პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა" - რისი კომპლექსი აქვს ცირა კობიაშვილს და რას საყვედურობენ მას ყველაზე ხშირად
"კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა" - რისი კომპლექსი აქვს ცირა კობიაშვილს და რას საყვედურობენ მას ყველაზე ხშირად

ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი - ცირა კო­ბი­აშ­ვი­ლი თურ­ქულ საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­რას კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და. 28 სექ­ტემ­ბერს კი­დევ ერთი კონ­ცერ­ტი ექ­ნე­ბა, ამ­ჯე­რად - ბა­თუმ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი მე­ო­რე კლი­პის გა­და­ღე­ბაც იგეგ­მე­ბა. რო­გორც ცი­რამ ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ცოტა გა­დაღ­ლი­ლია, თუმ­ცა კვლავ აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

- ცირა, რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რე, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი გოგო ხარ?

- გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვარ, არ მაქვს. თავს ჩვე­უ­ლებ­რივ გო­გოდ მი­ვიჩ­ნევ... სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა ალ­ბათ, მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­დე­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მიც­ნო.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან. ზედ­მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლიც კი. ჩემ­თვის სიყ­ვა­რულს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მიყ­ვარს რო­მან­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ყოფ­ნა და პარტნი­ო­რიც თუ ანა­ლო­გი­უ­რად მექ­ცე­ვა, ძა­ლი­ან მომ­წონს.

- გა­იხ­სე­ნე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი ბოლო რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, სი­ურპრი­ზი...

- სა­ჩუქ­რე­ბით ყო­ველ­თვის მა­ნე­ბივ­რე­ბენ, მაგ­რამ კონ­კრე­ტულს ვე­რა­ფერს გა­ვიხ­სე­ნებ, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლია.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რას გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- იმას, რომ ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი, ეგო­ის­ტი ვარ - ამას ჩემს დე­დი­სერ­თო­ბას ვაბ­რა­ლებ. ვცდი­ლობ, "მი­ნუ­სე­ბი" - მე­სა­კუთ­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­რო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხან­და­ხან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ცოტა ზარ­მა­ცი ვარ. მირ­ჩე­ვენ, რომ უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვიყო საქ­მი­სად­მი, არ უნდა ვიყო მე­სა­კუთ­რე, ეგო­ის­ტი და სხვებ­საც გა­ვუ­წიო ან­გა­რი­ში.

- შენი ხა­სი­ა­თის რო­მე­ლი თვი­სე­ბით ამა­ყობ?

- სა­მარ­თლი­ა­ნი ვარ და სხვე­ბის­გა­ნაც ამას ვი­თხოვ - მე­გობ­რე­ბის­გან, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვის მი­მარ­თაც თა­ვად ვარ სა­მარ­თლი­ა­ნი. ერ­თგუ­ლიც ვარ. პირ­ფე­რო­ბა და ორ­პი­რო­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებს. მი­მაჩ­ნია, რომ პირ­და­პი­რო­ბა ჩემი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა, რად­გან რა­საც ადა­მი­ან­ზე ვფიქ­რობ, ემო­ცი­ით და სი­ტყვი­ე­რად იმა­ვეს გა­მოვ­ხა­ტავ.

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა თუ გჩ­ვე­ვია?

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა თუ გჩ­ვე­ვია?

- რო­გორ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- რო­გორ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც მჭირ­დე­ბა (იცი­ნის).

- რამ შე­იძ­ლე­ბა მოთ­მი­ნე­ბა და­გა­კარ­გვი­ნოს და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და­ი­წყო?

- ალ­ბათ, სა­ცო­ბებ­ში, როცა სა­ჭეს­თან ვზი­ვარ; ან თუ ვინ­მე რა­ღა­ცას მიმ­ტკი­ცებს და ვიცი, რომ ის სი­მარ­თლე არ არის, ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა, უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა" - რისი კომპლექსი აქვს ცირა კობიაშვილს და რას საყვედურობენ მას ყველაზე ხშირად

"კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა" - რისი კომპლექსი აქვს ცირა კობიაშვილს და რას საყვედურობენ მას ყველაზე ხშირად

ახალგაზრდა მომღერალი - ცირა კობიაშვილი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ცირას კონცერტები ჰქონდა. 28 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ექნება, ამჯერად - ბათუმში. პარალელურად, მისი მეორე კლიპის გადაღებაც იგეგმება. როგორც ცირამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში განაცხადა, ცოტა გადაღლილია, თუმცა კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

- ცირა, როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- გაფეტიშებული წარმოდგენა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არ მაქვს. თავს ჩვეულებრივ გოგოდ მივიჩნევ... საკუთარი მომხიბვლელობა ალბათ, მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ფართო საზოგადოებამ გამიცნო.

- რომანტიკული ხარ?

- ძალიან. ზედმეტად რომანტიკულიც კი. ჩემთვის სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარს რომანტიკულ სიტუაციებში ყოფნა და პარტნიორიც თუ ანალოგიურად მექცევა, ძალიან მომწონს.

- გაიხსენე საყვარელი ადამიანისგან მიღებული ბოლო რომანტიკული საჩუქარი, სიურპრიზი...

- საჩუქრებით ყოველთვის მანებივრებენ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გავიხსენებ, რადგან თითოეული საჩუქარი ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიყვარულის გამომხატველია.

- ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- იმას, რომ ძალიან ეჭვიანი, ეგოისტი ვარ - ამას ჩემს დედისერთობას ვაბრალებ. ვცდილობ, "მინუსები" - მესაკუთრეობა გამოვასწორო. იმასაც ამბობენ, რომ ხანდახან უპასუხისმგებლო და ცოტა ზარმაცი ვარ. მირჩევენ, რომ უფრო მოტივირებული ვიყო საქმისადმი, არ უნდა ვიყო მესაკუთრე, ეგოისტი და სხვებსაც გავუწიო ანგარიში.

- შენი ხასიათის რომელი თვისებით ამაყობ?

- სამართლიანი ვარ და სხვებისგანაც ამას ვითხოვ - მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვის მიმართაც თავად ვარ სამართლიანი. ერთგულიც ვარ. პირფერობა და ორპირობა არ მახასიათებს. მიმაჩნია, რომ პირდაპირობა ჩემი საუკეთესო თვისებაა, რადგან რასაც ადამიანზე ვფიქრობ, ემოციით და სიტყვიერად იმავეს გამოვხატავ.

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- როგორ სიტუაციაში?

- როგორ სიტუაციაშიც მჭირდება (იცინის).

- რამ შეიძლება მოთმინება დაგაკარგვინოს და ბილწსიტყვაობა დაიწყო?

- ალბათ, საცობებში, როცა საჭესთან ვზივარ; ან თუ ვინმე რაღაცას მიმტკიცებს და ვიცი, რომ ის სიმართლე არ არის, ასეთ დროს შეიძლება, უცენზურო სიტყვები გამოვიყენო...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ