მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე
"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

„ბლექ სი არე­ნა­ზე“ მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის შე­სა­ხებ პორ­ტა­ლი ChessBase წერს. ჭად­რა­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოს­ტა­ტი სა­გარ შაჰი აღ­ნიშ­ნავს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იყო შან­სი, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მსოფ­ლი­ოს­თვის, რამ­დე­ნად აფა­სე­ბენ ჭად­რაკს.

„ეს იყო ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი გახ­სნის ცე­რე­მო­ნია, რაც კი ჭად­რა­კის ის­ტო­რი­ა­ში გა­მარ­თუ­ლა. ბრო­შუ­რებს თუ გა­და­ხე­დავთ, ნა­ხავთ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 1000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა იმუ­შა­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ჰყავ­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, არტ-პრო­დი­უ­სე­რი და ა.შ, რო­გორც ფილ­მე­ბის­თვის არის. ღო­ნის­ძი­ე­ბა თით­ქმი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და ფო­ი­ერ­ვერ­კით და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბით დას­რულ­და,“ - წერს სა­გარ შაჰი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგნენ ნინო ქა­თა­მა­ძე, ლადო ათა­ნე­ლი, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი, ნიკა კო­ჩა­რო­ვი და Young Georgian Lolitaz, ან­სამ­ბლი „ლა­შა­რი“, ბა­თუ­მის კა­პე­ლა, სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბა­ლე­ტი. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ბრო­შუ­რის­თვის კი ტექ­სტი ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა, აკა მორ­ჩი­ლა­ძემ და­წე­რა.

43-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ 2014 წელს ნორ­ვე­გი­ის ქა­ლაქ ტრომ­სო­ში მო­ი­პო­ვა. ბა­თუ­მის სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და, რო­მელ­საც რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სტუმ­რე­ბი 180 ქვეყ­ნი­დან სტუმ­რო­ბენ, ბა­თუმ­ში 23 სექ­ტემ­ბრი­დან 6 ოქ­ტომ­ბრამ­დე იმარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

„ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის შესახებ პორტალი ChessBase წერს. ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატი საგარ შაჰი აღნიშნავს, რომ ღონისძიება საქართველოსთვის იყო შანსი, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რამდენად აფასებენ ჭადრაკს.

„ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური გახსნის ცერემონია, რაც კი ჭადრაკის ისტორიაში გამართულა. ბროშურებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ამ ყველაფრისთვის 1000-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა. ღონისძიებას ჰყავდა აღმასრულებელი პროდიუსერები, მუსიკალური პროდიუსერი, არტ-პროდიუსერი და ა.შ, როგორც ფილმებისთვის არის. ღონისძიება თითქმი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფოიერვერკით და ქართული ცეკვებით დასრულდა,“ - წერს საგარ შაჰი.

მისივე ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ანსამბლი „ლაშარი“, ბათუმის კაპელა, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და სუხიშვილების ეროვნული ბალეტი. გახსნის ცერემონიის ბროშურისთვის კი ტექსტი ქართველმა მწერალმა, აკა მორჩილაძემ დაწერა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება საქართველომ 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა. ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც რეკორდული რაოდენობის სტუმრები 180 ქვეყნიდან სტუმრობენ, ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე იმართება.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

პირველად ფიფას გენერალურ მდივნად ქალი დაინიშნა