სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება
Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

მო­დის ინ­დუსტრი­ის ამე­რი­კუ­ლი გი­გან­ტი კომ­პა­ნია Michael Kors Holding Ltd მო­დის სახლ Versace-ს 2,12 მი­ლი­არდ დო­ლა­რად ყი­დუ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნია Michael Kors Holding Ltd-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან უკვე და­ა­დას­ტუ­რეს.

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში, Michael Kors-მა ფეხ­საც­მლის ბრენ­დი Jimmy Choo 1,1 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და მას საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ამუ­შა­ვებს.

კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ Versace-სთან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­დის სახ­ლს Capri Holdings Limited და­ერ­ქმე­ვა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კაპ­რი იტა­ლი­უ­რი კუნ­ძუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­და­წყვი­ტეს.

Michael Kors-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ჯონს აი­დო­ლის შე­ფა­სე­ბით, "Versace 40 წელ­ზე მე­ტია გან­სა­კუთ­რე­ბულ ხაზს ქმნი­და მო­დის სამ­ყა­რო­ში და ის არ უნდა და­ი­კარ­გოს...".

ვერ­სა­ჩეს ოჯა­ხის წევ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ კომ­პა­ნია Capri Holdings Limited-დან 150 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. ვერ­სა­ჩეს ოჯახს მო­დის სახ­ლი­დან 80% ეკუთ­ვნო­და, და­ნარ­ჩე­ნი 20%-ს კი სა­ინ­ვეს­ტი­ცო ფონ­დი Blackstone გა­ნა­გებ­და, რო­მელ­მაც Versace-ს 20%-იანი წილი 2014 წელს შე­ი­ძი­ნა. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად მას თა­ვის კუთ­ვნილს და­უბ­რუ­ნე­ბენ.

რად­გან მო­დის ინ­დუსტრი­ის ისეთ გი­განტზე ვსა­უბ­რობთ, რო­გო­რიც ჯანი ვერ­სა­ჩეა, მისი შექ­მნის ის­ტო­რი­ა­ზე შე­ჩე­რე­ბა ღირს - მო­დის სახ­ლი 1978 წელს და­არ­სდა და ის ერთი უბ­რა­ლო იტა­ლი­ე­ლი მკე­რა­ვის ნი­ჭის, ფან­ტა­ზი­ი­სა და რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გი და ხორ­ცშეს­ხმუ­ლი იდეა იყო. და­არ­სე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და.

ფო­ტო­ზე: ჯანი ვერ­სა­ჩე

1946 წელს იტა­ლი­ის ქა­ლაქ რი­ჯიო დი კა­ლაბ­რი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჯანი ვერ­სა­ჩე ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კო­სო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა დედა მკე­რა­ვი ჰყავ­და და შვი­ლიც მის გზას გაყ­ვა, რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლი მუზა იქ მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იყო. თა­ვა­დაც ამ­ბობ­და, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს დე­დას უმად­ლო­და.

18 წლი­სამ დე­დის ატე­ლი­ე­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. 6 წელი ახა­ლი მო­დე­ლე­ბის შექ­მნით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რაც შემ­დეგ მო­დის რე­ვო­ლუ­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­და.... დედა-შვი­ლი მო­დე­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. ვერ­სა­ჩეს მახ­ვილ თვალ­სა და თან­და­ყო­ლილ დახ­ვე­წილ გე­მოვ­ნე­ბას არც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­პარ­ვია..

მისი ნიჭი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა, ერთ დღეს სა­ხე­ლოს­ნოს ტე­ლე­ფონ­ზე შეძ­ლე­ბულ­მა მი­ლა­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­რე­კა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თან­ხის ჩა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა... ეს იყო 1973 წელი. იმ ზარ­მა ახალ­გაზ­რდა ვერ­სა­ჩეს ცხოვ­რე­ბა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

ფო­ტო­ზე: და-ძმა, ჯანი და დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩე­ე­ბი

1978 წელს, ძმას­თან, სან­ტოს­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ფირ­მა, სა­მო­დე­ლო სახ­ლი Gianni Versace და­ა­ფუძნა და იმა­ვე წელს, პირ­ვე­ლი სა­კო­ლექ­ციო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ანშლა­გით დას­რულ­და. სულ ცოტა ხან­ში, ეს იყო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მო­დის სამ­ყა­რო­ში ამინდს ქმნი­და...

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­მო­დე­ლო სახ­ლის ფი­ნან­სურ მხა­რეს, სა­შუ­ა­ლოდ მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 900 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში 160-ზე მეტი მა­ღა­ზია გახ­სნა და ტან­საც­მელ­თან ერ­თად, ბრენ­დულ აქ­სე­სუ­ა­რებს, ქამ­რებს, ჩან­თებს, სუ­ნა­მო­ებს, სა­ა­თებ­სა და სამ­კა­უ­ლებ­საც ქმნი­და...

1988 წელს ვერ­სა­ჩეს "მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­ზა­ი­ნე­რის" ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს... მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ალ­ბათ კი­დევ უამ­რავ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მო­ახ­დენ­და და სი­ახ­ლეს და­ნერ­გავ­და, ალ­ბათ კი­დევ უამ­რავ სი­ლა­მა­ზეს შექ­მნი­და, თუმ­ცა 1997 წელს, მა­ი­ა­მი ბიჩ­ში სა­კუ­თარ ვი­ლას­თან ეს­რო­ლეს. მა­შინ ჯანი ვერ­სა­ჩე 50 წლის იყო... მკვლელ­მა სი­ცო­ცხლე იქვე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. არა­ერ­თი ვერ­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.

ამის შემ­დეგ, სა­მო­დე­ლო სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მის­მა დამ დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩემ იკის­რა. ის მსოფ­ლი­ო­ში ძვე­ლი ბრენ­დის ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. მო­დის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინერ­ცი­ით გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა მო­დის სამ­ყა­რო­ში ამინდს ცხა­დია ვერ ქმნის. რო­გორც ჩანს, არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მისი გა­ყიდ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

Versace-ს მოდის სახლი 2,12 მილიარდ დოლარად იყიდება

მოდის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი კომპანია Michael Kors Holding Ltd მოდის სახლ Versace-ს 2,12 მილიარდ დოლარად ყიდულობს. აღნიშნული ინფორმაცია კომპანია Michael Kors Holding Ltd-ის წარმომადგენლებმა დასავლურ მედიასთან უკვე დაადასტურეს.

გასული წლის ივლისში, Michael Kors-მა ფეხსაცმლის ბრენდი Jimmy Choo 1,1 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას საკმაოდ წარმატებულადაც ამუშავებს.

კომპანიის ხელმძღვანელობა მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ Versace-სთან დაკავშირებით იურიდიული საკითხების დასრულების შემდეგ, მოდის სახლს Capri Holdings Limited დაერქმევა. მათივე განმარტებით, კაპრი იტალიური კუნძულის პატივსაცემად გადაწყვიტეს.

Michael Kors-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯონს აიდოლის შეფასებით, "Versace 40 წელზე მეტია განსაკუთრებულ ხაზს ქმნიდა მოდის სამყაროში და ის არ უნდა დაიკარგოს...".

ვერსაჩეს ოჯახის წევრი გაერთიანებულ კომპანია Capri Holdings Limited-დან 150 მლნ ევროს მიიღებს. ვერსაჩეს ოჯახს მოდის სახლიდან 80% ეკუთვნოდა, დანარჩენი 20%-ს კი საინვესტიცო ფონდი Blackstone განაგებდა, რომელმაც Versace-ს 20%-იანი წილი 2014 წელს შეიძინა. ახალი ხელშეკრულების თანახმად მას თავის კუთვნილს დაუბრუნებენ.

რადგან მოდის ინდუსტრიის ისეთ გიგანტზე ვსაუბრობთ, როგორიც ჯანი ვერსაჩეა, მისი შექმნის ისტორიაზე შეჩერება ღირს - მოდის სახლი 1978 წელს დაარსდა და ის ერთი უბრალო იტალიელი მკერავის ნიჭის, ფანტაზიისა და რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი და ხორცშესხმული იდეა იყო. დაარსებიდან ძალიან მალე ის გასული საუკუნის ცნობილი დიზაინერი გახდა.

ფოტოზე: ჯანი ვერსაჩე

1946 წელს იტალიის ქალაქ რიჯიო დი კალაბრიაში დაბადებული ჯანი ვერსაჩე ბავშვობაში მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა დედა მკერავი ჰყავდა და შვილიც მის გზას გაყვა, როგორც ჩანს, პირველი მუზა იქ მიღებული შთაბეჭდილებები იყო. თავადაც ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.

18 წლისამ დედის ატელიეში მუშაობა დაიწყო. 6 წელი ახალი მოდელების შექმნით იყო გატაცებული, რაც შემდეგ მოდის რევოლუციის წინაპირობა გახდა.... დედა-შვილი მოდელების შესაძენად პარიზსა და ლონდონში ხშირად დადიოდნენ. ვერსაჩეს მახვილ თვალსა და თანდაყოლილ დახვეწილ გემოვნებას არც თანამედროვე მოდის ტენდენციები გამოპარვია..

მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ერთ დღეს სახელოსნოს ტელეფონზე შეძლებულმა მილანელმა ბიზნესმენმა დარეკა და მისი საქმიანობის განვითარებაში თანხის ჩადება შესთავაზა... ეს იყო 1973 წელი. იმ ზარმა ახალგაზრდა ვერსაჩეს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

ფოტოზე: და-ძმა, ჯანი და დონატელა ვერსაჩეები

1978 წელს, ძმასთან, სანტოსთან ერთად საკუთარი ფირმა, სამოდელო სახლი Gianni Versace დააფუძნა და იმავე წელს, პირველი საკოლექციო ჩვენება გაიმართა, რომელიც ანშლაგით დასრულდა. სულ ცოტა ხანში, ეს იყო კომპანია, რომელიც მოდის სამყაროში ამინდს ქმნიდა...

რაც შეეხება, სამოდელო სახლის ფინანსურ მხარეს, საშუალოდ მისი წლიური შემოსავალი 900 მილიონ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში 160-ზე მეტი მაღაზია გახსნა და ტანსაცმელთან ერთად, ბრენდულ აქსესუარებს, ქამრებს, ჩანთებს, სუნამოებს, საათებსა და სამკაულებსაც ქმნიდა...

1988 წელს ვერსაჩეს "მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის" ტიტული მიანიჭეს... მოდის ინდუსტრიაში ალბათ კიდევ უამრავ გადატრიალებას მოახდენდა და სიახლეს დანერგავდა, ალბათ კიდევ უამრავ სილამაზეს შექმნიდა, თუმცა 1997 წელს, მაიამი ბიჩში საკუთარ ვილასთან ესროლეს. მაშინ ჯანი ვერსაჩე 50 წლის იყო... მკვლელმა სიცოცხლე იქვე თვითმკვლელობით დაასრულა. არაერთი ვერსიის მიუხედავად, მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

ამის შემდეგ, სამოდელო სახლის ხელმძღვანელობა მისმა დამ დონატელა ვერსაჩემ იკისრა. ის მსოფლიოში ძველი ბრენდის ხაზის გაგრძელებას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ ის წლების განმავლობაში ინერციით განაგრძობდა მუშაობას, თუმცა მოდის სამყაროში ამინდს ცხადია ვერ ქმნის. როგორც ჩანს, არც ისე სახარბიელო რეალობის გათვალისწინებით მისი გაყიდვის აუცილებლობა დადგა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე