პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ
შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ

ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს, შს სტრუქ­ტუ­რა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი ბი­ნებს 40%-იანი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღე­ბენ. პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით ბი­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს „გა­მორ­ჩე­ულ, პრო­ფე­სი­ო­ნალ და სა­კუ­თა­რი საქ­მი­სად­მი ერ­თგულ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს“ ექ­ნე­ბათ.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი პი­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია უკვე შე­იქ­მნა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის 2018 წლის №1/373 ბრძა­ნე­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მის გან­მხილ­ვე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნი­სა და დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­მხილ­ვე­ლი კო­მი­სია და დამ­ტკიც­და კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი დე­ბუ­ლე­ბა. შე­დე­გად შე­ირ­ჩე­ვი­ან სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში მო­მუ­შა­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სა­კუ­თა­რი საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვის შემ­დგომ დო­ლუ­რის პრინ­ცი­პით, მოხ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მელ­თაც მი­ე­ცე­მათ ბი­ნე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­რი­ცხავს შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში სუ­ბი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მის ფაქ­ტებს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხის 40% სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს, დარ­ჩე­ნილ 60%-ს კი თა­ვად ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ან სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით და­ფა­რავს ან შე­ღა­ვა­თი­ან იპო­თე­კურ სესხს მი­ი­ღებს.

„ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში (ბი­ნის ფა­სის 40% და­ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი 60% ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით (შე­ღა­ვა­თი­ა­ნი იპო­თე­კუ­რი სეს­ხით) ან მო­სამ­სა­ხუ­რე­თა პი­რა­დი სახ­სრე­ბით) შე­სიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­მუ­შა­ვე მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ივ­ლი­ან ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. ბი­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­სა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტულ ბანკს შო­რის შე­თან­ხმე­ბა­ზე/მე­მო­რან­დუმ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ

შსს-ს თანამშრომლები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, შს სტრუქტურაში მომუშავე პირები ბინებს 40%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებენ. პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი შეღავათიანი პირობებით ბინის მიღების შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს „გამორჩეულ, პროფესიონალ და საკუთარი საქმისადმი ერთგულ მოსამსახურეებს“ ექნებათ.

მათივე განმარტებით, ასეთი პირების შესარჩევად შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის №1/373 ბრძანებით "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ შეიქმნა სპეციალური განმხილველი კომისია და დამტკიცდა კომისიის საქმიანობის განმსაზღვრელი დებულება. შედეგად შეირჩევიან სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე გამორჩეული, პროფესიონალი, საკუთარი საქმისადმი ერთგული მოსამსახურეები. კანდიდატთა შერჩევის შემდგომ დოლურის პრინციპით, მოხდება აღნიშნული კანდიდატებიდან გამარჯვებულების გამოვლენა, რომელთაც მიეცემათ ბინების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბინების საფასურის გადახდას, შსს-ს ინფორმაციით, თანხის 40% სახელმწიფო დააფინანსებს, დარჩენილ 60%-ს კი თავად ბენეფიციარი ან საკუთარი სახსრებით დაფარავს ან შეღავათიან იპოთეკურ სესხს მიიღებს.

„ზემოაღნიშნული ბინების შეღავათიან ფასში (ბინის ფასის 40% დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო დარჩენილი 60% ბანკის დაფინანსებით (შეღავათიანი იპოთეკური სესხით) ან მოსამსახურეთა პირადი სახსრებით) შესიდვის შესაძლებლობა მიეცემათ შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე მოსამსახურეებს, რომლებიც გაივლიან ზემოაღნიშნულ შერჩევის პროცესს. ბინების შესყიდვის პროცესი დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესა და რიგ შემთხვევაში კონკრეტულ ბანკს შორის შეთანხმებაზე/მემორანდუმზე“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ