პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველ ქალებს თავისუფლება უყვართ..." - რაზეა ფილმი, რომელშიც ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს?
"ქართველ ქალებს თავისუფლება უყვართ..." - რაზეა ფილმი, რომელშიც ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს?

ბოლო პე­რი­ოდ­ში, თურ­ქუ­ლი კინო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცოტა ხნის წინ, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ­თან, ემრე ქი­ზი­ლირ­მაკ­თან ერ­თად, ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს, რომ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი­და­ნაც გა­ირ­კვა, რომ მომ­ღე­რა­ლი თურქ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ფილმში. დე­ტა­ლე­ბის გა­სა­გე­ბად, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ემ­რეს, მან გვი­ამ­ბო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზი და გაგ­ვი­ზი­ა­რა თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. მსა­ხი­ობ­მა ისიც კი გვი­თხრა, რომ ქარ­თუ­ლის სწავ­ლას აპი­რებს.

ემრე ქი­ზი­ლირ­მა­კი:

- ჯერ­ჯე­რო­ბით „გა­მარ­ჯო­ბა“ ერ­თა­დერ­თი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად ვის­წავ­ლე.

- აპი­რებ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლას?

- დიახ, მინ­და ვის­წავ­ლო ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი.

- მოგ­ვი­ყე­ვი შენ­ზე, მარ­თა­ლია, რომ გარ­და მსა­ხი­ო­ბო­ბი­სა, კა­ლათ­ბურ­თით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მე ვი­ყა­ვი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ ახლა ეს უბ­რა­ლოდ ჰო­ბია ჩემ­თვის, კარ­გი ჰობი (იღი­მის)... ვთა­მა­შობ­დი ეროვ­ნულ გუნდში სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, შემ­დეგ კა­ლათ­ბურ­თი მუ­სი­კამ ჩა­ა­ნაც­ვლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. როკ-ჯგუ­ფი მქონ­და, მე ვმღე­რო­დი და გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი. მას შემ­დეგ, რაც ჩემ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ჯგუფ­მა შე­წყვი­ტა არ­სე­ბო­ბა, როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, და­ვი­წყე მო­დე­ლო­ბა სტამ­ბულ­ში. მე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "სა­უ­კე­თე­სო თურ­ქი მო­დე­ლის" კონ­კურ­სში და მე­ო­რე ად­გი­ლი მო­მა­ნი­ჭეს. შემ­დეგ მი­მიწ­ვი­ეს სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე და იქ 50 ქვე­ყა­ნას შო­რის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლად მა­ღი­ა­რეს. შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე მი­მე­ღო სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა და ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და კა­დირ ჰა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- რა­ტომ შე­წყვი­ტა თქვენ­მა როკ-ჯგუფ­მა არ­სე­ბო­ბა?

-ვხვდე­ბო­დით, რომ ვერ მი­ვაღ­წევ­დით წარ­მა­ტე­ბას მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე მო­მე­ძებ­ნა სხვა გზა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის. 2009 წელს და­ი­წყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი - "aşk bır hayal", რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი. ამ სე­რი­ა­ლის 75 ეპი­ზოდს მოჰ­ყვა "dedektif memoli"-ს 13 სე­რია, შემ­დეგ იყო: "kara para aşk" - 55 სე­რია, "bir deniz hikayesi" - 9 სე­რია... ასე­ვე მაქვს მთა­ვა­რი როლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ან კინო-ფილმში "peri masali" და "aşk masalı". ახლა კი, ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გა­და­ვი­ღოთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფილ­მი თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვილ ის­ტო­რი­ა­ზე. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი კი ჩემი პარტნი­ო­რი.

- რა წარ­მოდ­გე­ნა გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­ნამ ჩა­მოხ­ვი­დო­დით?

- ბევ­რი კარ­გი რამ მქონ­და გა­ნა­გო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლი კი­ნოს წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ... და როცა ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვე­დი, შევ­ხვდი ძა­ლი­ან კე­თილ ხალ­ხს, ვნა­ხე ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა, ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და საჭ­მე­ლე­ბი... ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად გემ­რი­ე­ლია, მე შევ­ხვდი ზუ­რაბ წინწკი­ლა­ძეს, ის ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნია. გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ქართველ ქალებს თავისუფლება უყვართ..." - რაზეა ფილმი, რომელშიც ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს?

"ქართველ ქალებს თავისუფლება უყვართ..." - რაზეა ფილმი, რომელშიც ნინი ბადურაშვილი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს?

ბოლო პერიოდში, თურქული კინო განსაკუთრებულად პოპულარული გახდა საქართველოში. ცოტა ხნის წინ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნინი ბადურაშვილის ცნობილ თურქ მსახიობთან, ემრე ქიზილირმაკთან ერთად, ბათუმში გადაღებულ ფოტოს, რომლის კომენტარებიდანაც გაირკვა, რომ მომღერალი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს ფილმში. დეტალების გასაგებად, ჩვენ დავუკავშირდით ემრეს, მან გვიამბო საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი და გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ. მსახიობმა ისიც კი გვითხრა, რომ ქართულის სწავლას აპირებს.

ემრე ქიზილირმაკი:

- ჯერჯერობით „გამარჯობა“ ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ქართულად ვისწავლე.

- აპირებ ქართული ენის სწავლას?

- დიახ, მინდა ვისწავლო ქართულად საუბარი.

- მოგვიყევი შენზე, მართალია, რომ გარდა მსახიობობისა, კალათბურთით ხარ დაკავებული?

- მე ვიყავი კალათბურთელი, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ ჰობია ჩემთვის, კარგი ჰობი (იღიმის)... ვთამაშობდი ეროვნულ გუნდში სკოლაში სწავლის პერიოდში, შემდეგ კალათბურთი მუსიკამ ჩაანაცვლა ჩემს ცხოვრებაში. როკ-ჯგუფი მქონდა, მე ვმღეროდი და გიტარაზე ვუკრავდი. მას შემდეგ, რაც ჩემმა მუსიკალურმა ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, დავიწყე მოდელობა სტამბულში. მე მივიღე მონაწილეობა "საუკეთესო თურქი მოდელის" კონკურსში და მეორე ადგილი მომანიჭეს. შემდეგ მიმიწვიეს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო კონკურსზე და იქ 50 ქვეყანას შორის საუკეთესო მოდელად მაღიარეს. შემდეგ, გადავწყვიტე მიმეღო სამსახიობო განათლება და ჩავაბარე გამოცდა კადირ ჰასის უნივერსიტეტში.

- რატომ შეწყვიტა თქვენმა როკ-ჯგუფმა არსებობა?

-ვხვდებოდით, რომ ვერ მივაღწევდით წარმატებას მუსიკის ინდუსტრიაში. ამიტომაც გადავწყვიტე მომეძებნა სხვა გზა, წარმატებული კარიერისთვის. 2009 წელს დაიწყო ჩემი პირველი სერიალი - "aşk bır hayal", რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი. ამ სერიალის 75 ეპიზოდს მოჰყვა "dedektif memoli"-ს 13 სერია, შემდეგ იყო: "kara para aşk" - 55 სერია, "bir deniz hikayesi" - 9 სერია... ასევე მაქვს მთავარი როლი შესრულებული სრულმეტრაჟიან კინო-ფილმში "peri masali" და "aşk masalı". ახლა კი, ჩამოვედი საქართველოში რომ გადავიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი თურქეთისა და საქართველოს ნამდვილ ისტორიაზე. ერეკლე ბადურაშვილი ჩვენი დირექტორია, ნინი ბადურაშვილი კი ჩემი პარტნიორი.

- რა წარმოდგენა გქონდათ საქართველოზე, სანამ ჩამოხვიდოდით?

- ბევრი კარგი რამ მქონდა განაგონი საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით ქართული კინოს წარმატების შესახებ... და როცა ბათუმში ჩამოვედი, შევხვდი ძალიან კეთილ ხალხს, ვნახე ულამაზესი ბუნება, ულამაზესი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე და საჭმელები... ქართული კერძები წარმოუდგენლად გემრიელია, მე შევხვდი ზურაბ წინწკილაძეს, ის ნამდვილი ხელოვანია. გაგრძელება+ფოტოები

10 წლის თურქი მსახიობი გოგონა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს - "დედამ სამსახური მიატოვა და თავი მას მიუძღვნა"

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება