საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის კაფე „პიატო“ სტუმრებს იტალიურთან ერთად ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდება
წიგნის კაფე „პიატო“ სტუმრებს იტალიურთან ერთად ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდება

რჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი „პი­ა­ტოს­გან“ - ეს წიგ­ნის კა­ფის ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა, რო­მე­ლიც ამი­ე­რი­დან სტუმ­რებს იტა­ლი­ურ­თან ერ­თად ქარ­თულ კერ­ძებ­საც შეს­თა­ვა­ზებს. ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა „პი­ა­ტოს“ კი­დევ უფრო გა­მორ­ჩე­ულს ხდის. ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კა­ფედ.

რო­გორც „პი­ა­ტოს“ შეფმ­ზა­რე­უ­ლი მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მო­თხოვ­ნა ქარ­თულ კერ­ძებ­ზე დიდი ხანი არ­სე­ბობ­და და მე­ნი­უ­ში მათი შე­ტა­ნის იდე­აც სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა. შეფმ­ზა­რე­ულ­მა სტუმ­რებს ისი­ნი ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­თა­ვა­ზა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა სტუმ­რებს თავ­და­პირ­ვე­ლად თე­ლავ­ში და ბა­თუმ­ში შე­ეძ­ლოთ, ახლა მათ თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­შიც და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ.

„ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი, მათ შო­რის უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად სტუმ­რო­ბენ წიგ­ნის კა­ფეს, გვთხოვ­დნენ, რომ იტა­ლი­ურ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მიგ­ვე­ცა. ავარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე ისე­თი კერ­ძი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი იყო. ესე­ნია: შემ­წვა­რი სოკო შავი ბრინ­ჯი­თა და პო­მიდვ­რით, შემ­წვა­რი ხბოს ხორ­ცი პო­მიდვ­რის სო­უ­სით, ქათ­მის სტე­ი­კი ნიგვზის სო­უ­სით, ფხა­ლის ასორ­ტი მჭა­დით და რა თქმა უნდა, ხა­ჭა­პუ­რის და ყვე­ლის რო­ლე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ეს კერ­ძი ორი კულ­ტუ­რის ნა­ზა­ვია. ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბია, რომ­ლებ­საც ევ­რო­პუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია აქვთ. მსგავს კერ­ძებს სხვა­გან ვერ­სად და­ა­გე­მოვ­ნებთ. მარ­ტი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან ჩვენ შე­უ­და­რე­ბე­ლი გემო შევ­ქმე­ნით, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისი­ნი ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია,“ - გან­მარ­ტავს მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. მა­გა­ლი­თად, „პი­ა­ტოს“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხა­ჭა­პუ­რის ხრა­შუ­ნა რო­ლე­ბი ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლის რო­ლე­ბი, ალ­პუ­რი სულ­გუ­ნით მზად­დე­ბა, რაც მას უსა­ზღვროდ გემ­რი­ელს ხდის.

„ჩვენ­მა სტუმ­რებ­მა ყო­ველ­თვის იცი­ან, რომ წიგ­ნის კაფე სწო­რედ ის ად­გი­ლია, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. კერ­ძე­ბის გემო, მყუდ­რო გა­რე­მო და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი გა­ნას­ხვა­ვებს ჩვენს კა­ფეს სხვა კა­ფე­ე­ბის­გან“,– და­ა­მა­ტა შეფმ­ზა­რე­ულ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის 7 ნო­მერ­ში, „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ მდე­ბა­რე წიგ­ნის კაფე „პი­ა­ტო“ სტუმ­რებს რჩე­ულ იტა­ლი­ურ და ქარ­თულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს. ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა კი კა­ფე­ში გა­ტა­რე­ბულ დროს და­უ­ვი­წყარს ხდის. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ კერ­ძებს, სულ მალე, „პი­ა­ტოს“ სტუმ­რებს მისი და­გე­მოვ­ნე­ბა თე­ლა­ვის, ბა­თუ­მის და ჭავ­ჭა­ვა­ძის პი­ა­ტოს გარ­და, კან­დე­ლა­კის 7–ში მდე­ბა­რე წიგ­ნის კა­ფე­შიც შე­ეძ­ლე­ბათ. თვა­ლი ადევ­ნეთ „პი­ა­ტოს“ სი­ახ­ლეს ჩვენს ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე.

ავტორი:

წიგნის კაფე „პიატო“ სტუმრებს იტალიურთან ერთად ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდება

წიგნის კაფე „პიატო“ სტუმრებს იტალიურთან ერთად ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდება

რჩეული ქართული კერძები „პიატოსგან“ - ეს წიგნის კაფის ახალი შეთავაზებაა, რომელიც ამიერიდან სტუმრებს იტალიურთან ერთად ქართულ კერძებსაც შესთავაზებს. ცოცხალი მუსიკა, განახლებული, კომფორტული ინტერიერი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება „პიატოს“ კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ეს არის ადგილი, რომელიც დიდი ხანია, საზოგადოების მოწონებას იმსახურებს და დამსახურებულად ითვლება თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კაფედ.

როგორც „პიატოს“ შეფმზარეული მიშა ბერძენიშვილი ამბობს, მოთხოვნა ქართულ კერძებზე დიდი ხანი არსებობდა და მენიუში მათი შეტანის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. შეფმზარეულმა სტუმრებს ისინი ახალი ინტერპრეტაციით შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ქართული კერძების დაგემოვნება სტუმრებს თავდაპირველად თელავში და ბათუმში შეეძლოთ, ახლა მათ თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე კაფეშიც დააგემოვნებენ.

„ჩვენი სტუმრები, მათ შორის უცხოელები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ წიგნის კაფეს, გვთხოვდნენ, რომ იტალიურთან ერთად, ქართული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც მიგვეცა. ავარჩიეთ რამდენიმე ისეთი კერძი, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო. ესენია: შემწვარი სოკო შავი ბრინჯითა და პომიდვრით, შემწვარი ხბოს ხორცი პომიდვრის სოუსით, ქათმის სტეიკი ნიგვზის სოუსით, ფხალის ასორტი მჭადით და რა თქმა უნდა, ხაჭაპურის და ყველის როლები. თითოეული ეს კერძი ორი კულტურის ნაზავია. ტრადიციული კერძებია, რომლებსაც ევროპული ინტერპრეტაცია აქვთ. მსგავს კერძებს სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ. მარტივი ინგრედიენტებისგან ჩვენ შეუდარებელი გემო შევქმენით, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისინი ყველასგან გამორჩეულია,“ - განმარტავს მიშა ბერძენიშვილი. მაგალითად, „პიატოს“ მიერ წარმოდგენილი ხაჭაპურის ხრაშუნა როლები ისევე, როგორც ყველის როლები, ალპური სულგუნით მზადდება, რაც მას უსაზღვროდ გემრიელს ხდის.

„ჩვენმა სტუმრებმა ყოველთვის იციან, რომ წიგნის კაფე სწორედ ის ადგილია, სადაც უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. კერძების გემო, მყუდრო გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი განასხვავებს ჩვენს კაფეს სხვა კაფეებისგან“,– დაამატა შეფმზარეულმა.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის 7 ნომერში, „ბიბლუსი გალერეაში“ მდებარე წიგნის კაფე „პიატო“ სტუმრებს რჩეულ იტალიურ და ქართულ კერძებს სთავაზობს. ცოცხალი მუსიკა კი კაფეში გატარებულ დროს დაუვიწყარს ხდის. რაც შეეხება ქართულ კერძებს, სულ მალე, „პიატოს“ სტუმრებს მისი დაგემოვნება თელავის, ბათუმის და ჭავჭავაძის პიატოს გარდა, კანდელაკის 7–ში მდებარე წიგნის კაფეშიც შეეძლებათ. თვალი ადევნეთ „პიატოს“ სიახლეს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა