ავტორი:

რა პასუხობს ანზორ ჩუბინიძე "იბერიასთან" დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს

რა პასუხობს ანზორ ჩუბინიძე "იბერიასთან" დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

როგორც ჩუბინიძემ განაცხადა, ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ ბავშვობაში იცოდა და ახლა გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი ამოტივტივდა.

„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი...

სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა პროკურატურაში გაირკვევა ეს საკითხი, დიდი ალბათობით ჩემთან მიმართებაში კითხვები არც იქნება. სიგარეტის მომხმარებელი არ ვარ და არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია. ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსაც არ ვიცნობ. მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე და ვამბობ - არანაირ მსგავს გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას და გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ

მისივე თქმით, ამ „აბდაუბდაზე თავის მართლებას არ გეგმავს“.

როგორც ჩუბინიძე განმარტავს, მიუხედავად ჩანაწერების გავრცელებისა, მას სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბარი არ ჰქონია და არაფრის გარკვევას არ გეგმავს. ამასთან, ჩუბინიძის თქმით, მას ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია არც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ესაუბრებოდა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და ეუბნება, რომ გამოყოს სამ მილიონ ნახევარი ლარი, საიდანაც ერთ მილიონს ბიუჯეტში გადაიხდის, ორნახევარს კი შუამავლებს მისცემს. ანზორ ჩუბინიძეა სწორედ ის ადამიანი, ვინც ყიფიანის თქმით, ახალ პრემიერთან „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები უნდა მოაგვაროს.

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე