბი­ლი­სის ათი­ვე რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში. 21 აგ­ვის­ტო­დან ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლშიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ არა­ერ­თხელ გა­ავ­რცე­ლა, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში გა­დი­ო­და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, ასე­ვე, არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­უ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის­კენ თბი­ლი­სის მერ­მა. ამ­ჟა­მად გა­ცე­მუ­ლია 9500-ზე მეტი ნე­ბარ­თვა.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსურ­ველს ნე­ბარ­თვის აღე­ბა შე­უძ­ლია მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­შიც, თუმ­ცა, ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბამ­დე ტაქ­სებს 1 ოქ­ტომ­ბრი­დან ეკ­რძა­ლე­ბათ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა და ნე­ბარ­თვის არმ­ქო­ნე ტაქ­სის მფლო­ბე­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა.

რე­გის­ტრა­ცია ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხვალ, 29 სექ­ტემ­ბერს, 18:00 სა­ა­თამ­დე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, შარ­ტა­ვას ქ. N7, თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში, პირ­ველ სარ­თულ­ზე", -აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მთე­ლი დღეა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის გრძე­ლი რიგი დგას. მძღო­ლებს ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა სურთ. რო­გორც ტაქ­სის მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, გრძელ რიგ­ში დი­ლი­დან დგა­ნან. ამას­თან, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება. მათი განმარტებით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება.

განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, იგი 1-ელი აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება ხვალ, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრში, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობაში, პირველ სართულზე", -აცხადებენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, იუსტიციის სახლში მთელი დღეა ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ. როგორც ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობს, გრძელ რიგში დილიდან დგანან. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში გართულებული იყო გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ