საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ავუხ­სე­ნი, თუ რამ­დე­ნად არა­ევ­რო­პუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა, რო­გორ არა­ევ­რო­პუ­ლად იქ­ცე­ვი­ან ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის (ODIHR) არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­მო­ზე ისა­უბ­რა.

"ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი, თუ რამ­დე­ნად არა­ევ­რო­პუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა, თუ რო­გორ არა­ევ­რო­პუ­ლად იქ­ცე­ვი­ან ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბი, თუმ­ცა ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ევ­რო­პა­ზე და თა­ვი­ანთ და­სა­ხე­ლე­ბა­შიც ევ­რო­პა ფი­გუ­რი­რებს. ჯერ კი­დევ ვერ გა­ი­გეს, თუ რას ნიშ­ნავს ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის კამ­პა­ნია. მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ქვე­ყა­ნა მა­ინც გა­და­ვა არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის სტილ­ზე, არა­მედ ევ­რო­პულ მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე იმ კუ­თხით, რომ ამ­დე­ნი აგ­რე­სი­ი­თა სი­ძულ­ვი­ლით საქ­მე არ კეთ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ ის და მისი ოჯა­ხი რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

"ღმერ­თმა შე­არ­გოს... თქვენ გინ­დათ, რომ გა­და­მიყ­ვა­ნოთ არა­ევ­რო­პულ კამ­პა­ნი­ა­ზე, რომ მეც და­ვი­წყო რა­ღაც ბრალ­დე­ბე­ბი?! თვი­თონ ამ­ბობს, კაცი რაც არის და მე მგო­ნი, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, სა­ი­დან მო­დის, სად მუ­შა­ობ­და. ეს არის ის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ამომ­რჩე­ველ­მა უნდა გა­ა­კე­თოს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი, მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე ერთ-ერთ რუ­სულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ ის და მისი ოჯა­ხი რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

VIDEO: სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი: "არა­ევ­რო­პუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!

შეხვედრის მონაწილეებს ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებთან საპრეზიდენტო არჩევნების გარემოზე ისაუბრა.

"ყველაფერი ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, თუ როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, თუმცა ბევრს საუბრობენ ევროპაზე და თავიანთ დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს. ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მაინც გადავა არა მხოლოდ ევროპული კამპანიების სტილზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე იმ კუთხით, რომ ამდენი აგრესიითა სიძულვილით საქმე არ კეთდება ქვეყანაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის და მისი ოჯახი რუსული კულტურის წარმომადგენლები არიან.

"ღმერთმა შეარგოს... თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე, რომ მეც დავიწყო რაღაც ბრალდებები?! თვითონ ამბობს, კაცი რაც არის და მე მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა. ეს არის ის ფაქტები, რომელზეც ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი რუსული კულტურის წარმომადგენლები არიან.

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი: "არაევროპული საარჩევნო გარემოა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები