საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე - ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას "გადააგდებს"
ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე - ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას "გადააგდებს"

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მალე „სიკ­ვდი­ლის ექ­სპორ­ტს" და­ი­წყებს იმი­სათ­ვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მორღვე­უ­ლი ჯიბე შე­ივ­სოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან არ გა­უხ­მი­ათ, მისი გან­ხილ­ვა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს და მალე გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

„ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა. მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან არ გა­უხ­მი­ათ; მისი გან­ხილ­ვა გა­და­დეს, ანუ დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს და მალე გა­ნა­ახ­ლე­ბენ. ლო­გი­კუ­რად თუ ვიმ­სჯე­ლებთ გა­ნა­ახ­ლე­ბენ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ახ­ლე­ბენ თუ არ­ჩევ­ნებს მო­ი­გე­ბენ.

ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია და ამ სა­კითხს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (მა­თი­ვე კო­მენ­ტა­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ) უყუ­რებს, რო­გორც და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლის შოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ასე­ვე ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა რომ მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას სი­ტყვას "სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის" იშ­ვი­ა­თად და დრო­დად­რო იყე­ნე­ბენ იმის მი­ხედ­ვით თუ რამ­დე­ნად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პირ­ველ რიგ­ში მა­რი­ხუ­ა­ნის, რო­გორც ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვას ფიქ­რო­ბენ.

მე­უ­ფე ია­კო­ბის გულ­ში ნა­ხევ­რად მჯი­ღით სა­უ­ბა­რი, რომ შემ­პირ­დნენ გან­ხილ­ვას აღარ გა­ნა­ახ­ლე­ბენ და მე ვერ გა­და­მაგ­დე­ბე­ნო, ცოტა არ იყოს ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. ბი­ძი­ნამ თუ მო­ინ­დო­მა მა­გას კი არა სი­ნო­დის მთელ შე­მად­გენ­ლო­ბას „გა­და­აგ­დებს“. თან აუ­ცი­ლებ­ლად „გა­და­აგ­დებს“, რად­გან პირ­ვე­ლად მო­უხ­და უკან და­ხე­ვა ეკ­ლე­სი­ას­თან. თა­ნაც გა­დაგ­დე­ბა მისი ერ­თა­დერ­თი საქ­მეა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოს­დის (პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით ვამ­ბობ).

2015 წელს, ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "რაპ­ტო­რის" აქ­ცი­ე­ბით ვაჭ­რო­ბი­სას ივა­ნიშ­ვილ­მა 800 მი­ლი­ო­ნი ნაღ­დი ფული და­კარ­გა, ანუ მისი ქო­ნე­ბის 20% და შე­საძ­ლოა, მისი ფუ­ლა­დი რე­სურ­სე­ბის 50%-ც. ამა­ზე ბევ­რი ეხ­ვე­წა ჯერ ამე­რი­კე­ლებს უკან და­მიბ­რუ­ნე­თო, შემ­დეგ ჟე­ნე­ვის სა­სა­მარ­თლო­ში ედა­ვა მის ბან­კირს, მაგ­რამ უკან ვე­რა­ფე­რი ამო­ი­ღო. მის მორღვე­ულ ჯი­ბეს კი, ფაქ­ტია, ვერც სი­გა­რე­ტის თითო კო­ლო­ფი­დან ამო­ღე­ბუ­ლი 2,5 თეთ­რი შე­ავ­სებს და ვერც ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით ამო­ღე­ბუ­ლი ფული. ასე რომ, მის ჯი­ბეს შევ­სე­ბა სჭირ­დე­ბა. რით? - მა­რი­ხუ­ა­ნით.“წამ­ლის ბა­რი­გებს" ხალ­ხი იმი­ტომ ვერ იტანს, რომ ისი­ნი წამ­ლის კი არა "სიკ­ვდი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი" არი­ან. ანუ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მალე "სიკ­ვდი­ლის ექ­სპორ­ტს" და­ი­წყებს იმის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მორღვე­უ­ლი ჯიბე შე­ივ­სოს. ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვა­დაა“, - წერს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე - ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას "გადააგდებს"

ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე - ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას "გადააგდებს"

ჩვენი ქვეყანა მალე „სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისათვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ, მისი განხილვა დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ.

„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ; მისი განხილვა გადადეს, ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ.

ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანას კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანას კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.

მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა მაგას კი არა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“. თან აუცილებლად „გადააგდებს“, რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან. თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის (პირადი გამოცდილებით ვამბობ).

2015 წელს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა, ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა, მისი ფულადი რესურსების 50%-ც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამიბრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული. ასე რომ, მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? - მარიხუანით.“წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისთვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს. ყველაფერი ასე მარტივადაა“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები