საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირს, რომელიც ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პირს, რომელიც ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ს. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ თ.ს. მუ­შა­ობ­და შპს "მარსში’’, რომ­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ-ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი დო­მე­ინ­ზე www.crystalbet.com.

„მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობ­და სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებს, მათ შო­რის ჯეკპო­ტის გა­თა­მა­შე­ბას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში. ჯეკპო­ტის გა­თა­მა­შე­ბის ფუნ­ქცია და­ე­კის­რა შპს "მარ­სის“ მე­ნე­ჯერს თ.ს.-ს, რო­მელ­მაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­და­წყვი­ტა მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბო­და შპს „მარ­სის“ კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით.

კერ­ძოდ, თ.ს-ს და სხვა პი­რებს, 2016 წლის სექ­ტემ­ბრის თვი­დან, კომ­პა­ნი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ონ­ლა­ინ სა­მა­გი­დო თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის იმი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ან­გა­რი­შებ­ზე შეჰ­ქონ­დათ მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხე­ბი და ახ­დენ­დნენ ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის იმი­ტა­ცი­ას. ამას­თან, თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი წი­ნას­წარ იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, თუ კონ­კრე­ტუ­ლად დრო­ის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­თა­მაშ­დე­ბო­და ჯეკპო­ტი, რაც კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მათ­თვის არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და ჯეკპო­ტის სა­ხით გა­სა­თა­მა­შე­ბე­ლი თან­ხის ნა­წი­ლის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბას. ამ სქე­მით და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი თ.ს.-ს მი­თი­თე­ბით ირი­ცხე­ბო­და სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბულ სა­ბა­რა­თე ან­გა­რი­შებ­ზე, რა­საც თ.ს. შემ­დგომ­ში გან­კარ­გავ­და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით. სა­ერ­თო ჯამ­ში, თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით კომ­პა­ნი­ას მი­ად­გა 1 208 981.84 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თ.ს. 2018 წლის 8 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით) წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თ.ს. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

პირს, რომელიც ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელიც ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ს. მუშაობდა შპს "მარსში’’, რომლის მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com.

„მომხმარებლების წახალისების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა აქციებს, მათ შორის ჯეკპოტის გათამაშებას აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა შპს "მარსის“ მენეჯერს თ.ს.-ს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „მარსის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით.

კერძოდ, თ.ს-ს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ანგარიშებზე შეჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას. ამასთან, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონის მიხედვით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ სქემით დაუფლებული თანხები თ.ს.-ს მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების სახელზე დამზადებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თ.ს. შემდგომში განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. საერთო ჯამში, თაღლითური სქემით კომპანიას მიადგა 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება

"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?