პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გია თვა­ლა­ვა­ძე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" თვა­ლა­ვა­ძის ად­ვო­კატ­მა ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გია თვა­ლა­ვა­ძე კლი­ნი­კა­ში სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მე მო­სა­მარ­თლეს წარ­ვუდ­გი­ნე დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ თვა­ლა­ვა­ძეს აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ახლა მაც­ნო­ბეს, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­პყრო­ბი­ლი­დან კლი­ნი­კა­ში. ამი­ტომ არის უსა­მარ­თლო სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. სულ რომ და­ნა­შა­უ­ლი ჰქო­ნო­და ჩა­დე­ნი­ლი მას და არ­სე­ბობ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, კა­ნონ­ში პირ­და­პირ არის ჩა­ნა­წე­რი, რომ სა­სა­მარ­თლო ით­ვა­ლის­წი­ნებს ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, ეს არის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და რო­გორც წესი ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში არა­სო­დეს იყე­ნე­ბენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გია თვა­ლა­ვა­ძეს და ამა­ვე საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ კი­დევ 5 პირს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო: ად­ვო­კა­ტი: სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია თვა­ლა­ვა­ძე სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით სა­პა­ტიმ­რო­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.

"მე მოსამართლეს წარვუდგინე დოკუმენტაცია, რომ თვალავაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ახლა მაცნობეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში, სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს საპყრობილიდან კლინიკაში. ამიტომ არის უსამართლო სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. სულ რომ დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი მას და არსებობდა მტკიცებულებები, კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და როგორც წესი ასეთ შემთხვევებში არასოდეს იყენებენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნახეთ ვიდეო: ადვოკატი: სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობაში ბრალდებული გია თვალავაძე სტენოკარდიული შეტევით საპატიმროდან კლინიკაში გადაიყვანეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ