პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ
ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ

ინ­დო­ნე­ზი­ე­ლი მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც სა­თევ­ზაო ნავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ტალ­ღებ­მა გა­ი­ტა­ცა და 49 დღე ზღვა­ში გა­ა­ტა­რა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლის ალდი ნო­ველ ადი­ლან­გი ივ­ლის­ში სა­კუ­თარ სა­თევ­ზაო ნავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ძლი­ე­რი ქა­რის გამო ნავ­საბ­მე­ლი გა­წყდა და ბიჭი ზღვა­ში აღ­მოჩ­ნდა. მან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა და გუ­ამ­თან ახ­ლოს პა­ნა­მურ­მა გემ­მა შე­ი­ფა­რა.

ბიჭი „რომ­პონგზე“ მუ­შა­ობ­და - ნავ­ზე, რო­მელ­საც არც ნიჩ­ბე­ბი აქვს და არც ძრა­ვი. მას ევა­ლე­ბო­და, ნავ­ზე აენ­თო ნა­თუ­რე­ბი, რო­მე­ლიც თევ­ზებს მო­ი­ზი­დავ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო : რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს მო­ზარ­დი, რომ­ლის ნა­ვიც ძლი­ერ­მა ქარ­მა წა­ი­ღო და 49 დღე შუა ზღვა­ში გა­ა­ტა­რა

ადი­ლან­გის ნავი ქარ­მა 14 ივ­ლისს გა­ი­ტა­ცა. საკ­ვე­ბი თით­ქმის აღარ ჰქონ­და, ამი­ტომ ნა­ვის ფიც­რებს წვავ­და და და­ჭე­რილ თევზს ცე­ცხლზე ამ­ზა­დებ­და.

ია­პო­ნი­ა­ში მყო­ფი ინ­დო­ნე­ზი­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ფა­ჯარ ფირ­და­უ­სის თქმით, ბიჭს ზღვა­ში ძა­ლი­ან ეში­ნო­და და ხში­რად ტი­რო­და.

„რო­გორც კი დიდ გემს და­ი­ნა­ხავ­და, გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი ეძ­ლე­ო­და, მაგ­რამ 10-ზე მეტ­მა გემ­მა ჩა­ი­ა­რა ახ­ლოს და არ­ცერ­თს შე­უ­ნიშ­ნავს ბიჭი,“ - ამ­ბობს ფირ­და­უ­სი.

სა­ა­გენ­ტო AFP-ს ადი­ლან­გის დე­დამ გა­ნუ­ცხა­და, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც მშობ­ლებს შე­ეძ­ლოთ, მის­თვის ლოც­ვა იყო.

31 აგ­ვის­ტოს მე­თევ­ზე გუ­ა­მის წყლებ­ში პა­ნა­მურ­მა გემ­მა აიყ­ვა­ნა. კა­პი­ტა­ნი გუ­ა­მის სა­ნა­პი­რო დაც­ვას და­უ­კავ­შირ­და, რის შემ­დე­გაც მი­ი­ღეს ინ­სტრუქ­ცია, წა­ეყ­ვა­ნათ ია­პო­ნი­ა­ში, სა­ით­კე­ნაც გემს გეზი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

ადი­ლან­გი ია­პო­ნი­ა­ში 6 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვი­და და 2 დღის შემ­დეგ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში დაბ­რუნ­და. ბი­ჭის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ

ბიჭი ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა - როგორ შეძლო გადარჩენა 18 წლის მეთევზემ

ინდონეზიელი მოზარდი, რომელიც სათევზაო ნავზე იმყოფებოდა, ტალღებმა გაიტაცა და 49 დღე ზღვაში გაატარა.

BBC-ის ინფორმაციით, 18 წლის ალდი ნოველ ადილანგი ივლისში საკუთარ სათევზაო ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ნავსაბმელი გაწყდა და ბიჭი ზღვაში აღმოჩნდა. მან ათასობით კილომეტრი გაიარა და გუამთან ახლოს პანამურმა გემმა შეიფარა.

ბიჭი „რომპონგზე“ მუშაობდა - ნავზე, რომელსაც არც ნიჩბები აქვს და არც ძრავი. მას ევალებოდა, ნავზე აენთო ნათურები, რომელიც თევზებს მოიზიდავდა.

ნახეთ ვიდეო : როგორ გადაარჩინეს მოზარდი, რომლის ნავიც ძლიერმა ქარმა წაიღო და 49 დღე შუა ზღვაში გაატარა

ადილანგის ნავი ქარმა 14 ივლისს გაიტაცა. საკვები თითქმის აღარ ჰქონდა, ამიტომ ნავის ფიცრებს წვავდა და დაჭერილ თევზს ცეცხლზე ამზადებდა.

იაპონიაში მყოფი ინდონეზიელი დიპლომატი, ფაჯარ ფირდაუსის თქმით, ბიჭს ზღვაში ძალიან ეშინოდა და ხშირად ტიროდა.

„როგორც კი დიდ გემს დაინახავდა, გადარჩენის იმედი ეძლეოდა, მაგრამ 10-ზე მეტმა გემმა ჩაიარა ახლოს და არცერთს შეუნიშნავს ბიჭი,“ - ამბობს ფირდაუსი.

სააგენტო AFP-ს ადილანგის დედამ განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც მშობლებს შეეძლოთ, მისთვის ლოცვა იყო.

31 აგვისტოს მეთევზე გუამის წყლებში პანამურმა გემმა აიყვანა. კაპიტანი გუამის სანაპირო დაცვას დაუკავშირდა, რის შემდეგაც მიიღეს ინსტრუქცია, წაეყვანათ იაპონიაში, საითკენაც გემს გეზი ჰქონდა აღებული.

ადილანგი იაპონიაში 6 სექტემბერს ჩავიდა და 2 დღის შემდეგ ინდონეზიაში დაბრუნდა. ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ