ავტორი:

რატომ გაჩნდა ქართულ დედაენაში ჩინური და ირანული წარწერები? - სახელმძღვანელოს ავტორის განმარტება

რატომ გაჩნდა ქართულ დედაენაში ჩინური და ირანული წარწერები? - სახელმძღვანელოს ავტორის განმარტება

"განათლების სამინისტრომ კეთილი ინებოს და დაბრუნოს იაკობ გოგებაშვილის დედაენა და ყველა შტერის დაწერილი წიგნებით ნუ ამეცადინებენ ბავშვებს", "დახიეთ და გადაყარეთ, ბავშვები არ გაუშვათ სკოლაში, რაღაც მოიმოქმედეთ, ხალხო, როგორ ყველაფერს ეგუებით", "ღმერთო გვიშველე, ცოტა ხანში ქართულად ლაპარაკსაც აგვიკრძალავენ... " - ეს კომენტარები სოციალურ ქსელში დედაენის სახელმძღვანელოს განხილვას მოჰყვა. კონკრეტულად კი გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოშვებულ სახელმძღვანელოში მოქალაქეები უცხოურ წარწერებს აპროტესტებენ, რომელიც წიგნის ერთ-ერთ გვერდზეა დატანილი.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, mshoblebi.ge სახელმძღვანელოს თანაავტორს მაია ხაზურს დაუკავშირდა:

- როდის შეიქმნა ეს სახელმძღვანელო?

- ეს არის აპრობირებული დაკარგ შედეგებზე გათვლილი სახელმძღვანელო, რომელიც ათი წლის წინ გამოიცა პირველად. გარკვეული მოდიფიცირება მოვახდინეთ, შევუსაბამეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ შევინარჩუნეთ ის კონცეფცუალური ხაზი, რაც ათი წლის წინ იყო.

- რომ დავაზუსტოთ, ათი წლის წინ ეს სახელმძღვანელო ზუსტად ასეთივე წარწერებით ისწავლებოდა?

- დიახ, დედაენა ამ წიგნით ისწავლებოდა ძალიან ბევრ სკოლაში და ეს სახელმძვანელო იყო იმ მასწავლებლების მოწონებული, რომლებიც იყენებდნენ მას, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოს. ყველა დეტალი ახსნილია მასწავლებლის წიგნში. ჩვენ ელექტრონული ვერსიაც კი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნებიმიერ დაინტერესებულ პირს ენახა, თუ რა თემას ეძღვნება კონკრეტული გვერდი და რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოსწავლეს. კონკრეტულად კი იმ გვერდზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა.

- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველსაც გაუმხილეთ თუ რა მიზანს ემსახურება უცხოენოვანი წარწერების განთავსება? განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ