პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოებისა და პოპულარობის გამო "მის ერაყი 2015" მოკლეს
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოებისა და პოპულარობის გამო "მის ერაყი 2015" მოკლეს

ერა­ყის დე­და­ქა­ლაქ ბაღ­დად­ში 2015 წლის "მის ერა­ყის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22 წლის ტარა ფა­რე­სი მოკ­ლეს. ტე­ლე­არხ Kurdistan24-თან სა­უ­ბარ­ში, ქვეყ­ნის შს მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ონ­ში სა­კუ­თა­რი სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც მას უც­ნო­ბი პი­რე­ბი დახ­ვდნენ და სამი ტყვია ეს­რო­ლეს.

თვითმხილ­ვე­ლებ­მა ის სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ექი­მე­ბის თქმით, გო­გო­ნას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნის დროს სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "მის ერა­ყის" ტი­ტუ­ლის აღე­ბის შემ­დეგ ტარა ფა­რესს დევ­ნიდ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რის გა­მოც ის ქუ­ჩა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­მო­დი­ო­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ის მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი და აწა­მეს.

1972 წლის შემ­დეგ ერაყ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად 2015 წელს ჩა­ტარ­და. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, კონ­კურ­სში ტარა ფა­რეს­მა გა­ი­მარ­ჯვა. მა­შინ ის 19 წლის იყო. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო გო­გო­ნას ოჯახს მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ, რად­გან მისი ქმე­დე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

ასე­თი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­რის­კა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. თუმ­ცა ტა­რას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნას ერა­ყე­ლი რა­დი­კა­ლე­ბის­გან ისე­თი მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, რომ მალე მო­დე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად ევ­რო­პა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. მისი გა­რე­მოც­ვა ამ­ბობ­და, რომ გო­გო­ნას იქ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უმ­ძიმ­და და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ტარა ფა­რე­სი ზოგ­ჯერ უცხო­ეთ­ში გა­მარ­თულ მო­დის ჩვე­ნე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ამავდრო­უ­ლად სი­ლა­მა­ზე­სა და ქა­ლის უფ­ლე­ბებ­ზე ინ­ტერ­ნეტბ­ლოგს უძღვე­ბო­და... მას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე 3 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­მომ­წე­რი ყავ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ის თავ­დამ­სხმე­ლე­ბის სა­მიზ­ნე სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბის გამო გახ­და.

ტარა ფა­რე­სის ოჯა­ხი ქურ­თის­ტა­ნის დე­და­ქა­ლაქ ერ­ბი­ლი­დან იყო. გო­გო­ნა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სწო­რედ თა­ვის ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბრენ­დის სახე იყო. ამის გამო ბაღ­დად­ში ჩას­ვლა ხში­რად უწევ­და... სწო­რედ ერთ-ერთი შეხ­ვედ­რა­ზე მი­მა­ვალს დახ­ვდნენ და სამი ტყვია ეს­რო­ლეს - თა­ვი­სა და მკერ­დის არე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოებისა და პოპულარობის გამო "მის ერაყი 2015" მოკლეს

"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოებისა და პოპულარობის გამო "მის ერაყი 2015" მოკლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 2015 წლის "მის ერაყის" გამარჯვებული 22 წლის ტარა ფარესი მოკლეს. ტელეარხ Kurdistan24-თან საუბარში, ქვეყნის შს მინისტრი აცხადებს, რომ გოგონა ქალაქის ცენტრალურ რაიონში საკუთარი სპორტული მანქანით მოძრაობდა, რა დროსაც მას უცნობი პირები დახვდნენ და სამი ტყვია ესროლეს.

თვითმხილველებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, გოგონას სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, "მის ერაყის" ტიტულის აღების შემდეგ ტარა ფარესს დევნიდნენ და ემუქრებოდნენ, რის გამოც ის ქუჩაში პრაქტიკულად არ გამოდიოდა. არსებული ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ის მძევლად ჰყავდათ აყვანილი და აწამეს.

1972 წლის შემდეგ ერაყში სილამაზის კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონკურსში ტარა ფარესმა გაიმარჯვა. მაშინ ის 19 წლის იყო. კონკურსში მონაწილეობის გამო გოგონას ოჯახს მუდმივად ემუქრებოდნენ, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, აუცილებლად მოკლავდნენ, რადგან მისი ქმედება შარიათის კანონებს ეწინააღმდეგებოდა.

ასეთი წნეხის მიუხედავად, მან გარისკა და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა ტარას ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენას ერაყელი რადიკალებისგან ისეთი მწვავე რეაქციები მოჰყვა, რომ მალე მოდელი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ევროპაში გადასულიყო. მისი გარემოცვა ამბობდა, რომ გოგონას იქ ცხოვრება ძალიან უმძიმდა და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა.

ტარა ფარესი ზოგჯერ უცხოეთში გამართულ მოდის ჩვენებებშიც მონაწილეობდა და ამავდროულად სილამაზესა და ქალის უფლებებზე ინტერნეტბლოგს უძღვებოდა... მას "ინსტაგრამის" გვერდზე 3 მილიონამდე გამომწერი ყავდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ის თავდამსხმელების სამიზნე სწორედ ინტერნეტში განთავსებული თამამი ფოტოების გამო გახდა.

ტარა ფარესის ოჯახი ქურთისტანის დედაქალაქ ერბილიდან იყო. გოგონა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწორედ თავის ქალაქში ცხოვრობდა, სადაც რამდენიმე ბრენდის სახე იყო. ამის გამო ბაღდადში ჩასვლა ხშირად უწევდა... სწორედ ერთ-ერთი შეხვედრაზე მიმავალს დახვდნენ და სამი ტყვია ესროლეს - თავისა და მკერდის არეში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე