მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე
"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე

ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ხა­რა. 23 წლის ძი­უ­დო­ის­ტი პირ­ვე­ლად გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ის ასე­ვე არის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. თუ რა გზა გა­ი­ა­რა მან ბავ­შვო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რამ­დე, ამის შე­სა­ხებ mshoblebi.ge- ს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­რა­მის დედა, ხა­თუ­ნა წე­რე­თე­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ემო­ცია ოჯა­ხის წევ­რებს გა­გი­ზი­ა­რათ?

- რა თქმა უნდა. ვერ გად­მოგ­ცემთ იმ ემო­ცი­ას, რა­საც ვგრძნობ­დი. მე დედა ვარ და არ შე­მიძ­ლია ვუ­ყუ­რო მის ას­პა­რე­ზო­ბას, არც ერთი მისი თა­მა­ში არ მი­ნა­ხავს, სა­ში­ნელ ტკი­ვილს გან­ვიც­დი და ვნერ­ვი­უ­ლობ. ჩემ­გან გას­ხვა­ვე­ბით, მა­მა­მისს შეს­წევს უნა­რი უყუ­როს ძი­უ­დოს ორ­თაბ­რძო­ლებს, სა­დაც გუ­რი­კა იღებს მო­ნა­წი­ლე­ბას, თუმ­ცა მა­საც ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად უჯ­დე­ბა ეს.

გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი მე­ურ­ლესთნ და შვილ­თან ერ­თად

- რა ასა­კი­დან და­ი­წყო გუ­რამ­მა ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი სურ­ვი­ლი იყო გუ­რი­კა ფეხ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. და­დი­ო­და კი­დეც ფეხ­ბურთზე, მაგ­რამ ტრავ­მა მი­ი­ღო, ხელი მო­ი­ტე­ხა. ამ ტრავ­მის შემ­დეგ მა­მამ გა­და­წყვი­ტა შეგ­ვეყ­ვა­ნა ძი­უ­დო­ზე, რა­საც და­თან­ხმდა ჩემი შვი­ლი. ეს არც გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან მამა, უფ­რო­სი ძმაც ამ სპორ­ტით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. 12 წლის იყო, როცა ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო.

ნა­ხეთ თუ­შიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის ვი­დე­ო­კად­რე­ბი

- თა­ვად რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით ?

- პრო­ფე­სი­ით ვარ პე­და­გო­გი, ახლა ვმუ­შა­ობ კო­ჯრის სა­ბავ­შვო ბაღ­ში დი­რექ­ტო­რად, ჩემი მე­უღ­ლე შოთა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. რამ­დე­ნი­მე წელი მუ­შა­ობ­და ქვე­მო ქარ­თლის რა­ი­ონ­ში პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად.

- სად დაგ­ყავ­დათ ძი­უ­დოს შე­სას­წავ­ლად?

- დაგ­ვყავ­და კლუბ "შე­ვარ­დენ­ში". თავ­და­პირ­ვე­ლად მისი მწვრთნე­ლი იყო ამი­რან ქელ­ხაშ­ვი­ლი, შემ­დეგ - ბათო ჯი­ქუ­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე მოჰ­ყვე­ბა და გუ­რი­კას წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დია. და­ი­წყო თუ არა ვარ­ჯი­ში, სულ მალე მო­ი­პო­ვა წარ­მა­ტე­ბა. პა­ტარ-პა­ტა­რა ტურ­ნი­რებ­ზე, რო­მელ­ზეც ას­პა­რე­ზობ­და, ყველ­გან იმარ­ჯვებ­და. მის კა­რი­ე­რას ახ­სოვს დაღ­მას­ვლე­ბიც, თუმ­ცა ისე­თი არა, რომ ამის გამო თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ძი­უ­დოს­თვის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე

"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს..." - რას ჰყვება გურამ თუშიშვილის დედა მსოფლიო ჩემპიონის ბავშვობასა და კარიერაზე

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვებით მთელი საქართველო გაახარა. 23 წლის ძიუდოისტი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ის ასევე არის ევროპის ჩემპიონი. თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ექსკლუზიურ ინტერვიუში გურამის დედა, ხათუნა წერეთელი ესაუბრება:

- გამარჯვების შემდეგ პირველი ემოცია ოჯახის წევრებს გაგიზიარათ?

- რა თქმა უნდა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც ვგრძნობდი. მე დედა ვარ და არ შემიძლია ვუყურო მის ასპარეზობას, არც ერთი მისი თამაში არ მინახავს, საშინელ ტკივილს განვიცდი და ვნერვიულობ. ჩემგან გასხვავებით, მამამისს შესწევს უნარი უყუროს ძიუდოს ორთაბრძოლებს, სადაც გურიკა იღებს მონაწილებას, თუმცა მასაც ჯანმრთელობის ფასად უჯდება ეს.

გურამ თუშიშვილი მეურლესთნ და შვილთან ერთად

- რა ასაკიდან დაიწყო გურამმა ძიუდოზე სიარული?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი იყო გურიკა ფეხბურთელი გამხდარიყო. დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხელი მოიტეხა. ამ ტრავმის შემდეგ მამამ გადაწყვიტა შეგვეყვანა ძიუდოზე, რასაც დათანხმდა ჩემი შვილი. ეს არც გამკვირვებია, რადგან მამა, უფროსი ძმაც ამ სპორტით იყვნენ დაკავებული. 12 წლის იყო, როცა ძიუდოზე სიარული დაიწყო.

ნახეთ თუშიშვილის გამარჯვების ვიდეოკადრები

- თავად რა პროფესიის ბრძანდებით ?

- პროფესიით ვარ პედაგოგი, ახლა ვმუშაობ კოჯრის საბავშვო ბაღში დირექტორად, ჩემი მეუღლე შოთა პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელი მუშაობდა ქვემო ქართლის რაიონში პოლიციის უფროსად.

- სად დაგყავდათ ძიუდოს შესასწავლად?

- დაგვყავდა კლუბ "შევარდენში". თავდაპირველად მისი მწვრთნელი იყო ამირან ქელხაშვილი, შემდეგ - ბათო ჯიქური, რომელიც დღემდე მოჰყვება და გურიკას წარმატების მთავარი შემოქმედია. დაიწყო თუ არა ვარჯიში, სულ მალე მოიპოვა წარმატება. პატარ-პატარა ტურნირებზე, რომელზეც ასპარეზობდა, ყველგან იმარჯვებდა. მის კარიერას ახსოვს დაღმასვლებიც, თუმცა ისეთი არა, რომ ამის გამო თავი დაენებებინა ძიუდოსთვის...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ