სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა "პალიტრამედიას" სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა "პალიტრამედიას" სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა "„პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" სტამ­ბა­ში (შპს “კო­ლორ­პა­კი”) პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეს­ვლა­სა და ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­თხოვ­ნის მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" ფარ­გლებ­ში, ცალ­კე­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის შე­საძ­ლო გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე უწყე­ბა­ში და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლო აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" ფარ­გლებ­ში, ცალ­კე­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის შე­საძ­ლო გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ შპს "კო­ლორ­პაკ­მა" "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, 2014 წლის 15 დე­კემ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღო 1 600 000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კრე­დი­ტი. კრე­დიტ­ზე და­რი­ცხუ­ლი წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის მიზ­ნობ­რი­ვი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა 24 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

კრე­დი­ტის გა­ცე­მი­სა და შემ­დგომ­ში მისი ხარ­ჯვის მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცა გან­ჩი­ნე­ბა შპს "კო­ლორ­პა­კის" სა­მარ­თლებ­რი­ვი, სა­ბუ­ღალ­ტრო, ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა კომ­პა­ნი­ას შე­სას­რუ­ლებ­ლად ჩა­ბარ­და მიმ­დი­ნა­რე წლის 24 სექ­ტემ­ბერს.

აქვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ კომ­პა­ნი­ი­დან "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" პროგ­რა­მით მი­ღე­ბულ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს მხო­ლოდ ამ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვის მო­ნი­ტო­რინ­გის შეს­წავ­ლას და შპს "კო­ლორ­პაკს" არ ეზღუ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სა­უ­ბა­რია, რომ 24 სექ­ტემ­ბერს, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას" სტამ­ბა­ში (შპს “კო­ლორ­პა­კი”) შე­ვიდ­ნენ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და მო­ი­თხო­ვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათ­ვლით "სრუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი, სა­ბუ­ღალ­ტრო, ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია (დე­და­ნი) და სა­წარ­მოს ამა­ვე პე­რი­ო­დის კო­რეს­პონ­დენ­ცია (დე­და­ნი)".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მთავარი პროკურატურა "პალიტრამედიას" სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა "პალიტრამედიას" სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა "„პალიტრამედიას" სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლასა და ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. „ინტერპრესნიუსი“ მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს "კოლორპაკმა" "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს "კოლორპაკის" სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. სასამართლოს განჩინება კომპანიას შესასრულებლად ჩაბარდა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ კომპანიიდან "აწარმოე საქართველოში" პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს "კოლორპაკს" არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა.

გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, "პალიტრამედიამ" დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ 24 სექტემბერს, "პალიტრამედიას" სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით "სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ