პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - როგორი ავტომობილებით იკრძალება ტაქსის მომსახურების გაწევა?
ინფორმაცია მძღოლებისთვის - როგორი ავტომობილებით იკრძალება ტაქსის მომსახურების გაწევა?

2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის ორ­კა­რი­ა­ნი და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­წე­ვა იკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ ვმუ­შა­ობთ ვი­ზუ­ა­ლურ სტან­დარტზე, რო­მე­ლიც 2019 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სა­უ­ბა­რია ფერ­ზე და ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მსჯე­ლო­ბა გვქონ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ თეთ­რი ფერი იყოს ტაქ­სე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სამ­კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი {ორ­კა­რი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი და პლუს სა­ბარ­გუ­ლი} და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ ამ სერ­ვი­სის გა­წე­ვას“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში გა­მო­ი­ყო­ფა სპე­ცი­ა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თვის უფა­სო იქ­ნე­ბა. ამას­თან, კა­ლა­ძის თქმით, მძღო­ლებს უფა­სოდ და­უ­რიგ­დე­ბათ მა­ნა­თო­ბე­ლი ტაქ­სის ნი­შა­ნი, რო­მელ­საც მე­რია და­ამ­ზა­დებს.

„გარ­და ამი­სა, მათ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ექ­ნე­ბათ გა­მო­ყო­ფი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბა და რეკ­ლა­მი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა იქ­ნე­ბა მათი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა. ასე­ვე, მა­ნა­თო­ბე­ლი ტაქ­სის ნი­შა­ნი, რო­მელ­საც და­ამ­ზა­დებს მე­რია, ტაქ­სებს გა­და­ე­ცე­მათ უფა­სოდ“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცნო­ბი­ლია ტაქ­სე­ბის ფერი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში იმოძ­რა­ვე­ბენ - ვინ ვერ შეძ­ლებს ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას და რა უნდა იცო­დეთ თუ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - როგორი ავტომობილებით იკრძალება ტაქსის მომსახურების გაწევა?

ინფორმაცია მძღოლებისთვის - როგორი ავტომობილებით იკრძალება ტაქსის მომსახურების გაწევა?

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები {ორკარიანი მანქანები და პლუს საბარგული} და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება. ამასთან, კალაძის თქმით, მძღოლებს უფასოდ დაურიგდებათ მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც მერია დაამზადებს.

„გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები თეთრი ფერის იქნება.

იხილეთ ვიდეო: ცნობილია ტაქსების ფერი, რომლებიც თბილისში იმოძრავებენ - ვინ ვერ შეძლებს ტაქსის მომსახურების გაწევას და რა უნდა იცოდეთ თუ ამ სფეროში საქმიანობთ?

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო