ავტორი:

უმუშევარი ამიკო ჩოხარაძე სახლიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გამოიყვანა - იუმორისტი ჯულიანა ბარგნართან იცეკვებს?

უმუშევარი ამიკო ჩოხარაძე სახლიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გამოიყვანა - იუმორისტი ჯულიანა ბარგნართან იცეკვებს?

ცოტა ხანში "იმედზე" მეგაპროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დიწყება. შერჩეულია ყველა მონაწილე და მათი მეწყვილეები. ერთ-ერთი კონკურსანტი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძეა. დღესდღეობით ის არსად საქმიანობს და როგორც გვეუბნება - სახლში იჯდა და "იმედის" ტელევიზიამ გამიხსენაო.

"ასეთ მასშტაბურ და პოპულარულ პროექტში ვმონაწილეობ და მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე მას მაყურებელი როგორც გასართობ პროექტს ისე უყურებს, მონაწილეებს კადრს მიღმა სერიოზულ დატვირთვა გვაქვს. ბევრი ემოცია და დიდი შრომა გვჭირდება", - გვეუბნება ამიკო და მზად არის, თავი არ დაზოგოს, რადგანაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას დათანხმდა.

"მორალურად მზად ვარ და ფიზიკურ მომზადებას კი ახლა ყოვედღიურად გავდივარ. დავთანხმდი ისე, რომ არც მიფიქრია, რატომაც არა? კარგი შემოთავაზება იყო. რეიტინგული გადაცემაა, ცეკვაა, მართალია, პროფესიონალურად ვერ ვცეკვავ, მაგრამ ილეთების ათვისება მიადვილდება, დიდი სიამოვნებით ვსწავლობ. არასდროს დავთანხმდებოდი ისეთ კონკურსს, სადაც საქმე ხატვასთან მექნებოდა - რაც არ ვიცი და არ შემიძლია, იმას არ ვეკარები. ამიტომ, რაც ვიცი და ასე თუ ისე, გამომდის, იქ ვარ. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, კარგი გადაწყვეტილება მივიღე" - აღნიშნავს იუმორისტი.

- ბავშვობაში ცეკვავდი?

- საბავშვო სტუდია "ლიმპოპოში" დავდიოდი. ვცეკვავდი, ვმღეროდი, თუმცა სამეჯლისო ცეკვებში გამოცდილება არ მაქვს... ახლა რეპეტიციებით კმაყოფილი ვარ, კარგი პედაგოგები გვყავს. კონკურსანტებს ისე მოგვწონს რეპეტიციების პროცესი, სარეპეტიციო დარბაზში არც კი ვაგვიანებთ და თან, იმდენად კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ, სახლში ჯდომას რეპეტიციაზე ყოფნა მირჩევნია და ახლა დროს უმეტესად მათთან ერთად ვატარებ.

- მათ კონკურენტებად არ აღიქვამ?

- პროექტის მიხედვით კონკურენტები არიან, მაგრამ ცხოვრებაში კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ვმეგობრობთ. ინტერნეტში საერთო "ჩატიც" გავაკეთეთ, სადაც ერთმანეთს ვესაუბრებით, აზრებს ვუცვლით. მიუხედვად იმისა, რომ ღამით ადრე უნდა ვიძინებდეთ, რომ დილით რეპეტიციაზე დროულად მივიდეთ, ღამის ორ საათამდე ერთმანეთს "ჩატში" ველაპარაკებით. გვიხარია კონტაქტი.

- რა მოლოდინი გაქვს - გაიმარჯვებ?

- ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ცეკვასთან დაკავშირებით, მაქსიმუმს ვაკეთებ - ორჯერ მეტად ვიხარჯები, ვიდრე უნდა ვიხარჯებოდე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კარგად ვცეკვავ და ამიტომ აღარ უნდა ვივარჯიშო, ცდება. პირიქით, უფრო მეტად ვმუშაობ, ვიდრე სხვები. ტელევიზიაში რეპეტიციებით არ ვკმაყოფილდები, იქიდან მივდივარ და სხვაგანაც ვვარჯიშობ.

ძალებს არ ვიშურებ იმისთვის, რომ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთო, ლაივზე კარგად გამოვიდე, ისე, როგორც საჭიროა და როგორი მოლოდინიც აქვს მაყურებელს. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული.

ყველა კონკურსანტს წარმატებას და პროექტში კარგი დროის გატარებას ვუსურვებ, ასევე ლაივების წარმატებით გადაგორებას. მოიგე-წააგე არ არის მთავარი, მთავარია, ჩემი მეწყვილე, პედაგოგი და ხალხი იყოს კმაყოფილი, თუ ყველა კმაყოფილი იქნება, შესაბამისადაც მოხდება ყველაფერი!

p.s. იუმორისტს პარტნიორობას, სავარაუდოდ, ჯულიანა ბარგნარი გაუწევს, თუმცა შოუს დაწყებამდე შოუს ავტორები და თავად ამიკოც კომენტარისგან თავს იკავებენ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს