Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს - რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში?
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს - რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში?

სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი (CAT) შე­საძ­ლოა, 4-მდე შემ­ცირ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ჯა­შის თქმით, შე­საძ­ლოა, გა­მო­ი­ყე­ნონ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც გა­მოც­დე­ბი ოთხ ძი­რი­თად სა­გან­ში ბარ­დე­ბა - მშობ­ლი­ურ ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, უცხო ენა­სა და ერთ არ­ჩე­ვით სა­გან­ში.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 2020 წლის­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო სის­ტე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის გარ­თუ­ლე­ბას 2019 წელს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად გა­აგ­რძე­ლონ მომ­ზა­დე­ბა რო­გორც სკო­ლის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ეტა­პის­თვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის ხედ­ვა ემ­თხვე­ვა იმ ხედ­ვას, რო­მე­ლიც ორი წლის წინ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვაჟ­ღე­რე და ჩვენ ამა­ზე ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ.

ცალ­სა­ხად ვფიქ­რობ, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოც­დაა, თან გარ­კვე­ულ კონ­ფლიქ­ტში მო­დის კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოც­დე­ბი - სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლემ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ბა­როს იგი­ვე გა­მოც­დე­ბი, რა­საც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე აბა­რებს, ეს კი ახ­დენს დუბ­ლი­რე­ბას და ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი არ არის.

რო­დე­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლად გა­ვაჟ­ღე­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მოჰ­ყვა, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან. ამის შემ­დეგ გა­ვე­ცა­ნი სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი არის 4 სა­გან­ში - მშობ­ლი­ურ ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, უცხო ენა­სა და ერთ არ­ჩე­ვით სა­გან­ში. 8 სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მოს­წავ­ლის ცოდ­ნის გან­მსა­ზღვრე­ლია და ბავ­შვე­ბი გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გვხვდე­ბა. სულ მცი­რე, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი გვაქვს. შემ­დეგ რო­გორ მოხ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი დუბ­ლი­რე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დო­ნე­ზე რა ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტანთ, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ არ მინ­და წი­ნას­წარ გა­ვაჟ­ღე­რო, რად­გან სა­კი­თხი მსჯე­ლო­ბას მო­ი­თხოვს“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს - რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში?

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს - რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში?

სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT) შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ჯაშის თქმით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილის ხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები - სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის.

როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად გავაჟღერე, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა წინააღმდეგობა წამოვიდა სპეციალისტების მხრიდან. ამის შემდეგ გავეცანი სკანდინავიის ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას, უმეტეს ქვეყნებში საატესტატო გამოცდები არის 4 საგანში - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. 8 საგანი, რომელიც ჩვენთან მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელია და ბავშვები გამოცდებს აბარებენ, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. სულ მცირე, საატესტატო გამოცდების რაოდენობა შესამცირებელი გვაქვს. შემდეგ როგორ მოხდება არსებული დუბლირებების შემცირება და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების დონეზე რა ცვლილებებს შევიტანთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ გავაჟღერო, რადგან საკითხი მსჯელობას მოითხოვს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ