სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება
თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თეთ­რი ფე­რის იქ­ნე­ბა. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ი­ღო.

მძღო­ლებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა თეთ­რი ფე­რის მან­ქა­ნე­ბით შეს­თა­ვა­ზონ, 2019 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ექ­ნე­ბათ. კა­ლა­ძემ ტაქ­სე­ბის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

„ჩვენ ვმუ­შა­ობთ ვი­ზუ­ა­ლურ სტან­დარტზე, რო­მე­ლიც 2019 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სა­უ­ბა­რია ფერ­ზე და ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მსჯე­ლო­ბა გვქონ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ თეთ­რი ფერი იყოს ტაქ­სე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სამ­კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ ამ სერ­ვი­სის გა­წე­ვას. ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში გა­მო­ი­ყო­ფა სპე­ცი­ა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მათ­თვის უფა­სო. გარ­და ამი­სა, მათ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ექ­ნე­ბათ გა­მო­ყო­ფი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბა და რეკ­ლა­მი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა იქ­ნე­ბა მათი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა. ასე­ვე, მა­ნა­თო­ბე­ლი ტაქ­სის ნი­შა­ნი, რო­მელ­საც და­ამ­ზა­დებს მე­რია, ტაქ­სებს გა­და­ე­ცე­მათ უფა­სოდ“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცნო­ბი­ლია ტაქ­სე­ბის ფერი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში იმოძ­რა­ვე­ბენ - ვინ ვერ შეძ­ლებს ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას და რა უნდა იცო­დეთ თუ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ?

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში მხო­ლოდ ის ტაქ­სე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ, რომ­ლებ­საც ლი­ცენ­ზია აღე­ბუ­ლი აქვთ. მისი თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლი, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ზი­რე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აღ­ნიშ­ნულ სერ­ვისს, და­ჯა­რიმ­დე­ბა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

„ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცია გრძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გა­ცე­მუ­ლია 6200-ზე მეტი ნე­ბარ­თვა. 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ამ სერ­ვი­სის გა­წე­ვა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვი­საც ნე­ბარ­თვა არ ექ­ნე­ბა, ძა­ლი­ან მკაც­რი მიდ­გო­მე­ბი იქ­ნე­ბა - ჯა­რი­მა 200 ლარი. ნე­ბარ­თვის 1 წლის აღე­ბის სა­ფა­სუ­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შიდა წვის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის 100 ლარს შე­ად­გენს, ჰიბ­რი­დე­ბის­თვის 50 ლა­რია, ხოლო ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის - უფა­სოა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბა და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბის აღ­რი­ცხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მძღო­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცია 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე უნდა გა­ი­ა­რონ და შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვა აი­ღონ. 2018 წლის ნო­ემ­ბრი­დან ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე ტაქ­სის სერ­ვი­სის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ავტორი:

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ. კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ცნობილია ტაქსების ფერი, რომლებიც თბილისში იმოძრავებენ - ვინ ვერ შეძლებს ტაქსის მომსახურების გაწევას და რა უნდა იცოდეთ თუ ამ სფეროში საქმიანობთ?

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

„ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასოა“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ