პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოაჩინა ტოჩინოშინმა იაპონიაში კახეთი - ქართველ სუმოისტს ბაშოზე ოჯახი ქართული შეძახილებით ამხნევებდა
როგორ აღმოაჩინა ტოჩინოშინმა იაპონიაში კახეთი - ქართველ სუმოისტს ბაშოზე ოჯახი ქართული შეძახილებით ამხნევებდა

ია­პო­ნი­ა­ში ცოტა ხნის წინ დას­რულ­და აკი ბაშო ანუ შე­მოდ­გო­მის ბაშო. ქარ­თველ­მა სუ­მო­ის­ტმა - ტო­ჩი­ნო­შინ­მა ბაშო კარ­გად და­ი­წყო, ზე­დი­ზედ ორი გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა. შემ­დეგ და­ი­წყო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოს­ვლე­ბი, ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი კო­მო­სუბ ტა­კა­კე­ი­შოს­თან და შო­და­ის­თან და­მარ­ცხდა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლე­ვან გორ­გა­ძემ აბი მა­სა­ტო­რას და­მარ­ცხე­ბით 8 გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და ოძე­კის ტი­ტუ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

მიმ­დი­ნა­რე ბა­შოს დროს ლე­ვანს ოჯა­ხის წევ­რე­ბიც აძ­ლევ­დნენ სტი­მულს და ამ­ხნე­ვებ­დნენ - ქარ­თველ ფა­ლა­ვანს ია­პო­ნი­ა­ში ძმა ლაშა გორ­გა­ძე და მისი მე­უღ­ლე – მაკო დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი სტუმ­რო­ბენ. ტო­ჩი­ნო­ში­ნის რძალ­მა AMBEBI.GE-სთან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე და იმა­ზე ისა­უბ­რა, თუ რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეს კა­ხე­თი ია­პო­ნი­ა­ში:

"ქარ­თუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით ვამ­ხნე­ვებ­დით, ჩემი და ლა­შას ხმა მთელს დარ­ბაზს ეს­მო­და! თან ქარ­თუ­ლი დრო­შა გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვი­ყა­ვით! რომ გა­ი­მარ­ჯვა, ხომ სა­ერ­თოდ, ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი აღარ ჰქონ­და! ეს ემო­ცი­ე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა!" - ამ­ბობს მაკო დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა, რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბი­ან ტო­ჩი­ნო­შინს ია­პო­ნე­ლე­ბი:

- ლე­ვა­ნი რომ შე­მო­დის, ხალ­ხის კო­ლო­ნა ხვდე­ბა, ბა­შო­ზე წარ­მა­ტე­ბა რომ უსურ­ვონ. ბა­შო­ზე რომ გა­მო­დის, ხალ­ხის დიდი ზარ-ზე­ი­მია გა­რეთ. ძა­ლი­ან დიდი და­დე­ბი­თი ენერ­გი­აა, ქუ­ჩებ­ში ყვე­ლა ცნობს, ყვე­ლას სუ­რა­თი უნდა მას­თან.

ლე­ვა­ნი ამ ბა­შოს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა და­დე­ბი­თი ბა­ლან­სი და ამ­დე­ნი ტრავ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც შეძ­ლო ოძე­კის ტი­ტუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით, ბა­შოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ...

- ეს არის ენით აღუ­წე­რე­ლი გრძნო­ბა, როცა დარ­ბაზ­ში ხარ და ყვე­ლა­ფერს თვალს ადევ­ნებ. ლე­ვა­ნი რომ გა­მო­ვი­და დო­ჰი­ო­ზე, ძარ­ღვებ­ში სის­ხლმა დუ­ღი­ლი და­ი­წყო. იქ ყვე­ლა ზის, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ჩვენ დამ­ჯდა­რი ვერ მო­ვის­ვე­ნებ­დით. რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს და­ე­ჯახ­ნენ ლე­ვა­ნი და მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ლა­მის გული ამო­მი­ვარ­და. სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა იყო, ასე­თი არას­დროს გან­მიც­დია! ქარ­თუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით ვამ­ხნე­ვებ­დით, ჩემი და ლა­შას ხმა მთელს დარ­ბაზს ეს­მო­და! თან ქარ­თუ­ლი დრო­შა გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვი­ყა­ვით! რომ გა­ი­მარ­ჯვა ხომ სა­ერ­თოდ ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი აღარ ჰქონ­და... ეს ემო­ცი­ე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა!

- მი­უ­ხე­და­ვად და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი­სა, თქვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ და­უკ­ლია...

- დიახ, ყუ­რა­დღე­ბას არ გვაკ­ლებს, ჯერ კი­დევ აქ ვართ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლობს გვა­ნა­ხოს ია­პო­ნია. ია­მა­ნა­ში ვი­ყა­ვით, ლე­ვან­მა მას ია­პო­ნუ­რი კა­ხე­თი უწო­და, რად­გან იქ ბევ­რი ხე­ი­ვა­ნია და მეღ­ვი­ნე­ო­ბას მის­დე­ვენ. არ­ნა­ხუ­ლად ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა... ფუ­ჯის მთა­ზე სულ თოვ­ლია და ულა­მა­ზე­სია, ეს მთა კარ­გად ჩანს იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. შევწვით მწვა­დე­ბი, გვქონ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და დღემ ძა­ლი­ან ტკბი­ლად ჩა­ი­ა­რა...

- რო­გო­რია ლე­ვა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ია­პო­ნი­ა­ში?

- ლე­ვა­ნის ვარ­ჯიშს და­ვეს­წა­რით, ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ რამ­ხე­ლა ოფლი იღ­ვრე­ბა იქ, რა ძნე­ლია ყო­ველ დღე 6 სა­ათ­ზე ადგე, წახ­ვი­დე კლუბ­ში და ივარ­ჯი­შო თავ­და­უ­ზო­გა­ვად. ვარ­ჯიშს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. ეს უნდა ნახო, რომ გა­ი­გო, რამ­ხე­ლა შრო­მის და რამ­დე­ნი ოფ­ლის ფა­სად და­უჯ­და ლე­ვანს წა­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და რამ­დენ ენერ­გი­ას დებს ამა­ში!

ავტორი:

როგორ აღმოაჩინა ტოჩინოშინმა იაპონიაში კახეთი - ქართველ სუმოისტს ბაშოზე ოჯახი ქართული შეძახილებით ამხნევებდა

როგორ აღმოაჩინა ტოჩინოშინმა იაპონიაში კახეთი - ქართველ სუმოისტს ბაშოზე ოჯახი ქართული შეძახილებით ამხნევებდა

იაპონიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა აკი ბაშო ანუ შემოდგომის ბაშო. ქართველმა სუმოისტმა - ტოჩინოშინმა ბაშო კარგად დაიწყო, ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა. შემდეგ დაიწყო წარუმატებელი გამოსვლები, ქართველი ფალავანი კომოსუბ ტაკაკეიშოსთან და შოდაისთან დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, ლევან გორგაძემ აბი მასატორას დამარცხებით 8 გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის ტიტული შეინარჩუნა.

მიმდინარე ბაშოს დროს ლევანს ოჯახის წევრებიც აძლევდნენ სტიმულს და ამხნევებდნენ - ქართველ ფალავანს იაპონიაში ძმა ლაშა გორგაძე და მისი მეუღლე – მაკო დევნოზაშვილი სტუმრობენ. ტოჩინოშინის რძალმა AMBEBI.GE-სთან შთაბეჭდილებებზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აღმოაჩინეს კახეთი იაპონიაში:

"ქართული შეძახილებით ვამხნევებდით, ჩემი და ლაშას ხმა მთელს დარბაზს ესმოდა! თან ქართული დროშა გვქონდა წაღებული და ძალიან ამაყები ვიყავით! რომ გაიმარჯვა, ხომ საერთოდ, ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა! ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება!" - ამბობს მაკო დევნოზაშვილი.

მისივე თქმით, საკუთარი თვალით იხილა, როგორი პატივისცემით ეპყრობიან ტოჩინოშინს იაპონელები:

- ლევანი რომ შემოდის, ხალხის კოლონა ხვდება, ბაშოზე წარმატება რომ უსურვონ. ბაშოზე რომ გამოდის, ხალხის დიდი ზარ-ზეიმია გარეთ. ძალიან დიდი დადებითი ენერგიაა, ქუჩებში ყველა ცნობს, ყველას სურათი უნდა მასთან.

ლევანი ამ ბაშოს ძალიან განიცდიდა, რადგან აუცილებლად უნდა დაეგროვებინა დადებითი ბალანსი და ამდენი ტრავმების მიუხედავად მაინც შეძლო ოძეკის ტიტულის შენარჩუნება.

- მოგვიყევით, ბაშოს შთაბეჭდილებების შესახებ...

- ეს არის ენით აღუწერელი გრძნობა, როცა დარბაზში ხარ და ყველაფერს თვალს ადევნებ. ლევანი რომ გამოვიდა დოჰიოზე, ძარღვებში სისხლმა დუღილი დაიწყო. იქ ყველა ზის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ დამჯდარი ვერ მოვისვენებდით. როდესაც ერთმანეთს დაეჯახნენ ლევანი და მისი მოწინააღმდეგე, ლამის გული ამომივარდა. სასწაული გრძნობა იყო, ასეთი არასდროს განმიცდია! ქართული შეძახილებით ვამხნევებდით, ჩემი და ლაშას ხმა მთელს დარბაზს ესმოდა! თან ქართული დროშა გვქონდა წაღებული და ძალიან ამაყები ვიყავით! რომ გაიმარჯვა ხომ საერთოდ ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა... ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება!

- მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, თქვენთვის ყურადღება არ დაუკლია...

- დიახ, ყურადღებას არ გვაკლებს, ჯერ კიდევ აქ ვართ და შეძლებისდაგვარად ცდილობს გვანახოს იაპონია. იამანაში ვიყავით, ლევანმა მას იაპონური კახეთი უწოდა, რადგან იქ ბევრი ხეივანია და მეღვინეობას მისდევენ. არნახულად ლამაზი ბუნებაა... ფუჯის მთაზე სულ თოვლია და ულამაზესია, ეს მთა კარგად ჩანს იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. შევწვით მწვადები, გვქონდა ქართული ღვინო და დღემ ძალიან ტკბილად ჩაიარა...

- როგორია ლევანის ყოველდღიურობა იაპონიაში?

- ლევანის ვარჯიშს დავესწარით, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ოფლი იღვრება იქ, რა ძნელია ყოველ დღე 6 საათზე ადგე, წახვიდე კლუბში და ივარჯიშო თავდაუზოგავად. ვარჯიშს რომ ვუყურებდი, ცრემლები მომდიოდა. ეს უნდა ნახო, რომ გაიგო, რამხელა შრომის და რამდენი ოფლის ფასად დაუჯდა ლევანს წამატების მიღწევა და რამდენ ენერგიას დებს ამაში!

"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

28 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მენსტრუალური ჰიგიენის დღე (MHDay) აღინიშნება

"ლარი რომ მყარდება, სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას თქმით, ლარის დასტაბილურების მიზეზი აუხსნელია