მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს
როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­თა და სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით რეკ­ლა­მის მი­ღე­ბა უკვე თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. ბან­კე­ბი, ტექ­ნი­კი­სა თუ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი... - პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის ამ ფორ­მას ძა­ლი­ან ბევ­რი მსხვი­ლი თუ შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნია მი­მარ­თავს. რო­გორც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გი, ანუ სმს-რეკ­ლა­მე­ბის გაგ­ზავ­ნა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ იკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზეც, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტის თა­თია კა­ჭა­რა­ვას გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პი­რად სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის რამ­დე­ნი­მე გზა აქვთ:

  • პირ­ვე­ლი, როცა მო­ქა­ლა­ქე თა­ვად აცხა­დებს თან­ხმო­ბას ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე
  • მე­ო­რე, მო­ნა­ცე­მე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბი­დან (მა­გა­ლი­თად, თუ მო­ქა­ლა­ქემ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­იტ­ზე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა ღიად მი­უ­თი­თა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და სხვა)
  • ასე­ვე თუ სხვა კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ას უკვე აქვს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი (სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი, ფაქ­სის ნო­მე­რი) მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნი­თაც.

„ხში­რად სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე კომ­პა­ნი­ებს თა­ვად ვთან­ხმდე­ბით - მა­გა­ლი­თად, დაგ­რო­ვე­ბი­თი ბა­რა­თის შევ­სე­ბი­სას მა­ღა­ზი­ას ვაძ­ლევთ უფ­ლე­ბას გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტორს ვრთავთ ნე­ბას გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის და სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­თან­ხმდე­ბა თუ არა მო­ქა­ლა­ქე მისი მო­ნა­ცე­მე­ბის მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, მას უფ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ დროს უარი თქვას ამა­ვე მიზ­ნით სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დგომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამას­თან, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მნას ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ჭა­რა­ვა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს უა­რის თქმის მე­ქა­ნიზ­მი და მკა­ფიო მი­თი­თე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა - ე.წ. SMS OFF; ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა იძ­ლე­ო­დეს მას­ზე უა­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას. ე.წ Unsubscribe ღი­ლა­კის, ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

„მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა მო­ნა­ცემ­თა დამ­მუ­შა­ვე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მოს­თხო­ვოს, შე­წყვი­ტოს მისი მო­ნა­ცე­მე­ბის პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ეს მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლოს მო­თხოვ­ნი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში. თუ კომ­პა­ნია უა­რის მი­ღე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის შემ­დგომ აგ­რძე­ლებს სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას, შე­გიძ­ლი­ათ, მი­მარ­თოთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს", - აღ­ნიშ­ნავს აპა­რა­ტის მთა­ვა­რი იუ­რის­ტი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის გზით სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მცი­რე და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ამ კუ­თხით კა­ნო­ნიც ლი­ბე­რა­ლუ­რია, რეკ­ლა­მი­რე­ბის მსგავ­სი ფორ­მა ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სმს-ით მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად sms no ფუნ­ქცია უბ­რა­ლოდ, არ მუ­შა­ობს და სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელ­დე­ბა.

„ავერ­სის კლი­ნი­კის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ფორ­მით რეკ­ლა­მი­რე­ბას მათი კომ­პა­ნი­აც მი­მარ­თავს, თუმ­ცა თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­რეკ­ლა­მო ტი­პის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე უარს აცხა­დებს, ესე­მე­სე­ბის გაგ­ზავ­ნა წყდე­ბა.

„პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა გვაქვს, როცა პა­ცი­ენ­ტი მო­დის ჩვენს კლი­ნი­კა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ტო­ვებს თა­ვის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა მოხ­დეს შემ­დგომ­ში მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სხვა სა­ხის სერ­ვი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მებს შემ­დგომ­ში თუნ­დაც პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის­თვის ვი­ყე­ნებთ, ვაგ­ზავ­ნით სმს-ებს, მომ­ხმა­რებ­ლებს ვა­ტყო­ბი­ნებთ აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. თუ მო­დის უარ­ყო­ფა და აღარ უნ­დათ ამა თუ იმ სერ­ვის­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა წყდე­ბა", - აცხა­დებს თაკო გაგ­ნი­ძე.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი ფი­ნან­სურ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 3000 ლა­რია, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - 10 000 ლარი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 23 ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ჯა­რიმ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი სან­ქცია 14 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­კის­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

ელექტრონული ფოსტითა და სმს-შეტყობინებებით რეკლამის მიღება უკვე თითოეული მომხმარებლის ყოველდღიურობაა. ბანკები, ტექნიკისა თუ ავტომანქანის საბურავების მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები... - პირდაპირი მარკეტინგის ამ ფორმას ძალიან ბევრი მსხვილი თუ შედარებით მცირე ზომის კომპანია მიმართავს. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში Ambebi.ge-ს განუცხადეს, პირდაპირი მარკეტინგი, ანუ სმს-რეკლამების გაგზავნა კანონმდებლობით არ იკრძალება, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ინსპექტორის აპარატში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის საკითხების რეგულირებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მთავარი იურისტის თათია კაჭარავას განმარტებით, კომპანიებს მომხმარებლების პირად საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომის რამდენიმე გზა აქვთ:

  • პირველი, როცა მოქალაქე თავად აცხადებს თანხმობას ამ ინფორმაციის გაცემაზე
  • მეორე, მონაცემები ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან (მაგალითად, თუ მოქალაქემ ტელეფონის ნომერი ყიდვა-გაყიდვის საიტზე გაასაჯაროვა, ელექტრონული ფოსტა ღიად მიუთითა "ფეისბუქის" გვერდზე და სხვა)
  • ასევე თუ სხვა კანონიერი მიზნით, კომპანიას უკვე აქვს შეგროვებული საკონტაქტო მონაცემები (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი) მათი გამოყენება შესაძლებელია მარკეტინგის მიზნითაც.

„ხშირად საკუთარი მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაზე კომპანიებს თავად ვთანხმდებით - მაგალითად, დაგროვებითი ბარათის შევსებისას მაღაზიას ვაძლევთ უფლებას გამოგვიგზავნოს შეტყობინებები, მობილურ ოპერატორს ვრთავთ ნებას გამოიყენოს ჩვენი ტელეფონის ნომერი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის და სხვა. მიუხედავად იმისა, დათანხმდება თუ არა მოქალაქე მისი მონაცემების მარკეტინგის მიზნით გამოყენებას ფიქსირებული თუ სხვა ნებისმიერი ფორმით, მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას ამავე მიზნით საკუთარი მონაცემების შემდგომში გამოყენებაზე. ამასთან, კომპანია ვალდებულია შექმნას ამ უფლების გამოყენების ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები“, - აღნიშნავს კაჭარავა.

მისივე განმარტებით, სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს უარის თქმის მექანიზმი და მკაფიო მითითება იმაზე, თუ როგორ შეუძლია მოქალაქეს სარეკლამო შეტყობინების მიღების შეწყვეტა - ე.წ. SMS OFF; ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი სარეკლამო შეტყობინება უნდა იძლეოდეს მასზე უარის თქმის საშუალებას. ე.წ Unsubscribe ღილაკის, ან სხვა საშუალების გამოყენებით.

„მოქალაქეს აქვს უფლება მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით მოსთხოვოს, შეწყვიტოს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენება. კომპანია ვალდებულია ეს მოთხოვნა შეასრულოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ კომპანია უარის მიღებიდან 10 სამუშაო დღის შემდგომ აგრძელებს სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს", - აღნიშნავს აპარატის მთავარი იურისტი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პირდაპირი მარკეტინგის გზით სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირება კომპანიებისთვის ძალიან მცირე დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან ამ კუთხით კანონიც ლიბერალურია, რეკლამირების მსგავსი ფორმა ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. სმს-ით მომსახურების შეთავაზება ბევრ ადამიანს ძალიან აღიზიანებს.

მომხმარებლები იმასაც ამბობენ, რომ ხშირად sms no ფუნქცია უბრალოდ, არ მუშაობს და სარეკლამო მესიჯების გამოგზავნა დაუსრულებლად გრძელდება.

„ავერსის კლინიკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ ამ ფორმით რეკლამირებას მათი კომპანიაც მიმართავს, თუმცა თუ მომხმარებელი სარეკლამო ტიპის შეტყობინებაზე უარს აცხადებს, ესემესების გაგზავნა წყდება.

„პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა გვაქვს, როცა პაციენტი მოდის ჩვენს კლინიკაში მომსახურების მისაღებად. შესაბამისად, იგი ნებაყოფლობით ტოვებს თავის საკონტაქტო ინფორმაციას, რათა მოხდეს შემდგომში მათთან დაკავშირება და სხვა სახის სერვისების განხორციელება. ამ მონაცემებს შემდგომში თუნდაც პირდაპირი მარკეტინგისთვის ვიყენებთ, ვაგზავნით სმს-ებს, მომხმარებლებს ვატყობინებთ აქციების შესახებ. თუ მოდის უარყოფა და აღარ უნდათ ამა თუ იმ სერვისზე ინფორმაციის მიღება, შეტყობინებების გაგზავნა წყდება", - აცხადებს თაკო გაგნიძე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის დადგენის შემთხვევაში კანონი ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 3000 ლარია, 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი - 10 000 ლარი.

მათივე ცნობით, გასული წლის განმავლობაში პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის 23 ორგანიზაცია დაჯარიმდა. მიმდინარე წელს კი სანქცია 14 ორგანიზაციას დაეკისრა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"