პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?
რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?

რა­ტომ აღარ ჩანს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე ზვი­ად კუპ­რა­ვა - ეს კი­თხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა იწ­ვევს ინ­ტე­რესს, მას შემ­დეგ რაც, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ნა­ახ­ლა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კუპ­რა­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძე ამ­ბობ­და, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და აქ­ცი­ებ­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ედგა გვერ­დით შვილმკვდარ მა­მას, 10 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ნახ­ლე­ბულ აქ­ცი­ებ­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მა­მის გვერ­დით, ამ აქ­ცი­ებ­ზე ახლა პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დგას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და ზვი­ად კუპ­რა­ვას შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და და სა­რა­ლი­ძემ კუპ­რა­ვა სცე­მა კი­დეც. ეს ინ­ფორ­მა­ცია ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა გვერ­დზე, თუმ­ცა თა­ვად კუპ­რა­ვა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, "სუს-ის ბოტ­მა მო­ჯღაბ­ნა".

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს წყა­რომ მი­ა­წო­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად კუპ­რა­ვა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც მას უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, მო­უ­წო­დებ­და არ მი­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე. რად­გან გა­მოს­ვლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის კუპ­რა­ვა აღარ არის, ეს მისი მხრი­დან ერ­თგვარ ნიშ­ნის­მო­გე­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ "ჩემს გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა­ტომ არ ჩანს აქ­ცი­ებ­ზე ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი სახე ზვი­ად კუპ­რა­ვა, AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბით ზაზა სა­რა­ლი­ძეს მი­მარ­თა. შვილმკვდა­რი მამა არა­ფერს ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა არც უარ­ყოფს. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას იმა­საც კი აცხა­დებს, რომ მას თა­ვა­დაც სმე­ნია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბარს ერი­დე­ბა.

"რა­ღაც ხმე­ბი მეც მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე ვერ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, სა­ნამ მე ჩემი თვა­ლით არ და­ვი­ნა­ხავ და ჩემი ყუ­რით არ მო­ვის­მენ" - აღ­ნიშ­ნავს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მამა.

ამ პა­სუ­ხის შემ­დეგ სა­რა­ლი­ძეს ჯერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, შემ­დეგ კი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ვკი­თხეთ, თუმ­ცა მან და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

"გი­თხა­რით, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს შე­ვი­კა­ვებ. სა­ნამ არ მექ­ნე­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვე­რა­ფერს ვი­სა­უბ­რებ. ეს პირ­და­პირ ბა­ტონ კუპ­რა­ვას შე­გიძ­ლი­ათ კი­თხოთ. რა­ტომ არ ჩანს აქ­ცი­ებ­ზე, ვერც ამას გე­ტყვით, თა­ვი­სი გა­და­სა­წყვე­ტია, მე ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს და­ვა­ძა­ლებ. ჩემი თხოვ­ნა იყო და არის, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან, რომ დაგ­ვიდ­გეს გვერ­დით, უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - გვი­თხრა ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, ზვი­ად კუპ­რა­ვა ბო­ლოს 12 სექ­ტემ­ბერს გა­მოჩ­ნდა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს შვილმკვდარ მა­მებს. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აღარ ჩანს აქ­ცი­ებ­ზე აქ­ტი­უ­რად, ზვი­ად კუპ­რა­ვამ გან­მარ­ტა, რომ ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს უკავ­შირ­დე­ბა (კუპ­რა­ვა სა­სა­მარ­თლოს სა­სა­დი­ლო­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბული).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში კუპ­რა­ვა და მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა სოსო რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. რო­ბა­ქი­ძემ მას "ავან­ტი­უ­რის­ტი" და "ზონ­დე­რი" უწო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?

რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?

რატომ აღარ ჩანს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ზვიად კუპრავა - ეს კითხვა საზოგადოების ნაწილში უკვე რამდენიმე კვირაა იწვევს ინტერესს, მას შემდეგ რაც, საკანონმდებლო ორგანოსთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ საპროტესტო აქციები განაახლა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კუპრავა, რომელიც როგორც ზაზა სარალიძე ამბობდა, ბავშვობის მეგობარია და აქციებზე თვეების განმავლობაში ედგა გვერდით შვილმკვდარ მამას, 10 სექტემბრიდან განახლებულ აქციებზე აღარ გამოჩენილა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის გვერდით, ამ აქციებზე ახლა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დგას.

არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა და სარალიძემ კუპრავა სცემა კიდეც. ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე, თუმცა თავად კუპრავა აღნიშნულ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, "სუს-ის ბოტმა მოჯღაბნა".

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც AMBEBI.GE-ს წყარომ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ზვიად კუპრავა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც მას უკავშირდებოდნენ, მოუწოდებდა არ მისულიყვნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე. რადგან გამოსვლების ორგანიზატორებს შორის კუპრავა აღარ არის, ეს მისი მხრიდან ერთგვარ ნიშნისმოგებას წარმოადგენს, რომ "ჩემს გარეშე არაფერი გამოგივათ".

არსებული ინფორმაციების გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, თუ რატომ არ ჩანს აქციებზე ერთ-ერთი აქტიური სახე ზვიად კუპრავა, AMBEBI.GE-მ კითხვებით ზაზა სარალიძეს მიმართა. შვილმკვდარი მამა არაფერს ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. ჩვენთან საუბრისას იმასაც კი აცხადებს, რომ მას თავადაც სმენია ამ ინფორმაციების შესახებ, თუმცა მტკიცებულებების გარეშე საუბარს ერიდება.

"რაღაც ხმები მეც მომივიდა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, სანამ მე ჩემი თვალით არ დავინახავ და ჩემი ყურით არ მოვისმენ" - აღნიშნავს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა.

ამ პასუხის შემდეგ სარალიძეს ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვკითხეთ, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"გითხარით, ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. სანამ არ მექნება დაზუსტებული ინფორმაცია, ვერაფერს ვისაუბრებ. ეს პირდაპირ ბატონ კუპრავას შეგიძლიათ კითხოთ. რატომ არ ჩანს აქციებზე, ვერც ამას გეტყვით, თავისი გადასაწყვეტია, მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ. ჩემი თხოვნა იყო და არის, ნებისმიერ ადამიანთან, რომ დაგვიდგეს გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ", - გვითხრა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ზვიად კუპრავა ბოლოს 12 სექტემბერს გამოჩნდა. მან აღნიშნა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს შვილმკვდარ მამებს. კითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩანს აქციებზე აქტიურად, ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ ეს სასამართლო პროცესებს უკავშირდება (კუპრავა სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა ბრალდებული).

აღსანიშნავია რომ, საქალაქო სასამართლოში კუპრავა და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. რობაქიძემ მას "ავანტიურისტი" და "ზონდერი" უწოდა.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"