პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აზიანებს გულს და რა მიანიშნებს ინფარქტის განვითარებაზე - კარდიოლოგ მერაბ მამაცაშვილის რეკომენდაციები
რა აზიანებს გულს და რა მიანიშნებს ინფარქტის განვითარებაზე - კარდიოლოგ მერაბ მამაცაშვილის რეკომენდაციები

"29 სექ­ტემ­ბერს გუ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. ეს არის დღე­სას­წა­უ­ლი, გუ­ლის ზე­ი­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გუ­ლე­ბი გვე­კუთ­ვნის, რო­მელ­ზეც უნდა ვიზ­რუ­ნოთ. სწო­რედ ამა­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნა ეს დღე­სას­წა­უ­ლი, რად­გა­ნაც გული არის სი­კე­თის ორ­გა­ნო" - გვე­უბ­ნე­ბა მე­რაბ მა­მა­ცაშ­ვი­ლი, კარ­დი­ო­ლო­გი, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი. მას­თან გულ­ზე სა­უ­ბარს ვაგ­რძე­ლებთ, რის­კებ­ზე, მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე და საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე.

"გუ­ლის პრობ­ლე­მით, ვა­და­ზე ადრე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ად­რე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი ან­გრევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მო­მა­ვალს. ამ ყვე­ლა­ფერს რომ ავ­ცდეთ, სწო­რად უნდა ვი­ცხოვ­როთ, რაც მთელ რიგ რის­კფაქ­ტო­რებს მო­ი­ცავს. ეს არის კვე­ბა, თამ­ბა­ქო, რაც ორ­გა­ნიზ­მის უდი­დე­სი მტე­რია, მთლი­ა­ნად ან­გრევს, გან­სა­კუთ­რე­ბით გულს აზი­ა­ნებს. ჩემ­თან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სტენ­ტი­რე­ბას ან ღია ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვებს ითხო­ვენ, 70-80% მწე­ვე­ლია.

თამ­ბა­ქო გან­სა­კუთ­რე­ბით და­მან­გრე­ვე­ლია ქა­ლის­თვის. მწე­ვე­ლი ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ რე­ა­გი­რე­ბენ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ გა­ცი­ლე­ბით მეტი დაც­ვა აქვთ, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს. მათი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უფრო გვი­ან ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. მამ­რო­ბით სქეს­ში პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად, 43 წლი­დან იწყე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც ქა­ლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი 10 წლით გვი­ან იწყე­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მა­ღალ ტემ­პებს ავი­თა­რე­ბენ, 65 წლის ასაკ­ში მა­მა­კა­ცე­ბი "ეწე­ვი­ან" და მერე ერთ დო­ნე­ზე რჩე­ბი­ან", - გვე­უბ­ნე­ბა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

ექი­მის თქმით, სტე­ნო­კარ­დია და ინ­ფარ­ქტი ქა­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ცი­ლე­ბით ცუდი შე­დე­გე­ბი აქვს მე­ქა­ნი­კურ ჩა­რე­ვებს, რო­გო­რიც არის სტენ­ტი­რე­ბა, შუნ­ტი­რე­ბა, უფრო რთულ სტა­ტის­ტი­კას იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ჩა­რე­ვის მერე სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დიდი ტრავ­მაა ორ­გა­ნიზ­მის­თვის. სტენ­ტი­რე­ბა ნაკ­ლე­ბი ტრავ­მაა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- ინ­ფარ­ქტის პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობ­დით ე.ი. მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია?

- დიახ, სწო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ძირს თამ­ბა­ქო! ასე­ვე, ჰი­პერ­ტო­ნი­ის კო­რექ­ცია, წნე­ვის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი, კო­რექ­ცია, ასე­ვე ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ცვლის კო­რექ­ცია. არ­სე­ბობს გა­და­უ­ლა­ხა­ვი რის­კე­ბიც - თუ ადა­მი­ანს შა­ქა­რი აქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი, მისი გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. აგ­რეთ­ვე არის გე­ნე­ტი­კა, რო­მე­ლიც და­უძ­ლე­ვე­ლი ფაქ­ტო­რია, ანუ ვი­საც პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვე­ბი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლით ჰყავთ გარ­დაც­ვლი­ლი, ან ინ­ფარ­ქტი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვებს - დე­დას, მა­მას, და-ძმას თუ 70 წლის ასაკ­ში ჰქონ­დათ ინ­ფარ­ქტი, ეს რის­კებს არ უმა­ტებს. რის­კე­ბად 55-60 წელი ით­ვლე­ბა.

- რა ნიშ­ნე­ბი მიგ­ვი­თი­თებს იმა­ზე, რომ ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­დეს?

- მა­ღა­ლი წნე­ვა. დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში ეს მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფია, გან­სა­კუთ­რე­ბულ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს. რის­კის ჯგუფ­შია - სიმ­სუქ­ნე, ლი­პი­დუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვა, ტკი­ვი­ლი გუ­ლის არე­ში.

თუმ­ცა, გუ­ლის ტკი­ვი­ლის 80% შე­იძ­ლე­ბა არც იყოს ამის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი და სრუ­ლი­ად სხვა ორ­გა­ნო­დან გად­მო­ე­ცე­მო­დეს - კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან, დი­აფ­რაგ­მუ­ლი თი­აქ­რი­დან, ნეკნ­თა­შუა ნევ­რალ­გია იყოს, გარ­კვე­უ­ლი ტრავ­მა, მი­ალ­გია. ამის გარ­კვე­ვა­ში კი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი უნდა დაგ­ვეხ­მა­როს. მარ­ტო ტკი­ვი­ლიც არ არის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ტკი­ვი­ლი დატ­ვირ­თვას­თან რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობს, სა­ინ­ტე­რე­სო ესაა. ხოლო თუ ტკი­ვი­ლი დატ­ვირ­თვი­სას ჩნდე­ბა, ეს გუ­ლის ან­გი­ნის ერთ-ერთი ფორ­მაა.

მაგ­რამ როცა არის ტკი­ვი­ლი და პა­ცი­ენ­ტი დატ­ვირ­თვი­სას თავს უკეთ გრძნობს, აქ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან არ გვაქვს საქ­მე. ამი­ტომ, მოს­ვე­ნე­ბის და დატ­ვირ­თვის ტკი­ვი­ლი ერთ-ერთი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნია. მოს­ვე­ნე­ბის ტკი­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით მძი­მე შე­დე­გის მა­უ­წყე­ბე­ლია. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, როცა ტკი­ვი­ლი წამ­ლით ყუჩ­დე­ბა, მაგ­რამ წამ­ლის მი­ღე­ბა ექიმ­მა უნდა ურ­ჩი­ოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნიტ­როპ­რე­პა­რა­ტე­ბი. ამი­ტომ სრუ­ლად უნდა მო­იხ­სნას.

თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ინ­ფარ­ქტს მა­ინც 2 მთა­ვა­რი ნი­შა­ნი მო­ას­წა­ვებს - ეს არის ტკი­ვი­ლი და ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა.

ავტორი:

რა აზიანებს გულს და რა მიანიშნებს ინფარქტის განვითარებაზე - კარდიოლოგ მერაბ მამაცაშვილის რეკომენდაციები

რა აზიანებს გულს და რა მიანიშნებს ინფარქტის განვითარებაზე - კარდიოლოგ მერაბ მამაცაშვილის რეკომენდაციები

"29 სექტემბერს გულის საერთაშორისო დღეა. ეს არის დღესასწაული, გულის ზეიმი, რომელიც ადამიანებს ეკუთვნით. ჩვენ ერთმანეთის გულები გვეკუთვნის, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამაზე დაყრდნობით შეიქმნა ეს დღესასწაული, რადგანაც გული არის სიკეთის ორგანო" - გვეუბნება მერაბ მამაცაშვილი, კარდიოლოგი, კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი და საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი. მასთან გულზე საუბარს ვაგრძელებთ, რისკებზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

"გულის პრობლემით, ვადაზე ადრე უამრავი ადამიანი იღუპება. ადრეული სიკვდილი ანგრევს საზოგადოებას, ადამიანების პირად ცხოვრებას, მომავალს. ამ ყველაფერს რომ ავცდეთ, სწორად უნდა ვიცხოვროთ, რაც მთელ რიგ რისკფაქტორებს მოიცავს. ეს არის კვება, თამბაქო, რაც ორგანიზმის უდიდესი მტერია, მთლიანად ანგრევს, განსაკუთრებით გულს აზიანებს. ჩემთან მოსული პაციენტებიდან, რომლებიც სტენტირებას ან ღია ოპერაციულ ჩარევებს ითხოვენ, 70-80% მწეველია.

თამბაქო განსაკუთრებით დამანგრეველია ქალისთვის. მწეველი ქალები გაცილებით მძიმედ რეაგირებენ ყველა გამოწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაცილებით მეტი დაცვა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მათი დაავადებები უფრო გვიან ვითარდება, ვიდრე მამაკაცებში. მამრობით სქესში პირველი ნიშნები სტატისტიკურად, 43 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც ქალებში ეს ყველაფერი 10 წლით გვიან იწყება, მაგრამ მალევე მაღალ ტემპებს ავითარებენ, 65 წლის ასაკში მამაკაცები "ეწევიან" და მერე ერთ დონეზე რჩებიან", - გვეუბნება მამაცაშვილი.

ექიმის თქმით, სტენოკარდია და ინფარქტი ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. გაცილებით ცუდი შედეგები აქვს მექანიკურ ჩარევებს, როგორიც არის სტენტირება, შუნტირება, უფრო რთულ სტატისტიკას იძლევა, თუმცა ჩარევის მერე სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი გაცილებით უკეთესია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციული ჩარევა დიდი ტრავმაა ორგანიზმისთვის. სტენტირება ნაკლები ტრავმაა და ორგანიზმისთვის გაცილებით უკეთესია.

- ინფარქტის პრევენციაზე ვსაუბრობდით ე.ი. მთავარი პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების სტილია?

- დიახ, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ძირს თამბაქო! ასევე, ჰიპერტონიის კორექცია, წნევის მუდმივი კონტროლი, კორექცია, ასევე ნახშირწყლოვანი ცვლის კორექცია. არსებობს გადაულახავი რისკებიც - თუ ადამიანს შაქარი აქვს მომატებული, მისი განკურნება არ ხდება, თუმცა დაავადების მართვა შესაძლებელია. აგრეთვე არის გენეტიკა, რომელიც დაუძლეველი ფაქტორია, ანუ ვისაც პირველი რიგის ნათესავები უეცარი სიკვდილით ჰყავთ გარდაცვლილი, ან ინფარქტი აქვთ გადატანილი. პირველი რიგის ნათესავებს - დედას, მამას, და-ძმას თუ 70 წლის ასაკში ჰქონდათ ინფარქტი, ეს რისკებს არ უმატებს. რისკებად 55-60 წელი ითვლება.

- რა ნიშნები მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანს შესაძლოა ინფარქტი განუვითარდეს?

- მაღალი წნევა. დიაბეტიან პაციენტებში ეს მაღალი რისკის ჯგუფია, განსაკუთრებულ ჩარევას მოითხოვს. რისკის ჯგუფშია - სიმსუქნე, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ტკივილი გულის არეში.

თუმცა, გულის ტკივილის 80% შეიძლება არც იყოს ამის მომასწავებელი და სრულიად სხვა ორგანოდან გადმოეცემოდეს - კუჭ-ნაწლავიდან, დიაფრაგმული თიაქრიდან, ნეკნთაშუა ნევრალგია იყოს, გარკვეული ტრავმა, მიალგია. ამის გარკვევაში კი კვალიფიციური ექიმი უნდა დაგვეხმაროს. მარტო ტკივილიც არ არის, მნიშვნელოვანია, ტკივილი დატვირთვასთან როგორ თანამშრომლობს, საინტერესო ესაა. ხოლო თუ ტკივილი დატვირთვისას ჩნდება, ეს გულის ანგინის ერთ-ერთი ფორმაა.

მაგრამ როცა არის ტკივილი და პაციენტი დატვირთვისას თავს უკეთ გრძნობს, აქ სერიოზულ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ამიტომ, მოსვენების და დატვირთვის ტკივილი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მოსვენების ტკივილი გაცილებით მძიმე შედეგის მაუწყებელია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, როცა ტკივილი წამლით ყუჩდება, მაგრამ წამლის მიღება ექიმმა უნდა ურჩიოს. აუცილებელია ნიტროპრეპარატები. ამიტომ სრულად უნდა მოიხსნას.

თუმცა, საბოლოოდ, ინფარქტს მაინც 2 მთავარი ნიშანი მოასწავებს - ეს არის ტკივილი და ჰაერის უკმარისობა.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთოს მძღოლია - ვინ არის დანარჩენი 7-ის ინფიცირების წყარო

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა