საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შვილის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს. სოფო ზალკალიანის რჩეული გიორგი კვარაცხელიაა.
მინისტრი „ფეისბუქზე“ აღნიშნავს, რომ დღეს მისი შვილის დაბადების დღეა, მიმდინარე წელი კი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო სავსე.
"ქალბატონ სოფიას შორიდან ვულოცავ დაბადების დღეს! წლევანდელი წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია - გიოს და სოფოს სიყვარული მათი ქორწინებით დაგვირგვინდა. მე მესამე შვილი, არაჩვეულებრივი ბიჭი შევიძინე, გიორგი კვარაცხელია. გიო და სოფო, ისეთივე ბედნიერი იყავით მთელი ცხოვრება, როგორც ამ დღეს. მინდა, ასევე, ყველას მოგილოცოთ ჯვართამაღლება, ღმერთმა დაგლოცოთ!" - წერს მინისტრი "ფეისბუქზე".